LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როცა ძიძას ვერ პოულობ” – აშშ-ში ტელეწამყვანის შვილი პირდაპირ ეთერში ცეკვით შევარდა

83

ამერიკული ტელეარხის E! News-ის წამყვანის ჯულიანა რანიჩის შვილი გადაცემის მსვლელობის დროს ცეკვით შევარდა და პირდაპირი ეთერი ჩაშალა.

რანიჩსა და კენედის საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდათ, როდესაც მათ უკან კადრში ბავშვი გამოჩნდა.

ბიჭი თავადაპირველად კენედიმ შეამჩნია. მან სიცილი ვერ შეიკავა და რანიჩს მის შვილზე მიანიშნა.

“ღმერთო ჩემო, ეს გეგმის ნაწილი არ იყო” – განაცხადა ჯულიანამ და ბავშვის გაყვანა სცადა, თუმცა საკმაოდ გაუჭირდა. მას შვილის ეთერიდან გაყვანაში კოლეგაც დაეხმარა.

კურიოზული შემთხვევის ვიდეო რანიჩის თანაწამყვანმა ჯეისონ კენედიმ Instagram-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

„როდესაც ძიძას ვერ პოულობ“ – წერს კენედი ინსტაგრამზე.