LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ სტურუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

170

4 მაისს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  მხატვარ რობერტ სტურუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული ნამუშევრები – პორტრეტები, პეიზაჟები, რელიგიური თემატიკის სურათები, რეგიონალური თეატრისა  და კულტურის სახლის პლაფონების რეპროდუქციები.

რობერტ სტურუას შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნიმუშები, როგორიცაა: „გამარჯვების ზეიმი” -ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა (1945-50, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951); „ხალხთა მეგობრობა” – სოფელ შრომის (ოზურგეთის რაიონი) კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი (1953-56); „ბოროტსა სძლია კეთილმან” – მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული (1957-60); ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი, ფერწერული ფრიზი ვ. ი. ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალისათვის და მრავალი სხვა.

აღსანიშნავია რობერტ სტურუას ნამუშევრები წიგნის გრაფიკაში. მან შექმნა მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებული ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქმნილებათა ილუსტრაციები.

გამოფენა, რომელიც 1-ელ ივნისამდე გაგრძელდება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები