როცა საპირფარეშოში შესვლა “სპორტი” და თავსატეხია – ნებაყოფლობითი მონობა თუ ლეგალური შრომითი ექსპლუატაცია

პოპულარული

როცა საპირფარეშოში შესვლა “სპორტი” და თავსატეხია – ნებაყოფლობითი მონობა თუ ლეგალური შრომითი ექსპლუატაცია

“მონობა არ გაუუქმებიათ, უბრალოდ ყველა კანის ფერს მოარგეს,” – ჩარლზ ბუკოვსკის ამ გამონათქვამის სისწორეში მაშინ დარწმუნდებით, როცა „ნუგეშის“, „ბიუ-ბიუს“, „კოდას“, სიგარეტის, პრესისა და ყვავილების გასაყიდ ჯიხურებში დასაქმებულების სამუშაო გარემოს გაეცნობით. დახლები ან მაცივრები, სასწორი, სკამი და ადგილი სურსათის მარაგისთვის – ძირითადად ეს ყველაფერია, რასაც ჯიხურში შეხვდებით, მაგრამ, სამუშაო ადგილზე, სადაც დასაქმებულები დღე-ღამის უმეტეს დროს -11-12 საათს ატარებენ, არ არის უმთავრესი  – საპირფარეშო! შესაბამისად, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ამ ობიექტებზე მომუშავეთათვის ერთგვარი „სპორტი“ და თავსატეხია.

ნონა (სახელი ამ და მაღაზიაში დასაქმებულთა სხვა შემთხვევაშიც შეცვლილია) – „ბიუ-ბიუს“ ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს. მისი სამუშაო გრაფიკი 09:00 საათიდან – 21:00 საათამდეა. საპირფარეშო ჯიხურში ან ჯიხურთან არ არის, შესაბამისად, ნონას დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოშორებით უწევს წასვლა. მას გაუმართლა – ჯიხურთან ახლოს მისი ნათესავი ცხოვრობს და საპირფარეშოშიც სწორედ მასთან დადის. როგორც ამბობს, გზაში დაახლოებით 15 წუთი სჭირდება, შესვენება კი დღეში 1 საათი აქვს.  

ანალოგიური მდგომარეობა აქვს თეკლასაც. ის სიგარეტის მომცრო ჯიხურში მუშაობს, სადაც 10-დან- 22:00 საათამდე უწევს ყოფნა. როგორც ის „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, ჯიხურთან ახლოს ეკლესიაა და საპირფარეშოშიც სწორედ იქ დადის, ამინდის მიუხედავად.

„კოდას“ ჯიხურში დასაქმებული ნათია კი საპირფარეშოში გვერდით მდებარე პოლიკლინიკაში მიდის. თუმცა, ხანდახან ერიდება და მოშორებით მდებარე ფასიანი საპირფარეშოთიც სარგებლობს.

ერთი შეხედვით განსხვავებული მდგომარეობაა მაღაზიათა ქსელ „ნუგეშის“ შემთხვევაში. ქსელი „ნიკორას“ ეკუთვნის და ჯიხურებიც ხშირ შემთხვევაში სწორედ მაღაზიასთან ახლოსაა განთავსებული. როგორც თამუნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, მათ აქვთ უფლება, „ნიკორას“ მაღაზიის საპირფარეშოთი ისარგებლონ, თუმცა არის შემთხვევები, როცა მაღაზია ჯიხურისგან საგრძნობლადაა დაშორებული. თამუნას ჯიხურიც ეს შემთხვევაა, სწორედ ამიტომ, მას ალტერნატიული გზის მოძებნა მოუწია და საპირფარეშოში ჯიხურთან ახლოს მდებარე კორპუსის ერთ-ერთ მაცხოვრებელთან მიდის. 

ყველა რესპოდენტი „ფორტუნასთან“ საუბრისას საპირფარეშოების არქონის გამო დისკომფორტს უჩივის, თუმცა სამსახურის სანაცვლოდ ამ დათმობაზე მიდის. მათი ხელფასი დღეში, 11-12 საათიანი სამუშაო გრაფიკისას ნაწილ შემთხვევაში 10-12 ლარია, ნაწილი კი 15-20 ლარს იღებს. იმის გათვალისწინებით, რომ ხელფასი დღეების მიხედვით ერიცხებათ, მათივე არჩევანით, ძირითად შემთხვევაში, კვირაში 7-ივე დღე მუშაობენ.

შრომის კოდექსში ვკითხულობთ:

  • „დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს“.
  • დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი.  

„ფორტუნამ“ კითხვით თავად კომპანიებს მიმართა, თუ რა გზას ხედავენ პრობლემის მოსაგვარებლად. „ნიკორაში“ აცხადებენ, რომ „ნუგეშის“ მაღაზიათა ქსელში დასაქმებულები თავიდანვე არიან ინფორმირებულები სამუშაო პირობებზე.

„როგორც წესი, ჯიხურში არანაირი საშუალება არაა საპირფარეშოს გაკეთების. ვცდილობთ, რომ ძირითადად ადგილობრივები დავასაქმოთ. რომელ უბანშიცაა ჯიხური განთავსებული, თანამშრომლებიც იმავე უბანში ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, ამ მხრივ შეზღუდულები არ არიან, მთავარია, გააფრთხილონ ხელმძღვანელი. მათ შეუძლიათ მაღაზიის დაკეტვა და საპირფარეშოში გასვლა,“ – აღნიშნეს „ნიკორაში“.

კომპანია „კოდა“ კი აპირებს, დედაქალაქის მერიას მიმართოს, ჯიხურების მიმდებარედ მოძრავი საპირფარეშოების მოწყობასთან დაკავშირებით. როგორც „ფორტუნას“ „კოდას“ ჯიხურების მენეჯერმა, ნინო ჯაჯანიძემ, განუცხადა, მერიას ამ თხოვნით, კომპანიის 11-ივე ჯიხურთან მობილური საპირფარეშოების დადგმაზე უახლოეს პერიოდში მიმართავენ. 

დღევანდელი ბიზნესი ითხოვს მორჩილ თანამშრომლებს. ყველა, ვინც უარს იტყვის უსიტყვო მორჩილებაზე, დაკარგავს სამუშაო ადგილს სხვა მადლიერი ადამიანის სასარგებლოდ, რომელიც ბედნიერი იქნება რომ არსებობის წყარო აღმოაჩინა. თუ სამსახური გინდა ეს ოქროს წესია. არსებობის წყარო – ეს სწორედ ის სიტყვაა, რომელიც სრულად ასახავს საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ფენის დასაქმებულთა შემოსავალს.

ის, რომ დასაქმებულების უფლებები ყოველდღე, ყოველწუთიერად ირღვევა, არახალია. ამაზე დიდი ხანია, საუბრობენ, თუმცა, საუბარი ძირითად შემთხვევაში, ერთი ორი გამონაკლისის გარდა, საუბრადვე რჩება.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

 

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => shromis-pirobebi
                                    [1] => fortunas-temebi
                                    [2] => problemebi
                                    [3] => jikhurebi-tbilisshi
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 203485
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => shromis-pirobebi
                                    [1] => fortunas-temebi
                                    [2] => problemebi
                                    [3] => jikhurebi-tbilisshi
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 203485
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 12285
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => shromis-pirobebi
                                    [1] => fortunas-temebi
                                    [2] => problemebi
                                    [3] => jikhurebi-tbilisshi
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => shromis-pirobebi
                                    [1] => fortunas-temebi
                                    [2] => problemebi
                                    [3] => jikhurebi-tbilisshi
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (203485) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (22296,19356,16375,12285)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 205844
                    [post_author] => 22
                    [post_date] => 2018-01-18 13:57:47
                    [post_date_gmt] => 2018-01-18 09:57:47
                    [post_content] => ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური ელიტის კრიზისი და მათგან დისტანცირებული ამომჩეველი - NDI-ის კვლევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის შედეგი, რაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებმა საზოგადოებას დაანახა. თუმცა, თვითმმართველობის არჩევნების შედეგებისგან განსხვავებით, კვლევა აჩვენებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგმა იკლო. ამის მიზეზს ექსპერტი გია ხუხაშვილი ასე ხედავს - "შესაძლოა ხელისუფლება ბევრს არაფერს აფუჭებს, მაგრამ ბევრს არც არაფერს აკეთებს".



NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, 27%-თ „ქართული ოცნება“ ლიდერობს. 24% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას მისცემდა ხმას; კითხვაზე “არ ვიცი” 15%-მა უპასუიხა, უარი პასუხზე 13%-მა განაცხადა; „ნაციონალური მოძრაობას“ ხმას 10% მისცემდა; „ევროპულ საქართველოს“ – 3%; სხვა პარტიას – 7%.

გია ხუხაშვილი: ეს მეტყველებს იმაზე, რომ მთლიანად პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია. ამომრჩეველი კი მისგან დისტანცირებულია. ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი გვაქვს, ერთი მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" ორი ნამსხვრევი და მეორე მხრივ, ხელისუფლება და მათი ჯამური მაჩვენებელი ამორმჩევლის 40%-ზეც ვერ ადის, რაც ძალიან სავალალო შედეგია იმიტომ, რომ 60-65% ამომრჩევლის არჩევანის გარეშეა დარჩენილი. მიიჩნევს, რომ მას არათუ მარტო ხელისუფლება არ ჰყავს კარგი, არამედ ოპოზიციაც არ უვარგა.

რაც შეეხება ხელისუფლების შედეგს, აქ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, რომ ეს არ არის ნატურალური ამომრჩეველი. დაახლოებით, 15% არის წმინდა ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ხელისუფლებას კი არ უჭერს მხარს, უბრალოდ, სისტემის ნაწილია და ვალდებულია, რომ ხელისუფლებას ემხრობოდეს. ნებსიმიერი ხელისუფლების პირობებში ასე ხდება. შესაბამისად, ხელისუფლება ნატურალური ამომრჩევლის გარეშეა დარჩენილი, რაც პრობლემატურია, რა თქმა უნდა. 
  • რატომ დარჩა ხელისუფლება ასე ვთქვათ, ნატურალური ამომრჩევლის გარეშე?
გია ხუხაშვილი: იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ხელისუფლება და ეს გუშინ გამოქვეყნებულ კვლევაშიც ჩანდა, რომ ბევრს არაფერს აფუჭებს, მაგრამ ბევრს არც არაფერს აკეთებს. სტაგნაციის პირობებში ვცხოვრობთ და ეს ხდება იმ ფონზე, როცა მთავარი პრობლემები, რაც კვლევაში სახელდება, ეს არის უმუშევრობა, სოციალური გაჭირვება არ წყდება და არათუ არ წყდება, სოციალური რისკები ყოველდღიურად იზრდება ლარის გაუფასურების კვალდაკვალ. ბუნებრივია, როცა ხელისუფლება წინ არ მიდის, თუნდაც, ერთ ადგილზე იდგეს, ეს ვარდნის ტოლფასია და ნეგატიურ განწყობებს აძლიერებს.
  • წეღან ახსენეთ ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი და აქვე ისიც ვთქვით, რომ ამომრჩევლის ნახევარზე მეტი ან არც ერთ პარტიას აძლევს ხმას ან არ აკონკრეტებს, ან უარს ამბობს პასუხზე, რაზე მიუთითებს ის, რომ სხვა პარტიებს არა აქვთ რეიტინგი და როგორ ძალას ელოდება ამომრჩეველი?
გია ხუხაშვილი: რა თქმა უნდა, ელოდება მესამე ძალას. არსებული პოლიტიკური ელიტა და აქ მარტო "ნაციონალურ მოძრაობას" და ხელისუფლებას არ ვგულისხმობ, დატვირთულია ან წარსულის ცოდვებით, ან კომპომატით ან მუდმივი მარცხით, ანუ არსებული პარტიული ელიტა, რაც საქართველოში გვაქვს ამომრჩევლისთვის მიუღებელია და სკეპტიკურად არის განწყობილი. ელოდება ახალის გაჩენას, რომელიც სამწუხაროდ ვერ ყალიბდება. გვყავს პარტიები, რომლებიც მუდმივად წარუმატებლები არიან უკვე მთელი ამ ქვეყნის უახლესი ისტორიის განმავლობაში. იდეების კრიზისიც არაა მარტო პრობლემა, არათუ ახალი იდეების ფორმირება არ ხდება, არამედ განახლება არ ხდება პოლიტიკური ელიტის.
  • რატომ არ ჩანან ახალი ძალები პოლიტიკურ ასპარეზზე?
გია ხუხაშვილი: პოლიტიკა არ არის ლატარია, რომ კიდევ ჩადო, ხუთჯერ რომ წააგებ არჩევნებს, უნდა წახვიდე სახლში და დაისვენო. მიუხედავად ამისა, ისინი ჯიუტად აგრძელებენ ელიტაში ყოფნის მცდელობებს, რაც არ აძლევს ახალ ძალებს ასპარეზზე გამოსვლის საშუალებას, ისეა ყველა ადგილი მოკავებული. ბევრი პრობლემაა, რესურსების, კონკურენტული გარემოსი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთელი რესურსი მობილიზებული ჰქონდეს და ისეთი, რომელიც ამ ყველა წინააღმდეგობას გადალახავს, არავინ გამოჩნდა ჯერჯერობით. ამომრჩეველი ელოდება ძალას, რომელიც ახალ იდეას შესთავაზებს და ადამიანებს გაუჩენს რწმენას, ექნება სწორი მიზნები და რაც მთავარია, ძალა, რომ ისინი რეალურად განახორციელოს. ასეთი პოლიტიკურ ელიტაში არაა, ყველა დისკრედიტირებულია, ფასი არ აქვთ მათ სიტყვებს და აღარ სჯერათ მათი.
  • ასეთ ვითარებაში, როცა არც ახალი ძალა ჩანს და არსებული პროცესიც ორპოლუსიანია, როგორ მოქმედებს ეს ვითარება, თუნდაც ხელისუფლებაზე და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
გია ხუხაშვილი: სტაგნაციის პირობებში ვცხოვრობთ, ამ ეტაპზე ხელისუფლებას პრობლემა არა აქვს, სანამ ახალი ძალა არ გამოჩნდება. ასეთი ტიპის პოლიტიკურ პროცესში იგებს ის, ვისაც მეტი რესურსები აქვს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ვინც მეტს გადაიხდის. რადგან ამომრჩეველს არაფერი სჯერა, ფიქრობს, მე თქვენი დაპირებები არ ვიცი, გადაიხადეთ და მოგცემთ ხმასო, ბუნებრივია აქ ხელისუფლებას აქვს აშკარა უპირატესობა. ცუდსა და უარესს შორის როცა აქვს ამომრჩეველს არჩევანი, ის ფიქრობს, რომ გაიყიდოს ერთჯერადად, მიეყიდოს იმას, ვინც გადაიხდის. ეს ცუდად მოქმედებს და ამიტომ ვსაუბრობთ სტაგნაციაზე.    

თაკო ივანიაძე 

[post_title] => იგებს ის, ვინც მეტს გადაიხდის - ინტერვიუ გია ხუხაშვილთან [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => igebs-is-vinc-mets-gadaikhdis-gia-khukhashvili [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-01-18 13:57:47 [post_modified_gmt] => 2018-01-18 09:57:47 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=205844 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 205795 [post_author] => 21 [post_date] => 2018-01-18 13:33:07 [post_date_gmt] => 2018-01-18 09:33:07 [post_content] => 5 მკვლელობა, 9 დაჭრა, მათ შორის არის 1 პოლიციელი, 3 თავდასხმა და 4 დაყაჩაღება, საიდანაც 1 უცხოელი ბიზნესმენია  - ეს პირველიდან 17 იანვრამდე მომხდარ კანონდარღვევათა არასრული სტატისტიკაა. 2018 წლის პირველიდან 17 იანვრის ჩათვლით საქართველოში კანონდარღვევის 51 ფაქტი გამოვლინდა. ეს ფაქტები კი რამდენიმე კატეგორიად განაწილდა, კერძოდ: მკვლელობა,  ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ფიზიკური დაპირისპირება, ოჯახური ძალადობა,  ადამიანების გაუჩინარება, ავტოსაგზაო შემთხვევა,  ქურდობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,  შენახვა და ტარება, არადეკლარირებული ნივთების საქართველოში შემოტანა, ნარკოდანაშაული და ყალბი ფულის გასაღება.   მკვლელობა განსაკუთრებით მძიმე  15 იანვარს თბილისში ცოლ-ქმრის  მკვლელობის ფაქტი იყო. ცოლ-ქმარი გარდაცვლილი საკუთარ მაღაზიაში იპოვეს. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, გარდაცვლილთა მეზობლების თქმით, მაღაზიის დაყაჩაღება გახდა. რეზონანსული აღმოჩნდა 14 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორის, ყოფილი პარლამენტარისა და გენერალის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაც.  ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეების თქმით, ვინაიდან მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ, მკვლელობა, სავარაუდოდ, მაყუჩიანი პისტოლეტით არის ჩადენილი. ბოლო ორი შემთხვევა კი ადამიანების გაუჩინარებასთანაა კავშირში.  11 იანვარს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში გაუჩინარებული 28 წლის ირაკლი კეკელიას მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა კეკელია ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მდინარე რიონში გადააგდეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ 9 იანვარს თბილისში მოკლული 25 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული. გარდაცვლილის ცხედარი მტკვრის ნაპირას იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. ახალგაზრდა კვირაზე მეტხანს დაკარგული იყო და მას ოჯახი ეძებდა.   სხვა დანაშაულთა ნუსხა კი ქრონოლოგიურად ასე გამოიყურება: 1-17 იანვრის პერიოდში ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების 4 შემთხვევა მოხდა. 16 იანვარს ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენეს. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 13 იანვარს წერეთლის გამზირზე, კლუბ "ბასიანთან", 3 კაცი დაჭრეს, მათ შორის 1 პოლიციელი. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მამაკაცს ჭრილობა დანით მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. პოლიციამ დაჭრაში ბრალდებული პირი მალევე დააკავა. რაც შეეხება დაჭრილს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამავე დღეს, ქუთაისში, ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. კონფლიქტი კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომელსა და მოქალაქეებს შორის მოხდა, რომლებიც ბარში შესვლას ცდილობდნენ. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 5 იანვარს ორთაჭალაში სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბერძნის ქუჩაზე გვიან ღამით დაახლოებით 7 გასროლის ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც ნახეს, რომ ერთი პირის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.  ბოროტმოქმედის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.    ფიზიკური დაპირისპირების 2 შემთხვევა გამოვლინდა. ხაშურის ცენტრში, მშენებარე კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ სასადილოში ახალგაზრდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაჭრეს.  შემთხვევა 14 იანვარს მოხდა.  მოზარდებს დაზიანებები ბასრი საგნით, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ორივე მათგანი ხაშურის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდათ. 11 იანვარს უფლებადამცველ ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე შს სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. კუპრავას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ის მეუღლესთან და შვილთან ერთად სადარბაზოში შედიოდა. ზვიად კუპრავასთან ერთად დაშავებულია მისი მეუღლეც. კუპრავას ცივი იარაღით ჭრილობები აქვს მიყენებული, მის მეუღლეს კი ხელი აქვს მოტეხილი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ გადაუდებელი დახმარება გაეწიათ.  თავდამსხმელის ვინაობა ზვიად კუპრავასთავის უცნობია, თუმცა ის მომხდარს მის საქმიანობას და ხელისუფლების კრიტიკას უკავშირებს.   ამავე პერიოდში 3-ჯერ დაფიქსირდა ოჯახური ძალადობა 13 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე რუსთავში დააკავეს.  ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს. დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა. ამავე დღეს სამართალდამცველებმა მოქალაქე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.  ბრალდებულმა თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში, ყოფილ მეუღლეს და მის მეგობარს დროებით საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ქუთაისში მცხოვრები 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებდა და მის დაპატიმრებას ითხოვდა. ძალადობის მსხვერლის თქმით, ყოფილი ქმარი სახლში შეუვარდა და მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით მას და ოჯახის დანარჩენ წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა. მოძალადე პოლიციამ დააკავა, თუმცა, გირაოს სანაცვლოდ მალევე გათავისუფლდა. გოშხეთელიანის თქმით, ყოფილი მეუღლის მხრიდან ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. დეა გოშხეთელიანს და მის მამას ტვინის შერყევა აქვთ. ასევე, გოშხეთელიანის მამას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. გარდა ტვინის შერყევისა, გოშხეთელიანის მამას ცხვირიც აქვს გატეხილი. ბრალდებული პირი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.   საკვლევ პერიოდში 2 ადამიანი გაუჩინარდა 15 იანვარს ფოთში 54 წლის ქალს ეძებდნენ. ნაზი მარშავა მარტოხელა იყო და ტაბიძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. მას მეზობლები პატრონობდნენ. მეზობლების ინფორმაციით, დაკარგულ ქალბატონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.  ნაზი მარშავას სამართალდამცველებთან ერთად ადგილობრივებიც ეძებდნენ. 9 დღეა,  ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში 28 წლის ამირან ბარბაქაძეს ეძებენ. ახლობლები აცხადებენ, რომ მამაკაცი ნასვამი იყო და მათი ვარაუდით, ის მდინარე დუმალაში გადავარდა, რადგან ქურთუკი, რომელიც მას ეცვა, მდინარის ნაპირზე იპოვეს. ადგილობრივების თქმით, 9 იანვრის ღამეს მდინარე ადიდებული იყო. მდინარეში სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. რაც შეეხება სხვა კანონდარღვევებს, 1-17 იანვრის პერიოდში გამოვლინდა 11 ავტოსაგზაო შემთხვევა, ქურდობის 5 შემთხვევა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,  შენახვა და ტარების 4 შემთხვევა, არადეკლარირებული ნივთების საქართველოში შემოტანის 5 შემთხვევა, ნარკოდანაშაულის 9 შემთხვევა, ყალბი ფულის გასაღების 6 შემთხვევა.   მასალა მომზადებულია მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე.

