LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა საკუთარ დაბადების დღის ნაწილი მუსიკაც არის, ამაზე ბედნიერება არ არსებობს

110

„ყველაფრის დაბადება მიყვარს: რაც კი დედამიწაზე იბადება და მშვენიერია. სიცოცხლე ძალიან მშვენიერია, ამიტომ ძალიან მახარებს ხოლმე, როდესაც საკუთარ დაბადების დღეზე ამ დღესასწაულის ნაწილი მუსიკაც არის, ამაზე ბედნიერება არ არსებობს“, – ამ სიტყვებით გუშინ ნინო ქათამაძემ Black Sea Arena-ზე კონცერტი გახსნა.

45 წლის იუბილე ნინო ქათამაძემ სოლო კონცერტით აღნიშნა. მომღერალი სცენაზე ჯგუფ “ინსაითთან“ და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ახალი და ძველი სიმღერებით წარდგა. კონცერტში მონაწილეობა სამების გუნდმაც მიიღო.

გასულ წლებთან შედარებით, წელს მომღერალს გაცილებით მეტი სტუმარი ჰყავდა. Black Sea Arena-ს 10 000-კაციან დარბაზში ნინო ქათამაძემ მსმენელებთან ერთად არაერთი ძველი ჰიტი შეასრულა.

მშობლიურ ბათუმთან ახლოს, შეკვეთილში, მომღერალი ტრადიციულად ჯგუფ „ინსაითთან“, ასევე ნიკოლოზ რაჭველთან, სიმფონიურ ორკესტრთან, საპატრიარქოს სამების გუნდთან, ჯაზ-სექსტეტთან და სპეციალურად მოწვეულ უცხოელ დიჯეისთან ერთად წარდგა.

კონცერტი სპეციალურად ამ დღისთვის ლონდონიდან ჩამოყვანილმა დიჯეიმ გახსნა, რასაც ქათამაძის და საპატრიარქო გუნდის ერთობლივი კომპოზიციები მოჰყვა.

მსმენელმა იუბილარისგან არაერთი ძველი ჰიტის ახალი ვერსია მოისმინა. კონცერტის ბოლოს ახალი სიმღერის კლიპის პრემიერაც შედგა. როგორც კონცერტის მაყურებელმა თამუნა გეგიძემ გვითხრა, საღამოზე ნინო ქათამაძემ ყველაზე მეტად სიყვარულზე ჩვეული სტილით იმღერა.

„ტრადიციულად, მთელი კონცერტი საოცარი ემოციებით ჩატარდა. ძველი ჰიტებიდან ნინომ რამდენიმე კომპოზიცია მაყურებლის თანხლებით შეასრულა, მათ შორის „იები“, „ოლეი“, „რა ვქნა, რა ჩემი ბრალია“ და ა.შ.. ყველაზე სასიამოვნო და ემოციური იყო ის, რომ კონცერტში მაყურებლის ჩართულობა ძალიან დიდი იყო“, – აღნიშნა თამუნა გეგიძემ.

ნინო ქათამაძის მუსიკალური პროგრამა დაახლოებით ორსაათნახევარს გაგრძელდა, სოლო კონცერტი სათაურით „Happy Birthday“ Black Sea Arena-ზე 21 აგვისტოს გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები