LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როცა თბილისი წყლით დაიფარა ჩვენ ვლოცულობდით და ვასუფთავებდით”- თბილისში მცხოვრები აჰმედი “ქართველთა მარშზე”

33

თბილისში, აღმაშენებლის მოედანზე, ნაციონალისტებმა მსვლელობა-აქცია “ქართველთა მარში” გამართეს. ამ მარშით მათ, საქართველოში დასახლებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევება და ქვეყანაში შემოსვლაზე კონტროლის გაძლიერება მოითხოვეს.

მარშს ქართული საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

რაც შეეხება თავად მათ, ვის საქართველოში ყოფნასაც ნაციონალისტები აპროტესტებენ, “ფორტუნა” ერთ-ერთი მათგანის აჰმედ საიდგულის წერილს გთავაზობთ:

“როცა საქართველო თამაშობს, ჩვენ მხარს ვუჭერთ.

როცა თბილისი წყლით დაიფარა, ჩვენ ვლოცულობდით, ფინანსურ დახმარებას ვუწევდით და ვასუფთავებდით.

ჩვენ ყოველთვის მზრუნველები და პოზიტიურები ვიყავით.

სადაც არ უნდა წავსულიყავით, საქართველოზე ყოველთვის დადებითად ვლაპარაკობდით.

მაგრამ დღევანდელმა დემონსტრაციამ აჩვენა, რას ფიქრობს ქართველი ხალხის ნაწილი, უცხოელთა სპეციფიკურ ჯგუფზე. (ინდოელებზე, არაბებზე და აფრიკელებზე)

ეს დიდი სიძულვილი და რასიზმი უმრავლესობას ნამდვილად არ წარმოადგენს.

ჩვენ ყველანი წინააღმდეგები ვართ კრიმინალის და არალეგალური მიგრაციის.

მაგრამ ამ ხალხს პოლიციამ და მთავრობამ უნდა მიხედოს. მათ კი ვინც სიძულვილსა და რასიზმს ავრცელებენ, უნდა იცოდნენ, რომ ტურიზმს განვითარება სჭირდება, რადგან საქართველოს ეკონომიკისთვის ეს უმთავრესი ნაწილია.

ვფიქრობ, პირველ რიგში, ქართველებმა დემონსტრაციები უნდა გამართონ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველ ღამით იტაცებენ ქართულ მიწებს. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, რუსეთი 1200 სასოფლო-სამეურნეო ქართულ მიწას ფლობს.

და ბოლოს, მე ყოველთვის დადებითად ვიყავი საქართველოს მიმართ განწყობილი და ქართველების სტუმართმოყვარეობას ვაფასებდი, მაგრამ ამ მოვლენებმა საქართველოს სხვა, განსხვავებული მხარე დაგვანახა.

იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება.

#მშვიდობა “, – წერს აჰმედ საიდგული.

აჰმედ სეიდგული წარმოშობით თურქეთიდანაა, თუმცა რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს. ის საქართველოს უნივერსიტეტში ე.წ. ალასანიაში სწავლობდა და აქტიურად მოგზაურობს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები