LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსის კონცერტები რუსეთში აღარ გაიმართება

28

7 სექტემბერს, მომღერალ რობი უილიამსს კონცერტი სანქტ-პეტერბურგში, ხოლო 10 სექტემებრს – მოსკოვში უნდა გაემართა. ქსელში უკვე გავრცელებული იყო იმ სიმღერების ჩამონათვალიც, რომლებიც ვარსკვლავს უნდა შეესრულებინა, თუმცა ცნობილი ხდება, რომ უილიამსი რუსეთში გამოსვლას ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მისმა წარმომადგენელმა გაავრცელა:

„მომღერლის ავადმყოფობასთან დაკავშირებით, მისი ტურნეს The Heavy Entertainment Show ფარგლებში უკანასკნელი ორი კონცერტი, რომლებიც რუსეთის ქალაქებში უნდა გამართულიყო, აღარ შედგება. ამას გარდა, ის ვერ გამოვა სოჭში დაგეგმილ ფესტივალზე „ახალი ტალღა“.

თავად რობის სოციალურ ქსელში ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები