LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს

81

ცოტა ხნის წინ 42 წლის რობი უილიამსმა სიმღერაზე Party Like a Russian სკანდალური ვიდეო გადაიღო, რომელსაც რამდენიმე დღეში „იუთუბზე“ 7 მლნ ნახვა ჰქონდა.

ბრიტანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ კლიპის გამო, სადაც მომღერალი რუსეთის პრეზიდენტს ღიად დასცინის, რობი უილიამსს რუსეთში ჩასვლას აუკრძალავენ, თუმცა პროგნოზს თავად მომღერალი ყურადღებას არ აქცევს. ის არა მხოლოდ გააგრძელებს კონცერტების გამართვას რუსეთში, არამედ გეგმავს, ვლადიმერ პუტინს პირადად შეხვდეს.

შემდეგ კლიპში კი, როგორც თავად რობი ამბობს, აუცილებლად იქნებიან დათვები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები