LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსისა და აიდა ფილდის რომანტიკა წითელ ხალიჩაზე (ფოტო)

110

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული წყვილი, რობი უილიამსი და აიდა ფილდი ITV Palooza-ს  ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ. The X Factor-ის ჟიურის წევრები  შეკრებილ ფანებსა და გულშემატკივრებს წითელი ხალიჩიდან მიესალმნენ, მოგვიანებით კი მათთან უამრავი ფოტო გადაიღეს. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც აიდა ფილდი ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში მოექცა. ის ბრწყინავდა ბორდოსფერ სექსუალურ კაბაში, რომელიც ულამაზესი სამკაულებით იყო გაფორმებული.

ყველა ფოტოზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, აიდა და რობი შეყვარებულები და ბედნიერები ჩანან. აიდა ფილდმა ფოტოგრაფებს, ფანებსა და შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ მასა და რობის შორის სრული იდილიაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები