LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსის ემოციური გამოსვლა მანჩესტერის ტერაქტის მსხვერპლთა პატივსაცემად…

43

გუშინ, მანჩესტერში გამართულ საქველმოქმედო საღამო საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. კონცერტის გამართვის ინიციატორი არიანა გრანდე გახდა, რომლის წინა შოუზე, 22 მაისს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა და შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა.

ემოციური იყო სცენაზე რობი უილიამსის გამოჩენა. თავისი ჰიტი „Angels” მან ტერაქტის შედეგად დაღუპულებს მიუძღვნა, ხოლო როდესაც მისი შესრულება დაასრულა, სცენიდან ხალხს მიმართა: „ჩვენ ვართ მანჩესტერი და არაფრის გვეშინია“.

მოგვიანებით კი სცენაზე მან Take That მოიწვია, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის გაერთიანდნენ და რომელთა გამოჩენის შესახებ მაყურებლებმა არაფერი იცოდნენ. გრანდესთან ერთად კი სცენაზე ქეითი პერი, მაილი საირუსი, ფარელ უილიამსი, აშერი, Coldplay, რობი უილიამსი და სხვები გამოვიდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები