LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა საქმე რუსეთს ეხება, საზოგადოების ზურგს უკან მოლაპარაკებები არ უნდა ხდებოდეს

99

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ხანძრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით რუსეთისათვის დახმარების თხოვნას ეხმაურება.

თენგიზ ფხალაძის თქმით, როდესაც საქმე რუსეთს ეხება, მნიშვნელოვანია საზოგადოებას სრული და ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს.

,,როდესაც მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მით უფრო, როცა საკითხი რუსეთის ფედერაციასთანაა დაკავშირებული, მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებოდეს და არ ხდებოდეს საზოგადოების უკან რაღაც მოლაპარაკებების წარმოება.

ჩვენ გვახსოვს ასეთივე შემთხვევა გვქონდა კომპანია „გაზპრომთან“ მიმართებაში და ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი იძენს ერთგვარი ტენდენციის სახეს“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები