LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა შესაძლოა, მოხდეს პროვოკაცია, წესრიგს ვიცავთ ლეგიტიმური საშუალებებით – გიორგი გახარია

71

„როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, ჩვენ წესრიგს ვიცავთ იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომელიც გვაქვს,“ – ამის შესახებ თბილისში, პარლამენტის შენობასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მინისტრის თქმით, შსს-ს მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

„შსს ერთმნიშვნელოვნად იცავს და პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. აქ ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი მუშაობის სტილით ეს არაერთხელ დავუმტკიცეთ საზოგადოებას. თუმცა, ჩვენ მხოლოდ ამ კომპონენტზე არ ვართ პასუხისმგებელნი. ჩვენ მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობაც გვაკისრია. ამიტომ, როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, ჩვენ წესრიგს ვიცავთ იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომელიც გვაქვს,“ – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები