LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდემდე შეიზღუდება პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა?

72

პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, დღეს ღამის სამი საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, ინერტული მასალის შეტანა და საყრდენი კედლის მშენებლობა.  სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შეზღუდვა კვირას, 3 აპრილს მოიხსნება.

პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებასა და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას.

“ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, აქედან გამომდინარე, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება,” – განაცხადეს მერიაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია “CRP” აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები