LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსმა განმარტა, რატომ უჩვენა მსოფლიოს შუა თითი (ვიდეო)

66

ამ დღეებში რობი უილიამსი გადაცემაში This Morning სტუმრად იმყოფებოდა. მომღერალს, რომელმაც ცერემონიის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, განმარტა, რატომ უჩვენა მსოფლიოს შუა თითი, რის შესახებაც საუბარი დღემდე არ წყდება.

მისი თქმით, ამ ჟესტით მას იმის თქმა სურდა, რომ სასტარტო სასტვენამდე 1 წუთი იყო დარჩენილი. მომღერალმა დაამატა, რომ ის იყო უზარმაზარი წნეხის ქვეშ იმის გამო, რომ მატჩი წუთი-წუთზე უნდა დაწყებულიყო.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

(ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები