LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსი, ეროს რამაზოტი თუ ელტონ ჯონი? – საქართველოში ჩამოსვლაზე მოლაპარაკებები რამდენიმე ვარსკვლავთან მიმდინარეობს

47

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, საქართველოს ტოპვარსკვლავები ეწვივნონ და ეს ყველაფერი 26 მაისისთვის იგეგმება.

„რობი უილიამსთან, ისევე როგორც სხვა ბევრ ვარსკვლავთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისსა და ბათუმში კონცერტების გასამართად (ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად) აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში კულტურის სამინისტრო გააკეთებს განცხადებას :)“ – აღნიშნავს ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში. აქვე ის წერს იმის შესახებაც, რომ ზაფხულში, როდესაც შეკვეთილში უდიდესი საკონცერტო დარბაზი გაიხსნება, მაყურებელი და მსმენელი იქაც დიდ სიუპრიზებს უნდა ელოდოს.

რაც შეეხება 26 მაისის საკითხს, ჯერჯერობით მოლაპარაკებები დასრულებული არ არის. საუბარია იმაზე, რომ რობი უილიამსის კონცერტი შესაძლოა, სტადიონზე გაიმართოს. ასევე ჭორები ვრცელდება ეროსი რამაზოტისა და ელტონ ჯონთან დაკავშირებითაც, თუმცა საბოლოო პასუხს კითხვაზე, რომელიც ვარსკვლავი ესტუმრება საქართველოს, კულტურის სამინისტრო გასცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები