LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსი თბილისში 27 მაისს “დინამო არენაზე” იმღერებს

49

ბრიტანელი მუსიკოსი რობი უილიამსი საქართველოს მაისის ბოლოს ესტუმრება. შოუ ნამდვილად სანახაობრივი იქნება და მასზე დასწრების შესაძლებლობა რამდენიმე ათეულ ათას თაყვანისმცემელს ექნება, რადგან კონცერტი “დინამო არენაზე” გაიმართება.

კულტურის მინისტრმა მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ იგეგმება არაერთი ცნობილი მუსიკოსის კონცერტი და ბილეთების ფასი სიმბოლური იქნება. რობი უილიამსი სახელმწიფოს მოწვევით თბილისში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში იმღერებს.

მისი კონცერტის შესახებ “ტვიტერზე” ბენდმა Groovesonix-მა ახლახან დაწერა.

“მოხარული ვართ გამოვაცხადოთ, რომ მხარს დავუჭერთ რობი უილიამსს საქართველოში, 27 მაისს, “დინამო არენაზე” – აღნიშნულია ტვიტში. მხარდაჭერა ამ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი რობი უილიამსის კონცერტს გახსნის საკუთარი პერფორმანსით.