თათია კაკიაშვილი

[post_title] => 5 მკვლელობა, 9 დაჭრა, 3 თავდასხმა, 4 დაყაჩაღება და ა.შ. - იანვრის პირველი 2 კვირის დანაშაულის სტატისტიკა [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => 5-mkvleloba-9-dachra-3-tavdaskhma-4-dayachagheba-da-a-sh-ianvris-pirveli-2-kviris-danashauli [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-01-18 15:26:16 [post_modified_gmt] => 2018-01-18 11:26:16 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=205795 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 205176 [post_author] => 12 [post_date] => 2018-01-16 13:47:45 [post_date_gmt] => 2018-01-16 09:47:45 [post_content] => თუ სიცხე 38 გრადუს ტემპერატურას ასცდება, სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო - ეს პედიატრების რჩევაა, სხვა შემთხვევაში კი, მედიკოსების ნაწილისა და ახლობლების თქმით, ბავშვმა იმუნიტეტი თავად უნდა გამოიმუშაოს და თავად ებრძოლოს ვირუსს. თავდაპირველად, ბრძოლა სხეულის თბილი წყლით ხელოვნურ გაგრილებასა და ფეხების დათბუნებაში გამოიხატება. დროთა განმავლობაში მაღალ ტემპერატურასთან „ბრძოლის“ მეთოდები დაიხვეწა და სახე იცვალა. ძმრიანი ნასკები, ტანის, შუბლის, ყელისა და ხელის გულების ძმრიანი ნაჭრით დამუშავება, კომბოსტო შუბლზე და თუ ტემპერატურას ხველებაც ახლავს, თხის ქონიანი ტილო გულმკერდზე - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ხალხური და „უებარი“ მეთოდების, რომლითაც ბებია-ბაბუებისა და ჩვენი მშობლების თაობა მაღალ ტემპერატურასა და ვირუსს ებრძოდა.   მეთოდები განვითარდა, ინჰალატორმა თხის ქონის კომპრესები ჩაანაცვლა, ყველა სხვა საშუალება კი მედიკამენტმა შეცვალა. თუმცა, ვირუსის დროს სახლის პირობებში პირველადი დახმარების აღმოჩენა, უმეტეს შემთხვევაში, ხალხური საშუალებებით მაინც ხდება. რომელია მართებული - ის, რაც „ისტორიამ“ შემოგვინახა, თუ ის, რაც აწმყოში აღმოაჩინეს?! პედიატრების თქმით, ბავშვთა ასაკში სიცხის დამწევი მედიკამენტებიდან მხოლოდ ორი ჯგუფი აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) და იბუპროფენი (ნუროფენი) გამოიყენება. ასპირინი კი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება, არ არის რეკომენდებული. ის ამოღებულია ხმარებიდან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც.  

ძმრიანი წინდები და თხის ქონის კომპრესები

თუ მედიკამენტები უშედეგოა, ტემპერატურა არ ჩამოდის დაბლა, ასეთ შემთხვევაში პედიატრების ნაწილი, მედიკამენტებთან ერთად, ფიზიკური გაგრილების მეთოდს უწევს რეკომენდაციას. ეს არის დაზელვა თბილი წყლით. ძმრიანი წინდების და თხის ქონის კომპრესების გამოყენება კი პედიატრ თემურ მიქელაძისთვის მიუღებელია. 
„მე არ ვურჩევ არატრადიციულ მეთოდებს. თხის ქონის შეზელვით შეიძლება, ადგილობრივად კონტაქტური დერმატიტი გამოვიწვიოთ. ძმრიანი წინდების ჩაცმის შედეგად კი ტემპერატურამ კიდევ უფრო აიწიოს და განვითარდეს გულყრა. პირიქით, როცა არის  მაღალი ტემპერატურა და ხელ-ფეხი არის გაყინული, კატეგორიულად არ შეიძლება. როცა ფიზიკურ  მეთოდებს ვიყენებთ, ეს შეიძლება ექიმთან  შეთანხმებით და მხოლოდ დაზელვა თბილი წყლით. არა სპირტით და არა ძმრით!“ - განუცხადა „ფორტუნას“ თემურ მიქელაძემ.
 

ინჰალაცია და ჰორმონები

მიქელაძის თქმით, ინჰალაციის გაკეთება ბავშვისთვის ყველა შემთხვევაში და მით უმეტეს ჰორმონით, არ შეიძლება.
„ჰორმონი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ორი ჩვენების დროს - თუ აქვს ამოსუნთქვის გაძნელება და კრუპის სინდრომი ე.წ. ვირუსული კრუპი. ინჰალაციას კი აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენება - თუ მოსმენით არის ამოსუნთქვის გაძნელება და ბრონქოსპაზმი. სხვა შემთხვევაში, ხველა თავისით რჩება 7 დღეში. არ უნდა გამოვიყენოთ ხველის გამათხიერებელი საშუალებები იმიტომ რომ, პირიქით, შეიძლება, ნახველის რაოდენობა გავზარდოთ და  გამოვიწვიოთ სპაზმი. მათ შორის, არც მხოლოდ ფიზიოლოგიურით. არსებობს 0.9% -იანი და 3%-იანი ფიზიოლოგიური ხსნარი.  3%-იანს ვიყენებთ მაშინ, როცა გვინდა ჭარბი ნახველის დროული ევაკუაცია. ესეც ექიმთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინჰალატორის გამოყენებას აქვს თავისი  ჩვენება -  ამოსუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი, დანარჩენ შემთხვევაში აზრი რა აქვს? არაფერი. სამწუხაროდ, საქართველოში ყველაფერი არის გაუკუღმართებულად გადმოღებული. ძირითადი მიზეზი ბავშვებში ბრონქოსპაზმის არის ცხვირიდან ჩანადენი. ამის დროს რომ გამოიყენო ინჰალაცია კატეგორიულად დაუშვებელია,“ - ამბობს მიქელაძე.
 

გადასხმა სიცხის დროს

თანამედროვე მიდგომით, თუ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა და არ იღებს შესაბამისი ოდენობით წყალს, ასეთ დროს აუცილებელია გადასხმა, რასაც პედიატრების ერთი ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება მიქელაძის თქმით, გადასხმები ისევე, როგორც ინჰალაციები, აბსოლუტურად ტყუილად, არასწორ სიტუაციაში, ინიშნება.
„ბავშვი სითხეს კარგავს ღებინებით, ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით, ცხელების გამო. მხოლოდ ცხელების გამო სითხის კარგვა იშვიათია, ვიდრე ღებინებით და დიარეით. „ფაგიო“ ან „პიობაქტერიოფაგი“ არაა რეკომენდირებული. არ არსებობს ამის რეკომენდაცია თანამედროვე მედიცინაში. ნებისმიერი სითხით უნდა დავტვირთოთ ასეთ დროს პაციენტი. ხშირად მე ვეუბნები რომ მარილიანი საკვები ან ჩხირები მისცენ ბავშვებს,“ - აღნიშნა პედიატრმა.
   

                                                                                                                                                        ქეთი გიგოლაშვილი 

[post_title] => ძმრიანი წინდები VS ინჰალატორი და თანამედროვე მედიცინა [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => dzmriani-windebi-vs-inhalatori-da-tanamedrove-medicina [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-01-16 16:30:07 [post_modified_gmt] => 2018-01-16 12:30:07 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=205176 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 205844 [post_author] => 22 [post_date] => 2018-01-18 13:57:47 [post_date_gmt] => 2018-01-18 09:57:47 [post_content] => ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური ელიტის კრიზისი და მათგან დისტანცირებული ამომჩეველი - NDI-ის კვლევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის შედეგი, რაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებმა საზოგადოებას დაანახა. თუმცა, თვითმმართველობის არჩევნების შედეგებისგან განსხვავებით, კვლევა აჩვენებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგმა იკლო. ამის მიზეზს ექსპერტი გია ხუხაშვილი ასე ხედავს - "შესაძლოა ხელისუფლება ბევრს არაფერს აფუჭებს, მაგრამ ბევრს არც არაფერს აკეთებს". NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, 27%-თ „ქართული ოცნება“ ლიდერობს. 24% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას მისცემდა ხმას; კითხვაზე “არ ვიცი” 15%-მა უპასუიხა, უარი პასუხზე 13%-მა განაცხადა; „ნაციონალური მოძრაობას“ ხმას 10% მისცემდა; „ევროპულ საქართველოს“ – 3%; სხვა პარტიას – 7%. გია ხუხაშვილი: ეს მეტყველებს იმაზე, რომ მთლიანად პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია. ამომრჩეველი კი მისგან დისტანცირებულია. ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი გვაქვს, ერთი მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" ორი ნამსხვრევი და მეორე მხრივ, ხელისუფლება და მათი ჯამური მაჩვენებელი ამორმჩევლის 40%-ზეც ვერ ადის, რაც ძალიან სავალალო შედეგია იმიტომ, რომ 60-65% ამომრჩევლის არჩევანის გარეშეა დარჩენილი. მიიჩნევს, რომ მას არათუ მარტო ხელისუფლება არ ჰყავს კარგი, არამედ ოპოზიციაც არ უვარგა. რაც შეეხება ხელისუფლების შედეგს, აქ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, რომ ეს არ არის ნატურალური ამომრჩეველი. დაახლოებით, 15% არის წმინდა ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ხელისუფლებას კი არ უჭერს მხარს, უბრალოდ, სისტემის ნაწილია და ვალდებულია, რომ ხელისუფლებას ემხრობოდეს. ნებსიმიერი ხელისუფლების პირობებში ასე ხდება. შესაბამისად, ხელისუფლება ნატურალური ამომრჩევლის გარეშეა დარჩენილი, რაც პრობლემატურია, რა თქმა უნდა. 
  • რატომ დარჩა ხელისუფლება ასე ვთქვათ, ნატურალური ამომრჩევლის გარეშე?
გია ხუხაშვილი: იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ხელისუფლება და ეს გუშინ გამოქვეყნებულ კვლევაშიც ჩანდა, რომ ბევრს არაფერს აფუჭებს, მაგრამ ბევრს არც არაფერს აკეთებს. სტაგნაციის პირობებში ვცხოვრობთ და ეს ხდება იმ ფონზე, როცა მთავარი პრობლემები, რაც კვლევაში სახელდება, ეს არის უმუშევრობა, სოციალური გაჭირვება არ წყდება და არათუ არ წყდება, სოციალური რისკები ყოველდღიურად იზრდება ლარის გაუფასურების კვალდაკვალ. ბუნებრივია, როცა ხელისუფლება წინ არ მიდის, თუნდაც, ერთ ადგილზე იდგეს, ეს ვარდნის ტოლფასია და ნეგატიურ განწყობებს აძლიერებს.
  • წეღან ახსენეთ ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი და აქვე ისიც ვთქვით, რომ ამომრჩევლის ნახევარზე მეტი ან არც ერთ პარტიას აძლევს ხმას ან არ აკონკრეტებს, ან უარს ამბობს პასუხზე, რაზე მიუთითებს ის, რომ სხვა პარტიებს არა აქვთ რეიტინგი და როგორ ძალას ელოდება ამომრჩეველი?
გია ხუხაშვილი: რა თქმა უნდა, ელოდება მესამე ძალას. არსებული პოლიტიკური ელიტა და აქ მარტო "ნაციონალურ მოძრაობას" და ხელისუფლებას არ ვგულისხმობ, დატვირთულია ან წარსულის ცოდვებით, ან კომპომატით ან მუდმივი მარცხით, ანუ არსებული პარტიული ელიტა, რაც საქართველოში გვაქვს ამომრჩევლისთვის მიუღებელია და სკეპტიკურად არის განწყობილი. ელოდება ახალის გაჩენას, რომელიც სამწუხაროდ ვერ ყალიბდება. გვყავს პარტიები, რომლებიც მუდმივად წარუმატებლები არიან უკვე მთელი ამ ქვეყნის უახლესი ისტორიის განმავლობაში. იდეების კრიზისიც არაა მარტო პრობლემა, არათუ ახალი იდეების ფორმირება არ ხდება, არამედ განახლება არ ხდება პოლიტიკური ელიტის.
  • რატომ არ ჩანან ახალი ძალები პოლიტიკურ ასპარეზზე?
გია ხუხაშვილი: პოლიტიკა არ არის ლატარია, რომ კიდევ ჩადო, ხუთჯერ რომ წააგებ არჩევნებს, უნდა წახვიდე სახლში და დაისვენო. მიუხედავად ამისა, ისინი ჯიუტად აგრძელებენ ელიტაში ყოფნის მცდელობებს, რაც არ აძლევს ახალ ძალებს ასპარეზზე გამოსვლის საშუალებას, ისეა ყველა ადგილი მოკავებული. ბევრი პრობლემაა, რესურსების, კონკურენტული გარემოსი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთელი რესურსი მობილიზებული ჰქონდეს და ისეთი, რომელიც ამ ყველა წინააღმდეგობას გადალახავს, არავინ გამოჩნდა ჯერჯერობით. ამომრჩეველი ელოდება ძალას, რომელიც ახალ იდეას შესთავაზებს და ადამიანებს გაუჩენს რწმენას, ექნება სწორი მიზნები და რაც მთავარია, ძალა, რომ ისინი რეალურად განახორციელოს. ასეთი პოლიტიკურ ელიტაში არაა, ყველა დისკრედიტირებულია, ფასი არ აქვთ მათ სიტყვებს და აღარ სჯერათ მათი.
  • ასეთ ვითარებაში, როცა არც ახალი ძალა ჩანს და არსებული პროცესიც ორპოლუსიანია, როგორ მოქმედებს ეს ვითარება, თუნდაც ხელისუფლებაზე და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
გია ხუხაშვილი: სტაგნაციის პირობებში ვცხოვრობთ, ამ ეტაპზე ხელისუფლებას პრობლემა არა აქვს, სანამ ახალი ძალა არ გამოჩნდება. ასეთი ტიპის პოლიტიკურ პროცესში იგებს ის, ვისაც მეტი რესურსები აქვს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ვინც მეტს გადაიხდის. რადგან ამომრჩეველს არაფერი სჯერა, ფიქრობს, მე თქვენი დაპირებები არ ვიცი, გადაიხადეთ და მოგცემთ ხმასო, ბუნებრივია აქ ხელისუფლებას აქვს აშკარა უპირატესობა. ცუდსა და უარესს შორის როცა აქვს ამომრჩეველს არჩევანი, ის ფიქრობს, რომ გაიყიდოს ერთჯერადად, მიეყიდოს იმას, ვინც გადაიხდის. ეს ცუდად მოქმედებს და ამიტომ ვსაუბრობთ სტაგნაციაზე.    

თაკო ივანიაძე 

[post_title] => იგებს ის, ვინც მეტს გადაიხდის - ინტერვიუ გია ხუხაშვილთან [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => igebs-is-vinc-mets-gadaikhdis-gia-khukhashvili [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-01-18 13:57:47 [post_modified_gmt] => 2018-01-18 09:57:47 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=205844 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 285 [max_num_pages] => 95 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => e14b09b29a6ed411e2b8e63d3fa56ed5 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები