LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსის მენეჯმენტს ბილეთების გადაყიდვაში ადანაშაულებენ

68

რობი უილიამსი და მისი მომავალი ტურნე Heavy Entertainment tour ხმაურიან სკანდალში გაეხვა. როგორც ВВС წერს, მომღერლის მენეჯმენტი ბილეთების გადაყიდვაში არის ეჭვმიტანილი.

ჟურნალისტი ვიქტორია დერბიშერი ამტკიცებს, რომ ბილეთები, რომლებიც საიტებზე Seatwave და Get Me In განათავსეს, 56 ფუნტი სტერლინგით ძვირია, ვიდრე ოფიციალურ სალაროებში. აღნიშნულ საიტებზე ბილეთების გაყიდვას კომპანია Ie:Music კურირებს, რომელსაც უილიამსის მენეჯერები მართავენ. მაგალითისთვის, 2 ივნისს, მანჩესტერში გასამართ კონცერტზე დასწრება ოფიციალურად 95 ფუნტად არის შესაძლებელი, ზემოთ ხსენებულ საიტებზე კი ბილეთის ფასი 160 ფუნტს შეადგენს.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ საზოგადოებამ აღნიშნულ ფაქტზე ხმაური მალევე ატეხა. „არ მგონია, რომ რობი იმ ფინანსურ კატეგორიას განეკუთვნება, რომ ცოტა მეტი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშაოს“, – წერენ უილიამსის თაყვანისმცემლები.

შეგახსენებთ, რომ მომღერლის ტურნე სტარტს 2 ივნისს მანჩესტერში აიღებს, საუტჰემპტონში, ედინბურგში, კარდიფსა და კოვენტრიში გაგრძელდება და 23 ივნისს ლონდონის ოლიმპიურ პარკში დასრულდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები