LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა მოვიფიქრებ, გეტყვით, მოთმინება ძალიან მაგარი რამეა – სალომე ზურაბიშვილი

54

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი კვლავ არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით.

„როცა მოვიფიქრებ, გეტყვით, მოთმინება ძალიან კარგი და მაგარი რამეა. არაფერს გეტყვით. როცა მე ამის თქმას გადავწყვეტ, მაშინ გეტყვით,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი, თუმცა, მისი პოზიციაა, რომ კანდიდატი გუნდიდან არ დასახელდეს.