LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ პატინსონი და ტალია ბარნეტი ლონდონურ პრემიერაზე

219

რობერტ პატინსონი და ტალია ბარნეტი ფილმის „დაკარგული ქალაქი Z“ ლონდონურ პრემიერაზე გამოჩნდნენ. შეყვარებული წყვილი, რომლებსაც თავის ურთიერთობაზე ბევრი საუბარი არ უყვარს, ბედნიერად გამოიყურებოდა.

ფილმის პრემიერა ბრიტანეთის მუზეუმში გაიმართა, ამიტომ რობერტმა სპეციალურად ამ დღისთვის მკაცრი მუქი-ლურჯი პიჯაკი და ჰალსტუხი შეარჩია, რაც შეეხება ტალიას, მან არჩევანი შავი ფერის კომბინეზონზე გააკეთა, რომელსაც ორიგინალური ჯიბეები ჰქონდა.

წყვილის დაშორების შესახებ ხმები პრესაში არაერთხელ გაჟღერებულა, თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი ყვითელი პრესის გამონაგონია.

შეგახსენებთ, რომ ფილმში პატინსონს პარტნიორობას სიენა მილერი და ჩარლი ჰანემი უწევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები