LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსს „ევროვიზიაზე“ რუსეთის სახელით გამოსვლა სურს

40

ბრიტანელმა ვარსკვლავმა, რობი უილიამსმა „ევროვიზიაზე“ რუსეთის სახელით გამოსვლის სურვილი გამოთქვა.

„ძალიან მიყვარს ეს კონკურსი. ის ძალიან ლამაზი, გრანდიოზული შოუა! სიამოვნებით წარვადგენდი მასზე რუსეთს“, – განაცხადა 43 წლის მომღერალმა ერთ-ერთი რუსული შოუს მსვლელობისას, რომლის სტუმარიც ჩართვის სახით იყო.

უილიამსმა ასევე აღიარა, რომ გასულ წელს კონკურსს თვალს ადევნებდა და ძალიან მოეწონა რუსი კონკურსანტის გამოსვლა: სერგეი ლაზარევის დადგმით ის იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ საკუთარი შოუსთვის მისი გამოსვლის ელემენტების გადაღება მოისურვა.

https://www.instagram.com/p/BRvnL8DBxts/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები