LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა სკოლებში, რომლებიც გაბარიათ, ფონდის ფულებს დღესაც აგროვებენ და ფარდებს მშობლები კიდებენ, სამუშაო დღე 18:00 სთ-ზე არ უნდა სრულდებოდეს!..“

88

ქვემო ქართლის რეგიონული ტელეკომპანიის, TV4.ge-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკა წივწივაძე აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს წამყვანი და სტუდიაში ცარიელი სკამები, რადგან არც ერთი დაპატიჟებული სტუმარი გადაცემაში არ მივიდა. ეკა წივწივაძე აღნიშნავს, რომ გადაცემაში განათლების პრობლემებზე უნდა ესაუბრათ.

გთავაზობთ მის პოსტს:

„აი, ამ კადრში ჩანს რა მდგომარეობაა განათლების სფეროში, ქვემო ქართლის რეგიონში. ეს ცარიელი სკამები რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელს უნდა დაეკავებინა. თუმცა იცით, რა ქნეს?! მოილაპარაკეს და არ მოვიდნენ.

მიზეზი: გვიანაა, სამუშაო დრო 18 საათზე სრულდებაო. გვჭირდება კი ისეთი საჯარო მოხელეები, რომლებიც საათზე იყურებიან და თავის საქმეს ვალდებულების მოხდის მიზნით ასრულებენ????

მე გადაცემა კი არ ჩამივარდა, დღეს რუსთავის ყველა მიკროავტობუსში ამაზე საუბრობენ…

როცა სკოლებში, რომლებიც გაბარიათ, ფონდის ფულებს დღესაც აგროვებენ, ფარდებს მშობლები კიდებენ, ბავშვებს სკოლის სარდაფებში გიბულინგებენ, შეშის ფეჩებზე თბებიან, თქვენი სამუშაო გრაფიკი 18 საათზე ნამდვილად არ უნდა სრულდებოდეს და თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტად მუშაობის საშუალებას არ გაძლევთ, წაბრძანდით სახლში!!!!

პ.ს სამუშაო საათებში სხვა სამსახურის შეთავსების საშუალება ხომ შეგიძლიათ????

პ.ს 2 არა უშავს ჩვენი კამერები მოგაკითხავენ აუცილებლად <3 მინდა მჯეროდეს, რომ განათლების სამინისტროსგან ამ ფაქტს აუცილებლად ექნება რეაგირება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები