როდესაც ადამიანი ჭარბი წონისკენ არის მიდრეკილი, შიმშილი ყველაზე ცუდი არჩევანია

პოპულარული

როდესაც ადამიანი ჭარბი წონისკენ არის მიდრეკილი, შიმშილი ყველაზე ცუდი არჩევანია

ავტორადიოს“ ეთერში გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ერთთვიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაბრუნდა. სეზონის პირველი გადაცემის სტუმარი კი გახდა ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა, რომელმაც პოპულარულ დიეტებსა და წონის პრობლემებზე ესაუბრა.

რატომ გახდა ასე პოპულარული ცილების დიეტა და რა უკუჩვენება შეიძლებას ჰქონდეს მას, რამდენად მიზანშეწონილია განტვირთვის დღეები ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის და შესაძლებელია თუ არა, წყლის დიდი ოდენობით მიღებამ წონაში კლება გამოიწვიოს – მოისმინეთ პასუხები საინტერესო კითხვებზე ექიმისგან..

ნატა გაგუა ამჯერად ჟორდანიას კლინის ვაკის ფილიალშიც იღებს პაციენტებს, სადაც ასევე ორსულთა და ბავშვთა კვების რაციონზეც მუშაობს.

ქალბატონო ნატა, რატომ იმატებენ ადამიანები წონაში მაშინ, როცა ბევრისთვის ეს პრობლემა არაა?

ჭარბ წონასა და სიმსუქნეს 50–ზე მეტი გამომწვევი მიზეზი აქვს. ყველა მიზეზს რა თქმა უნდა ვერ ჩამოვთვლი, რატომ მოიმატა ადამიანმა წონაში სპეციალისტმა უნდა გაარკვიოს და ეს სულაც არ არის მარტივი. საჭიროა სხვადასხვა კვლევების ჩატარება. არსებობს ფიზიკური შიმშილი, ფიზოლოგიური და მიკროლემენეტური შიმშილი – ეს 50 ძირითადი მიზეზი სწორედ ამ სამ ჯგუფში ერთიანდება. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია დაიკლონ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, თუმცა, სამწუხაროდ, გამოუცდელობის ან სხვა მიზეზების გამო იმაზე მეტს იმატებს, ვიდრე მისი საწყისი წონა იყო. თუ გვსურს, ერთხელ და სამუდამოდ ვმართოთ ჩვენი მადა და წონა, უნდა მივმართოთ სპეციალისტს.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ჭარბ წონას 50–მდე გამომწვევი მიზეზი აქვს, არის თუ არა შესაძლებელი, კონკრეტული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ მოხდეს წონის კორექცია?

ჭარბი წონა და სიმსუქნე, ერთადერთი სამედიცინო პრობლემაა, რომელიც ადამიანის ნებას, სწორი დიაგნოზისა და მართვის შემთხვევაში, ემორჩილება.

ხშირად ადამიანები მიმართავენ ექსპრესდიეტებს, თუმცა მალევე ხდება დაკარგული კილოგრამების უკან დაბრუნება…

ეს ორგანიზმისთის სტრესია. არ ვსაუბრობ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადამიანს 2–3 კილოგრამის დაკლება სურს. ამ დროს რა თქმა უნდა არ არის საჭირო ექიმთან ვიზიტი. აქ საკმარისია ნახშირწყლებისა და ცომეულის ოდნავ შეზღუდვა. როდესაც პაციენტი მიყვება ექიმს, ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა. წონაში კლება ხანგრძლივი პროცესია. ექიმიც ბევრ რაიმეს სწავლობს, რადგან ყოველი ადამიანი არის ინდივიდუალური.

ვისაუბროთ იმ პროდუქტებზე, რაც შემოდგომის სეზონზე შემოდის, როგორია თქვენი რეკომენდაციები?

თუ ადამიანი ჯანმრთელია, მას შეუძლია ყველა ნატურალური პროდუქტი მიიღოს, მთავარია თანაფარდობა. შემოდგომაზე არ შეიძლება მკაცრი დიეტები, რადგან როდესაც ზაფხული ემიჯნება შემოდგომას, ხშირია საშემოდგომო ასტემია, ანუ ორგანიზმის სისუსტე. ვინც ახლა იწყებს ჯანსაღ კვებას, ან გადაწყვიტა, რომ მოემზადოს ახალი წლისთვის, ვთხოვ მათ, განსაკუთრებით ყურადღებით მოექეცით თქვენს ორგანიზმს. კუჭ–ნაწლავის პრობლემების გამწვავება ყოველთვის შემოდგომასა და გაზაფხულზე ხდება. არ არის აუცილებელი იყოს რაიმე სიმპტომი ან ჩივილი, მიმართეთ თუნდაც ოჯახის ექიმს. ჩემი რჩევაა, გონივრულად მოეკიდონ ადამიანები თავიანთ ჯანმრთელობას და კარგად გააანალიზონ სჭირდებათ თუ არა ეს მათ.

მართალია თუ არა რომ  სახლში გამომცხვარი პროდუქტი ისე არ ასუქებს, როგორც საკვებ ობიექტებში ნაყიდი?

სახლში გამომცხვარი ხაჭაპური, მაგალითად, ყოველთვის ვიცით რა ინგრედიენტებისგან გავაკეთეთ და ასევე, ხარისხიანი პროდუქტი ანაყრებს. თუ ნატურალურია პროდუქტი, უნდა დავნაყრდეთ, ამით შეიძლება გავტესტოთ ის.

ნიშნავს თუ არა ჯანსაღ ცხოვრების წესსზე გადასვლა იმას, რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ ცომეულს?

დამშვიდობება არ არის საჭირო. თუ წონაში კლება გაქვთ ჩაფიქრებული, ამ დროს გარკვეული პროდუქტები შეზღუდულია, ან მთლიანად ამოღებულია რაციონიდან. შემდეგ, რა თქმა უნდა ყველა პროდუქტი ბრუნდება რაციონში და ეს ამა თუ იმ ადამიანის გადასაწყვეტია მიირთმევს თუ არა.

არის თუ არა დიეტის კურსი ხანგრძლოვობა დამოკიდებული მის წონაზე?

საწყისი წონა მნიშვნელოვანია. თუ ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია და  6–7 კილოგრამის დაკლება სურს, რა თქმა უნდა კურსი უფრო ხანმოკლეა. მიიჩნევა, რომ მინიმუმ სამი თვე მაინც არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანს კვებითი ჩვევები ჩამოუყალიბდეს. ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ შოკოლადის გარეშე არ შეუძლიათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ გემოვნური თვისებების გამო უყვარს ეს პროდუქტი, მას შეიძლება რაიმე მიკროლემენეტის ნაკლებობა აქვს. ამ დროს მე უნდა განვსაზღვრო, როგორია ეს დამოკიდებულება. ჩვენი ქვეცნობიერი, ყოველთვის ეძებს ისეთ პროდუქტს, რომელიც იმ მიკროელემენტრებს შეიცავს, რაც მის ორგანიზმს აკლია.

შაქარზე მინდა გკითხოთ, რამდენად მიზანშეწონილია მისი რაციონიდან სრულად ამოღება?

შაქარს მთლიანად, დიდი სურვილიც რომ გვქონდეს, ვერ ამოვიღებთ რაციონიდან, რადგან შაქარს შეიცავს ხილი, ბოსტნეული, პურიც კი… თუ ჩვენ ვგულისხმობთ შაქარს ჩაისა და ყავაში, მე არ ვარ მისი ამოღების წინააღმდეგი. შეიძლება შაქარი ჩავანაცვლოთ თაფლით, ნებისმიერი სასარგებლო პროდუქტი დიდი დოზით შეიძლება აღარ იყოს სასარგებლო. არ არის საჭირო შაქარი მთლიანად ამოვიღოთ რაციონიდან. მაგალითად, მაშინ, როდესაც ადამიანი გადაღლილია, შეუძლია შოკოლადი, ან ხილის ჩირი მიირთვას, რომელიც შაქრის გარეშეა გამომშრალი.

მნიშვნელოვანია თუ არა საკვების ოდენობა შევზღუდოთ მაშინ,  როცა დიეტურ პროდუქტებს მივირთმევთ?

რაოდენობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ ერთჯერადად იმაზე მეტი არ უნდა მივიღოთ, ვიდრე გვჭირდება. ექიმები მრავალჯერადი კვების მომხრეები ვართ, რომ ადამიანი სახლში მგლური მადით არ დაბრუნდეს და აკონტროლოს თავი. თუ მამაკაცი მაღალია და ფიზიკურად შრომობს, მას რა თქმა უნდა სხვა რაოდენობის საკვები სჭირდება, ქალბატონს, კი რომელიც 9–10 საათს კომპიუტერთან ატარებს, მან რა თქმა უნდა სხვა რაოდენობის საკვები უნდა მიირთვას.

ვისაუბროთ წყალზე, ამბობენ, რომ ის ხელს უწყობს წონაში კლებას, შლაკების გამოდევნას და ა.შ. მართლა ასეთი ეფექტურია თუ არა წყალი ადამიანისთვის?

წყალი ცოცხალი ორგანიზმისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სითხეა, ხაზს გავუსვამ, რომ აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სასმელ წყალზე და არა ყავასა და ჩაიზე. თუ თქვენ გიყვართ ყავა, ან ჩაი, უნდა გაიზარდოს წყლის რაოდენობა. ხანდახან ადამიანს წყურია, მაგრამ რადგან კარგად არ იცნობს ორგანიზმს, ჰგონია რომ შია. წყლის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ჭამის შემდეგ მინიმუმ ერთ საათში. თუ არ გიყვართ წყალი, არ არის აუცილებელი ნახევარი ლიტრი ერთ მიღებაზე მიირთვათ, საკმარისია ერთი მაღალი ჭიქა დალიოთ. წონაზე მართლა მოქმედებს თუნდაც იმიტომ, რომ ვარჩევთ შიმშილსა და წყურვილს, და აღარ ვჭამთ იმდენს, რამდენსაც ვჭამდით. უნდა შევზღუდოთ, მარილი, სუნელები, მჟავეები, კეტჩუბი და სხვა, რადგან ისინი ორგანიზმში სითხეს აკავებენ. ადამიანი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი, რადგან არის მთელი რიგი დაავადებები, როდესაც სითხე უნდა შეიზღუდოს. ორ ლიტრამდე წყალი დღე–ღამეში საჭიროა, თუმცა სასურველია სითხე მივიღოთ დღის იმ მონაკვეთში, როდესაც აქტიურები ვართ და არა ძილის წინ.

რას გვეტყვით  საზამთროს დიეტაზე, რამდენად ეფექტურია ის?

განტვირთვის დღეები, ანუ მონოდიეტა დასაშვებია მხოლოდ სტაციონარში, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და ექიმის რეკომენდაციით ამას აკეთებს მომზადებული. ანუ, განტვირთვამდე ორი დღის განმავლობაში ორგანიზმს ამზადებს მონოდიეტისთვის და მონოდიეტიდან გამოსვლასაც ორი დღე სჭირდება. რაც შეეხება საზამთროს განტვირთვის დღეს, მათ, ვინც ჭარბი წონისკენ არიან მიდრეკილნი, ნუტრიციოლოგები საერთოდ არ ვურჩევთ ასეთ დღეებს. ეს დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც უროლოგიური პათოლოგიების დროს გვინდა ცილები შევზღუდოთ.

როდესაც ადამიანი ჭარბი წონისკენ არის მიდრეკილი, შიმშილი და მონოდიეტა ყველაზე ცუდი არჩევანია, თუ სპეციალისტს რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვს.

რატომაა დღეს ასე პოპულარულია ცილოვანი დიეტა და რეალურად რატომ ახდუნებს ის ასე?

კლასიკური შეტევის ფაზაში მოიაზრება ის, რომ მხოლოდ ცილები იყოს რაციონში. მხოლოდ ცილებს სამწუხაროდ არცერთი პროდუქტი არ შეიცავს, ის შეიცავს ცხიმსაც. ამ დღეებში გონებრივი შრომა თითქმის შეუძლებელია, ორგანიზმში ეს პროდუქტები ბოლომდე ვერ ასწრებს დაშლას და იწყება მსუბუქი ინტოქსიკაცია. ფრაზა, რომ მიირთვით რამდენიც გინდათ, ფსიქოლოგიური ტყუილია. მესამე დღიდან ვეღარ მიირთმევთ და დანახვაზეც კი შეიძლება ცუდად გახდეთ. კლება რეალურად მართლაც ხდება, თუმცა რის ხარჯზე, ეს არის მნიშვნელოვანი. კლება ხდება არა ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე, არამედ კუნთოვანი ქსოვილის გალევისა და სითხის კარგვის ხარჯზე.

თუ ადამიანი ცილოვან დიეტას ისე იწყებს, რომ არ იცის სისხლში ქოლესტერინის როგორი დონე აქვს, აქვს თუ არა ღვიძლის გაცხიმოვნება, ხომ არ აქვს სუსტი ნაღვლის ბუშტი, ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება მიიღოს. დაკარგული კილოგრამები დროებითია და წონა აუცილებლად დაბრუნდება.

რა დამოკიდებულება გაქვთ კალორიების ცხრილის მიმართ და შესაძლებელია თუ არა ამ გზით ჭარბი წონის დაკლება?

კალორიების თეორია წარსულს ჩაბარდა, დღეს ყველა თავისი საქმით არის დაკავებული და ძალიან რთულია ჩვეულებრივმა, სხვა პროფესიაში მომუშავე ადამიანმა კალორიების თვლა დაიწყოს. მაგალითად მე გამოგითვალეთ და გითხარით, რომ უნდა მიიღოთ 2000 კილო/კალორია. უნდა გაითვალისწინოთ ამასთან ერთად ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების წილი. ცილები არის მცენარეული და ცხოველური, ნახშირწყლები არის მარტივი და რთული და ეს ყველაფერი ნუტრიციოლოგის გარდა არავის აინტერესებს. ეს საქმე ჰობის დონეზე მაინც უნდა გიყვარდეთ. დღეს კალორიების თეორიით არავინ არ მუშაობს, არცერთი პროგრესულად მოაზროვნე ექიმი. ყველა ცდილობს ასწავლოს პაციენტს დაბალანსება და აქცენტს კვების მოდელის შედგენაზე ვაკეთებთ.

გვსმენია, რომ წონაში კლება ან მატება სისხლის ჯგუფთან არის კავშირში…

ჩემს ახალგაზრდობაში იყო ძალიან პოპულარული სისხლის ჯგუფის მიხედვით დიეტის დაცვა, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს წონის კლებასთან. ვინც დაიკლო, უბრალოდ დაემთხვა და გაუმართლა, მაგრამ ეს სერიოზული მედიცინა არ არის.

რას გვეტყვით ნულპროცენტიან, დაბალკალორიულ, დიაბეტურ და დიეტურ საკვებზე, რომელიც მრავლად გვხვდება მარკეტებში?

ნული კალორია ნიშნავს იმას, რომ კუჭნაწლავი მას ვერ იწოვს, შაქრის ნაცვლად არის ხელოვნური ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი ვერ იღებს და ამ მხრივ ისინი არ იტყუებიან. მაგრამ ეს აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის გარსს, გასტრიტული ჩივილები იწყება და ძლიერდება შიმშილის შეგრძნება.

თქვენ საქმიანობა ჟორდანიას კლინიკის ვაკის ფილიალში დაიწყეთ. ამდენად თქვენს პაციენტთა რიგებს ორსულები და ბაშვებიც შეუერთდნენ

ძალიან მიხარია, ახალი თაობა იზრდება იმ შეგნებით, რომ ჯანსაღი კვება მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც განათლების მიღება. როდესაც ბავშვს თავის ენაზე აწვდი ინფორმაციას როგორ უნდა იკვებოს, მას ზრდასრულობაში აღარ ექნება კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. ძალიან კარგია, როდესაც ორსულები გადიან კონსულტაციას კვებასთან დაკავშირებით და მათთვის მნიშვნელოვანია მათი შვილების ჯანმრთელობა. ჟორდანიას კლინიკას სწორი აქცენტები აქვს და ეს ძალიან კარგია.

 

 

რჩევები /

|

7 სექტემბერი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => nata-gagua
                                    [1] => eqimis-rchevebi
                                    [2] => stumrad-eqimtan
                                    [3] => nata-gaguas-dieta
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 161037
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => nata-gagua
                                    [1] => eqimis-rchevebi
                                    [2] => stumrad-eqimtan
                                    [3] => nata-gaguas-dieta
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 161037
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 5562
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => nata-gagua
                                    [1] => eqimis-rchevebi
                                    [2] => stumrad-eqimtan
                                    [3] => nata-gaguas-dieta
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => nata-gagua
                                    [1] => eqimis-rchevebi
                                    [2] => stumrad-eqimtan
                                    [3] => nata-gaguas-dieta
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (161037) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (11410,5562,5588,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 286424
                    [post_author] => 6
                    [post_date] => 2018-09-19 16:01:37
                    [post_date_gmt] => 2018-09-19 12:01:37
                    [post_content] => გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ახალ სეზონს იწყებს. პირველი გადაცემა კი ისეთ აქტუალურ თემას ეხება, როგორიცაა სკოლისთვის მზაობა. უნდა იცოდეს თუ არა წერა, კითხვა  და თვლა პირველკლასელმა, როგორ უნდა გაჩერდეს ის გაკვეთილზე ხანგრძლივი დროით და ვისი ბრალია, როცა შეგუების პროცესი ასე რთულდება – ამ თემებზე გადაცემაში ბავშვთა და მოზარდთა კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესრომა  ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა.

 

ქალბატონმა ნატა, რატომ უჭირს ბავშვს პირველი დღეები ბაღსა და სკოლაში და ყოველთვის მიუთითებს თუ არა ეს ქცევით პრობლემაზე?

ნამდილად საინტერესო თემაა, რადგან ხშირად ბავშვის სადმე დატოვებას მშობლები განიხილავენ მაშინ, როდესაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა დგება. მაგალითად, ბავშვი ბაღში უნდა მიიყვანოს, რადგან თვითონ აუცილებლად სამსახურში უნდა იყოს. ზოგადად განვითარება არის ერთი წრფივი პროცესი, რომელიც დაბადებიდან გარდაცვალებამდე ახასიათებს ადამიანს.

რომელ ეტაპზე რა კრიზისულ მომენტს ვხდებით, ეს უკავშირდება იმას, განვითარების ეტაპების განმავლობაში როგორ გარემოში ვიყავით, როგორ გვექცეოდნენ და აღზრდის რა მეთოდებს იყენებდნენ ჩვენს მიმართ. ასე შორიდან იმიტომ დავიწყე, რომ თუ ბაღში დარჩენა არის პრობლემა, ალბათობა იმისა, რომ ყოველ ჯერზე არის სერიოზული ქცევითი პრობლემა, ძალიან მაღალი არ არის. აქაა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. ერთი, როდესაც ბავშვი შეჩვეულია ოჯახში, ან ძიძასთან ყოფნას და მისთვის ძალინ კომფორტულია იმ სოციალურ გარემოში ყოფნა, სადაც ნაცნობი ადამიანები არიან. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც მივდივართ ბაღში და გვხვდებიან პედაგოგები ან უკვე ადაპტირებული ბავშვები,  რომლებიც მაინც უცხოები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ბაღისთვის მომზადება დაიწყოს არა სამი წლის ასაკიდან, არამედ მაშინ, როდესაც ბავშვს უკვე შეუძლია თავისი ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად არსებობა კონკრეტული დროის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ დედამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რა დაკვეთა უნდა მისცეს ძიძას, რათა ბავშვმა ეტაპობრივად იკონტაქტოს ეზოში თანატოლებთან, დარჩეს ერთ ბებოსთან, მეორე ბებოსთან გარკვეული ხნით. ასეთ დროს დამშვიდობება, იმის გაჟღერება, რომ მე წავალ და დაახლოებით ამ დროს მოვალ ანუ მსგავსი ფრაზებით ფორმულირებული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.  როდესაც ბავშვმა იცის, როდის მოვა დედა, ეს იწვევს უსაფთხოების განცდას, ხოლო ეს განცდა მომავალში გადადის სხვა სიტუაციებზეც.
ბაღისთვის მომზადება უნდა დავიწყოთ ადრე და ეს რიგ ღონისძიებებს მოიცავს. მაგალითად წინასწარ უნდა გავაჟღეროთ, რომ  ბავშვს  ბაღში სიარული მოუწევს, უნდა მივიყვანოთ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბაღია და ვითამაშოთ იქ ცოტა ხნით. იდეალურ შემთხვევაში უნდა გავაცნოთ პედაგოგები, ვიყოთ მასთან ერთად დასაწყისში, ოღონდ ნორმირებულად. თუ ამის საშუალება ბაღში არ არის , მაშინ მნიშვნელოავანია პედაგოგების დახელოვნება იყოს ისეთი, რომ მათ შეძლონ ბავშვების ყურადღების გადართვა, რაც ცხადია, 45 ბავშვის პირობებში პრობლემაა. ბაღთან ადაპტაციის პერიოდი ერთიდან  ოთხ კვირამდე გრძელდება. შეიძლება ბავშვმა ისწავლოს, რომ თუ ის იტირებს, დედა მოქანდება, ხელში აიყვანს და წაიყვანს. რომ მასწავლებელი დარეკავს და დედა აუცილებლად მოვა. ეს იმის წინაპირობაა, რომ ის მანიპულაციას იწყებს და მერე უკვე ჩნდება ქცევითი პრობლემა, რომელიც მართულია ბავშვის მიერ.
  სკოლაზე მინდა გკითხოთ, როგორ შეიძლება 6 წლის ბავშვი 40 წუთი გაუნძრევლად გაჩერდეს გაკვეთილზე? ძალიან სერიოზული კითხვაა, რომელიც სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. ეს შეკითხვა ძახილის ნიშნით ხშირად უნდა გაიმეორონ მშობლებმა და სპეციალისტებმაც. ბავშვი დაწყებით კლასებში არ უნდა გაჩერდეს გაუნძრევლად 40 წუთის განმავლობაში! იმიტომ, რომ მისი განვითარების ნორმა მოითხოვს მოძრაობას და გადაადგილებას. სამწუხაროდ სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ გაკვეთილები 40 წუთამდე შემცირდაო, რეალობა მაინც სხვაა. ამის მიზეზი კი ბავშვის შესვენებაზე მართვის პრობლემაა. ანუ რიგი მიზეზების გამო, პედაგოგი ვერ ახერხებს ბავშვის მენეჯმენტს.  დერეფნები და ეზოები ადეკვატურად აღჭურვილი არა არის, საკლასო ოთახში სივრცე არაა და ბავშვს აიძულებენ ოთხკუთხა ოთახში დაფისკენ მიმართული იყოს და კონცენტრაციის აქტივობა განახორციელოს, მას კი ეს არ უნდა! იმიტომ რომ არ შეუძლია და არც სჭირდება ! არ მინდა, არ შემიძლია, არ მჭირდება არის სიტყვები, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და რომლებიც ყველამ უნდა მოისმინოს. არსებობს სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანი. როდესაც რამეს მაიძულებენ, ან საბოლოოდ გავტყდები, დავემორჩილები და მოვიწყენ, რაც არ ვარგა. ან არ დავემორჩილები და ისეთ ქცევებს გამოვავლენ, რაც ნამდვილად იქნება ასოციალური ან ისეთ თვისებებს გამოვავლენ, როგორიცაა ყვირილი, ტირილი, სირბილი , იატაკზე დაწოლა და ასე შემდეგ...  მე ამაში ბავშვებს ვერ დავადანაშაულებ, იმიტომ რომ ის ამ ასაკში უნდა იყოს კონცენტრირებული მაქსიმუმ 9-10 წუთი აქტივობაზე, რომელიც მიმდინარეობს თამაშით და მიწოდებულია საინტერესოდ. ამის შემდეგ მას უნდა ჰქონდეს საშუალება ფიზიკური აქტივობის. ამ დროს პედაგოგი უნდა იყოს მრავალმხრივი განვითარების და იცოდეს, რა სჭირდება ბავშვს.  მას  ა, ბ, გ, დ-ს ფანტასტიურად შემოხაზვა  არ სჭირდება, მას სჭირდება: მშვიდი ემოციური გარემო, სოციალური კონტაქტების დამყარება თანაკლასელებთან, მასწავლებლის გაცნობა საგაკვეთილო და სასწავლო პროცესის პოზიტიურ კონტექსტში აღქმა, მოძრაობა, თამაში და ბოლოს წერა-კითხვა. წერა-კითხვას ყველა ვარიანტში ვსწავლობთ და არ გვევალება 2 და 3 თვეში ვიცოდეთ. ორი წლის მერე თუ კარგად ვკითხულობთ ან ვწერთ, მშვენიერია. რომელი სკოლის დერეფანში გინახავთ ისეთი რამეები, რომელიც სპორტულ აქტივობას გულისხმობს? როგორ გეკადრებათ, ჩვენთან დერეფანში გამოსვლა არ შეიძლება. ვაიმე ყვირის, ამბობენ 6 წლის ბავშვზე, უნდა იყვიროს! უნდა გამოუშვას ეს ენერგია, ამიტომ ხტუნვა ხმაური, ხელების აწევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
დაბალ კლასებში უნდა ხმაურობდნენ, თამაშობდნენ,  უნდა იყოს გამოყოფილი სივრცე, სადაც ბავშვი წევს, ზის, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. მოძრაობსო, მოდის ამ სახის პრეტენზია და ეს წარმოუდგენელია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მშობელსა და პედაგოგს ინფორმაცია არ აქვს. საგნისა და აკადემიური ცოდნის მიცემა არ არის მხოლოდ სკოლის ფუნქცია. ხშირად ამ განცხადების  გამო კრიტიკის ქარცეცხლში აღმოვჩენილვარ, მაგრამ ეს ასეა.
რა კრიტერიუმით ფასდება სკოლისთვის მზაობა? სკოლისთვის მზაობის სამი კომპონენტი არსებობს.
  • პირველი გახლავთ ფიზიკური კომპონენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ძვალკუნთოვანი სისტემა მზად არის ჯდომისა და კონცენტრირებისთვის. მას უნდა შეეძლოს სხეულის ისე ყრდნობა ან დაჭერა, რომ წეროს და ამ დატვირთვას მან უნდა გაუძლოს. კონცენტრაცია და  ყურადღება 6 წლის ასაკში უნდა განისაზღროს კონკრეტული დროის ფარგლებში.
  • მეორე კომპონენტი,  ესაა ემოციური მზაობა. ეს ნიშნავს, რომ მე შიმიძლია გარკვეული დროით, იდეალური დრო გახლავთ 3-4 საათი, დავრჩე აკადემიურ სივრცეში დედის, ოჯახის წევრის გარეშე. ისე, რომ მე არ ვღელავდე, არ ვშფოთავდე, უკან გამოქცევა არ მინდოდეს და სცენებს არ ვაწყობდე. ასევე აღსანიშნავია სოციალური და ემოციური მზაობაც, რომლის დროსაც მე შემიძლია კომუნიკაცია თანატოლებთან, სიამოვნებას ვიღებ ამით, ვეცნობი მათ და ვსწავლობ კომუნიკაციის დამატებით უნარ-ჩვევებს.
  • მესამე კომპონენტი, რომელზეც ჩვენი მშობლები და სამწუხაროდ პედაგოგების უმეტესობა აქცენტს აკეთებს, გახლავთ კოგნიტური ანუ აზროვნებითი.
სამივე კომპონენტი განსაზღვრავს, რამდენად მზად არის ბავშვი სკოლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ სკოლისთვის მზა ბავშვმა უნდა იცოდეს წერა და კითხვა. ამ ასაკის ბავშვმა შეიძლება იცოდეს ასოების იდენთიფიკაცია, რაც ნიშნავს, რომ ბაღში მას აძერწინებდნენ ან გამოჭრილი იყო ასოები და აფერადებინებდნენ. საუბარია 5-დან 6 წლამდე და არა 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებზე. მათ ბაღში ათვლევინებდნენ მსხლებს, ბლებს, ქათმებს და აკეთებინებდნენ მარტივ არითმეტიკულ ამოცანებს, რაც საბოლოოდ მას ასწავლის ციფრის ან ასოების იდენტიფიკაციას და არა კითხვას და მიმატება-გამოკლებას ან გაყოფა-გამრავლებას. არიან ბავშვები, რომლებიც ამას ადრეულ ასაკში სწავლობენ. მაგრამ არიან მშობლები, რომელთა ბავშვებს არ უნდათ ეს, ხოლო მშობლები, იმიტომ რომ მეზობლის ბავშვმა იცის, აძალებენ რომ იმეცადინონ და ამას სამწუხაროდ აკეთებენ ბაღებშიც. ამ ფაქტს იყენებენ ერთგვარ კომერციურ ხრიკად და ამბობენ, რომ მათ აქვთ გაკვეთილები. ზოგიერთი მშობელი კმაყოფილია, რომ ბაღში არის  მაგალითად ინგლისურის და გერმანულის გაკვეთილი. არ ვარგა ეს ამბავი მეგობრებო! ბავშმა უნდა იცოდეს ის, რაც დღეს არ იციან ბაღებში: დამოუკიდებლად ჭამა, ტუალეტის დამოუკიდებლად მოხმარება, თასმის შეკვრა, წვრილი მძივებისგან რაიმე კონსტრუქციის აწყობა, ფანქრის ისე დაჭერა, რომ კონტურებს არ გადავიდეს გაფერადებისას, აპლიკაციის გაკეთება, დაჭრა, დაწყობა, გაფორმება, ქვიშაში თამაში, პლასტელინით ძერწვა, მეგობრებთან კომუნიკაცია, სიბრაზის ადეკვატურად გამოხატვა. ამას უნდა ვასწავლიდეთ საბავშო ბაღებში და არა ვითომ ინგლისურს. ყველაფერი ეს განსაზღვრავს იმას, რამდენად წარმატებული მოსწავლე ვიქნები მე. ეს გახლავთ წინა სასკოლო მზაობა. ინფორმაციის არქონა და ცოდნისა თუ ერთი სისტემის არქონა, იწვევს პრობლემას. ეს მანიპულაციის საშუალებას აძლევს კერძო ბაღებს, რაც ჩემთვის ძალიან მწვავე საკითხია. ბაღების სააგენტო მოგმართავთ!! არ კონტროლდება არც ერთი კერძო ბაღი. ეს არ შეიძლება. ძალიან კარგი სამუშაოები მიდის საჯარო ბაღში, კერძოში რა ხდება, ვერ გაიგებ. როგორ  მოქმედებს დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მოტივაციაზე შეფასება ქულებით და საშინაო დავალებები? შეფასების სისტემა პირობითია, ქულით ბავშვი არ უნდა ფასდებოდეს. ბავშვის შეფასება ადრეული ასაკიდან ხდება, როდესაც მას ვეუბნებით, რა კარგად გამოგივიდა, რა ყოჩაღი ხარ, ძალიან მომწონს შენი თამაში, ეს შეფასებაა. ამას ქულის დაწერა არ სჭირდება, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ რაღაცეები შეფასდება, კონკრეტულად მისი ქმედებები და არა თვითონ. მან უნდა იცოდეს, რომ თვითონ ის ყოველთვის კარგია, რაღაც შეიძლება ისე ვერ გააკეთოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. ვთვლი, რომ დაწყებით საგანმანათლებლო სისტემას ქულები არ სჭირდება. ქულები სჭირდებათ მოზრდილებს, პედაგოგებსაც და მშობლებსაც. შეიძლება მე პერიოდულად ვიკითხო ჩემი შვილის აკადემიური პროგრესის შესახებ, მაგრამ მნიშვნელოვანია  შეკითხვა, როგორც გრძნობს ჩემი შვილი თავს თქვენს სივრცეში. აი მერე უნდა მოდიოდეს უკვე შეკითხვა, გამოსდის კითხვა? საშინაო დავალებას რაც ეხება, ისიც უდნა იყოს ძალიან მარტივი და სწრაფად შესრულებადი. დასწავლა უნდა ხდებოდეს საკლასო ოთახში და არაა საჭირო საშინაო დავალებების ტარება ჩანთებით.
ადამიანის განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბედნიერების განცდა. აღმზრდელმა უნდა იმუშაოს იმაზე, რასაც მოაქვს ეს განცდა. ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი და ის აუცილებლად იპოვის თავის თავს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, რომელსაც განვითარების ინდივიდუალური ხაზი აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი ბავშვი ზუსტად 2 დღის წინ გახდა 6 წლის და ზოგი 7 თვის წინ და ეს განსხვავებები გასათვალისწინებელია. 6 წლის და 7 თვის ბავშვი გაცილებით წინაა განვითარებით, ვიდრე 6 წლის და 1 დღის.
აუცილებელია თუ არა ბავშვის დატვირთვა სხვადასხვა წრეებით სკოლის პარალულურად? ფიზიკური დატვირთვა კარგია ზომიერად. სასურველია, რომ დაწყებითი სკოლის მოსწავლე დადიოდეს სკოლაში და ერთი, რომელიმე სახეობის სპორტზე. თუ სკოლაში სპორტის ამბავი კარგად არის დაგეგმილი, ჯობს დავუტოვოთ ჩვენს შვილებს თავისუფალი დრო „არაფრის კეთებისთვის“. არ შეიძლება, რომ მისი დრო იყოს ამოვსებული მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მცალია. მნიშვნელოვანია, ნელ–ნელა მივაწოდოთ ბავშვს მისთვის საინტერესო აქტივობები. მართალი გითხრათ, ძალიამ მინდა, რომ ჩემმა შვილმა იაროს ერთ-ერთი სკოლის გუნდზე, მაგრამ მას უნდა სიარული თექაზე, მე თანახმა ვარ. რომ ვკითხე, გუნდი გინდა თქო? მითხრა მოვიფიქრებ, როდის მინდაო. ბავშვმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი და მე მას ამაში უნდა დავეხმარო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ჩაერიონ თუ არა მშობლები შვილების კონფლიქტში, როცა საუბარია ფიზიკურ დაპირისპირებსა და ბულინგზე ფიზიკური დაპირისპირება და ბულინგი კონფლიქტის ძალიან სერიოზული ნაწილია. არსებობს ტექნიკა, როგორ ვდგებით შუაში ფიზიკური დაპირისპირების დროს, როგორ ვაშორებთ ერთმანეთს და შემდეგ, რა დრო გვაქვს, იმისთვის, რომ სიტუაცია დაწყანარდეს  და რამდენი ხნის მერე უნდა დაველაპარაკოთ ბავშვებს. ამაზე ფსიქოლოგების უამრავი რეკომენდაცია არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ქცევა იყოს მშვიდი, წყნარი, იზოლირებული. გადის ორივე ცალცალკე, ვაძლევთ ამოსუნთქვის საშულებას. წყალს ვაწვდით და ვეუბნებით რომ ვიცი, გაბრაზდი, გასაგებია და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი გაივლის, ვსაუბრობთ, როგორ გამოვხატოთ სიბრაზე. თუ რომელიმე ბავშვი სიბრაზეს ისე გამოხატავს, რომ ვერბალური და ფიზიკური აგრესიის მაჩვენებელი მაღალია, სასწავლო დაწესებულების თანამშრომელმა ის უნდა გააგზავნოს სპეცილისტთან.
აი ბულინგი აბსოლუტურად სხვა თემაა. ამაზე ეგრევე ყურებდაცქვეტილი და თვალებგაფართოებული უნდა იყოს სკოლის წარმომადგენელიც და მშობელიც. ეს იმხელა პრობლემაა, ამან შეიძლება ადამიანი მიიყვანოს თვითშეფასების დაქვეითებამდე, აპათიურ გუნება-განწყობილებამდე, აგრესიამდე და თავად გახდეს ბულერი. ბულინგი არის თემა, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ ძალიან სეროზულად.
    [post_title] => 3 რამ, რაც მიგითითებთ, რომ თქვენი შვილი სკოლისთვის მზადაა – ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => 3-ram-rac-migititebt-rom-tqveni-shvili-skolistvis-mzadaa-fsiqolog-nata-mefarishvilis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-19 20:12:47 [post_modified_gmt] => 2018-09-19 16:12:47 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=286424 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 272105 [post_author] => 6 [post_date] => 2018-08-02 17:52:47 [post_date_gmt] => 2018-08-02 13:52:47 [post_content] =>

გადაცემის ლაივი

გადაცემა „სტუმრად ექიმთან" – სეზონის ბოლო გადაცემის თემაა: ჭარბი წონის კლების თითქმის 100 %-იანი შედეგი, წონის კლება ტანჯვის და დროში გაწელილი დიეტების გარეშე.  რას გულისხმობს მეტაბოლური უპერაციული ჩარევა და რა რისკების ქვეშ გვაყენებს, რისთვისაა განკუთვნილი, აქვს თუ არა უკუჩვენება და რატომ ხდება ეს მეთოდი ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული საზოგადოებაში– ამ თემაზე გადაცემაში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ქირურგმა - ნიკოლოზ გვახარიამ ისაუბრა ვის შეიძლება სიმსუქნის დიაგნოზი დაესვას და ამ მხრივ რამდენად საგანგაშო სტატისტიკაა ჩვენს ქვეყანაში?  ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, სტატისტიკა საგანგაშო ხდება. როგორც კი შემოვიდა ფასთ ფუდი" ეს პრობლემა წარმოიშვა. ისეთი ქვეყნები, რომლებისთვისაც სიმსუქნე არ იყო დამახასიათებელი, მაგალითად: იაპონია, მალაიზია, ტაივანი, ჩინეთი ამ დროისთვის კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. ეს პრობლემა ნაციონალური ტრაგედიაა აშშ-სთვის, ამიტომაც ბალიატრიული ქირურგიის სამშობლო ამერიკაა. აქ, 1950 - იანი წლებიდან  პირველი, მეცნიერულად დასაბუთებული ოპერაციები შესრულდა. ზუსტად რომ განვსაზღვროთ სიმსუქნე, უნდა გავიგოთ ჩვენი სხეულის ინდექსი. თუ 19-დან 25 - მდეა ჩვენი სხეულის ინდექსის მაჩვენებელი ეს ნორმაა, თუ 25-დან 29-მდე – ეს პირველი ხარისხის სიმსუქნეა, 30-დან 33-მდე მეორე ხარისხის სიმსუქნეზე მიუთითებს,  33-დან 40-მდე მე-3 ხარისხის სიმსუქნეა და უკვე ეძახიან მორბიდულ, სიკვდილის მომასწავლებელ სიმსუქნეს. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანს შეიძლება სხეულის ინდექსის მაჩვენებელი  მე-2 სტადიაში ჰქონდეს, მაგრამ ამის მიუხედავად სიმსუქნესთან თანდართული დაავადებები აღენიშნებოდეს. თანდათანობით, არა მხოლოდ სიმსუქნე გადადის ქირურგების ხელში, არამედ შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის დაავადებების ნაწილი, კერძოდ - არაალკოჰოლური სტრეატო ფიბროზები, რომლებიც შესანიშნავად ინკურნება ამ ოპერაციით და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი იკლებს წონაში. პოსტოპერაციულად ადამიანის ცხოვრების ხარისხი კატასტროფული სისწრაფით იზრდება დადებითისკენ, თითქმის ყველას გასდის დეპრესია და არიან ბედნიერები. https://www.youtube.com/watch?v=vr-WljGolNA&feature=youtu.be რამდენად განმსაზღვრელია სიმსუქნის შემთხვევაში გენეტიკური ფაქტორი და შესაძლებელია თუ არა ადრეული წლებიდანვე ვმართოთ სიტუაცია იმისათვის, რომ მომავალში არ დადგეს სიმსუქნის პრობლემა? ისრაელსა და აშშ-ში, ასევე ზოგიერთ ევროპის ქვეყანაში ბავშვებზეც კეთდება ოპერაციული ჩარევები, თუ მედიკამენტური თერაპია უშედეგოა და კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ოპერაცია - ბანდაჟის ჩამოცმა კუჭზე, რა თქმა უნდა ერთეული შემთხვევებია პრაქტიკაში. საქართველოსა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში ოპერაცია 18 წლიდან კეთდება. რატომ არ შეიძლება ისეთმა ადამიანებმა, ვისაც არ აქვს წონის პრობლემა, მიირთვან „ფასთ ფუდი” და რატომ არის ორგანიზმი იმდაგვარად მოწყობილი, რომ ვიღაცა მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ცდილობს ჯანსაღად იკვებოს, პატარა გადაცდომის შედეგად მომატებულ კილოგრამებს იღებს, ვიღაც კი მუდმივად არაჯანსაღად იკვებება და წონაში არ იმატებს? ამ ყველაფერს გენეტიკური საფუძველი უდევს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს  დამოკიდებულია რა გარემოში ხარ. მაგალითად, ევროპაში და ამერიკაში 35 კგ.მ2 არის ის ქვედა ზღვარი, რომლის შემდეგაც კეთდება ქირურგიული ჩარევა, მათ ნაკლებად სჭირთ დიაბეტი, მარტივად უმკლავდებიან სიმსუქნით გამოწვეულ გართულებებს. აზიისთვის კი სიმსუქნე არის კატასტროფული დაავადება, სამხრეთ აზიის ქვეყნებში სხეულის მასის ინდექსი 27,5 კგ.მ2 ისეთივე სახიფათოა, როგორც ევროპელისთვის 35 კგ.მ2. საქართველოს მაგალითზე ვისთვის არის ეს ოპერაცია განკუთვნილი და რა სირთულის ოპერაციად შეიძლება შეფასდეს? მარტივი ოპერაცია არ არსებობს, ნებისმიერი პატარა ჩარევა სერიოზულ პრობლემაში შეიძლება გადაეზარდოს ქირურგს და პირიქით, შეიძლება ელოდები კატასტროფულ მდგომარეობას და ყველაფერი ძალიან ადვილად დასრულდეს. ეს ოპერაციები უდავოდ რთულ ოპერაციებს განეკუთვნება.   უკვე მოთხოვნა, რომ გაკეთდეს ლაპარასკოპიით და არა კვეთით. კვეთით გაკეთებული ოპერაცია 10%-ით ზრდის პროცესის ლეტალურად დასრულების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტი მალევე გააქტიურდეს, იმოძრაოს რათა თრომბოემბოლია არ განვითარდეს. ჯერ-ჯერობით საქართველოში ყველაზე პოპულარული სლივ გასტრექტომია,  ყველაზე მეტი ეს ოპერაცია პროფესორმა დავით აბულაძემ შეასრულა, მე უფრო გადასული ვარ ძირითადი გზის ოპერაციებზე, ანუ ნაწლავებსა და კუჭს შორის შერთულებზე. რეალურად ორმოცი ტიპის ოპერაცია არსებობს, ჩვენ ვაკეთებთ შვიდ მოდიფიკაციას. ძალიან რთულია ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებით მოარჩინო მისი კვებისადმი დამოკიდებულება, ამიტომ ვიკვლევთ როგორია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, როგორ სოციალურ გარემოშია, რა მენტალობის პაციენტთანაც გვაქვს საქმე და რა დაზიანებებსაც ვხვდებით, იმის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილება თუ რა სახის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. თუ ადამიანს მძიმე მდგომარეობა აქვს სომატურად, ჯერ ვამზადებთ კონსერვატულად, შემდეგ მკურნალობა შეძლება ორ ქირურგიულ ნაწილად გაიყოს, პირველი კუჭის დაპატარავებას ვაკეთებს, ვაკვირდებით 5-6 წელი, შეიძლება პროცესი ისე კარგად წავიდეს, რომ აღარც დასჭირდეს მეორე ოპერაცია. თუ ბულემიკია, ძალიან დამოკიდებლია კვებაზე და წონა შეუბრუნდა მაშინ უნდა ვიფიქროთ დიდ ოპერაციაზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, თუ ვერ მოხდა ოპერაციის სწორი შერჩევა ეს არ არის ტრაგედია, ოპერაციის მეორედ და მესამედ გაკეთებაც შესაძლებელია, პრაქტიკაში გვქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს 6 ოპერაცია დასჭირდა. დიაბეტი სიმსუქნის თანმდევი პროცესია და როგორც აღნიშნეთ, ამ ოპერაციული ჩარევით საკმაოდ მწვავე დაავადება იკურნება, უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, ოპერაციის გაკეთების შემდეგ სამუდამოდ ვთავისუფლდებით იმ პრობლემისგან, რაც ჩვენი მთელი ცხოვრების წესი უნდა ყოფილიყო? გააჩნია ოპერაციული ჩარევის რომელ მეთოდს მივმართავთ, სიმსუქნის არარსებობის შემთხვევაში, არსებობს სუფთა მეტაბოლური ოპერაციები,  რომელიც შაქრის რეგულაციაზე მუშაობს. ვინაიდან 70-80 % - ში დიაბეტი შეჭიდულია სიმსუქნესთან, არსებობს გასტრო შუნტირების ოპერაცია, რომელიც ორივე და ხშირ შემთხვევაში მესამე, ღვიძლის პრობლემასაც აგვარებს და ეს ოპერაცია საქართველოში ტარდება. პაციენტები ფიქრობენ, ვაი თუ ვერ გაუძლონ ჩარჩოებს, თავს იზღვევენ და ირჩევენ „სლივს”, ზოგიერთ ადამიანს პირდაპირ ვთავაზობთ, რომ მისთვის სრულიად საკმარისია მხოლოდ კუჭის დაპატარავების ოპერაცია, შეიძლება ახალგაზრდაა ქალბატონია და უნდა იმშობიაროს.  თუ ისეთ ასაკშია, რომ ერთი წელიღა დარჩა გენდერულ ფუნქციამდე, ასეთ დროს უნდა შესთავაზო „სლივი”, რომ სწრაფად გახდეს და სასურველ შედეგს მიაღწიოს, გააჩინოს ბავშვი ან ეკოზე გავიდეს. ყველა ეს ოპერაცია თავისი ფილოსოფიით არის მეტაბოლური, ჩვენ ვიყენებთ ტერმინებს - ანტიდიაბეტური და სიმსუქნის საწინააღმდეგო, მაგრამ  ყველა ამ ოპერაციის შედეგი არის ის, რომ ადამიანი ხდება, შაქარი რეგულირდება. თუ ჩატარდა სწორედ დიაბეტის საწინააღმდეგოდ მიმართული მეთოდი, ჩათვალეთ, რომ 90%-ში გაიმარჯვეთ დიაბეტზე. იგივე ფუნქცია აქვს „სადის", ეს ოპერაცია ჩვენ დავნერგეთ საქართველოში. ძალიან საინტერესო ოპერაციაა, ის გაძლევს საშუალებას არც პროდუქტები და არც მათი რაოდენობა არ შეზღუდო, ბულემიური მოთხოვნილება საკვებზე დაიკმაყოფილო და არ გასუქდე. ადრე ამ ოპერაციას ერთი სერიოზული პრობლემა ჰქონდა, აუცილებელი იყო, ოპერაციის შემდეგ მთელი ცხოვრება წამლები მიგეღო, თუ არ მიიღებდი წამლებს, ვითარდებოდა ძალიან ცუდი გართულება, ორგანიზმის გამოფიტვა, რაც საბოლოოდ სიკვდილს იწვევს. ამ ოპერაციის დადებითობის შესანიშნავი მაგალითია ნიკა მემანიშვილი, რომელიც არ მალავს და პირიქით ამაყობს კიდეც ამ ყველაფრით, 12 წლის თავზე მას გრამი ნამატი არ აქვს.   თქვენი დაკვირვებით საქართველოს კვალობაზე რამდენად ხელმისაწვდომია ოპერაცია? საქართველოს კვალობაზე რათქმაუნდა ძვირია, დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით კი ჩვენთან 3-ჯერ იაფია მსგავსი ოპერაციები, ამიტომ ხშირია უცხოელი პაციენტები. ერთ ოპერაციაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც 30 წელი იბრძოდა რომ ტოპ-ოპერაცია გამხდარიყო, ეს არის საშუალო სიმსუქნის მქონე პაციენტებისთვის გათვლილი ოპერაცია, რომელთაც სიმსუქნესთან თანდართული დაავადებები სჭირთ. კუჭის მაშუნტირებელი ოპერაციებია ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი.   საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ  მსგავსი ოპერაციები უდიდესი რისკის შემცველია და დიდი შანსია შინაგანი სისხლდება განვითარდეს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მოსაზრება? არავითარი საფუძველი, არც მეცნიერული, არც თეორიული ამ მოსაზრებას არ აქვს. ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს შეიძლება სისხლდენა განვითარდეს. მაგალითად, ბარიატრიულ პაციენტებში ყველაზე ხშირია თრომბო-ემბოლიური გართულებები, მაგრამ პროცენტულად გართულებების მაჩვენებელი ისეთივეა როგორც სხვა სახის ქირურგიული ოპერაციების დროს. ეს პაციენტები უფრო საგულდაგულოდ უნდა მომზადდნენ, უფრო მეტად უნდა იყვნენ მზად გართულებებისთვის, რადგან სამედიცინო თვალსაზრისით მძიმე პაციენტები არიან. თუ პაციენტს კარგად მოამზადებ, არ იჩქარებ, ფსიქოლოგიურად შეამზადებ, აუხსნი რა შეგრძნებები ექნება კვების შემდეგ პრობლემა არ დადგება. ბარიატრიული ოპერაციების მეორე, ყველაზე რთული გართულება ეს არის ”ლომკა” , კვებითი, რომელიც სამწუხაროდ აღწერილია თვითმკვლელობით. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/08/ekimi-nikoloz-gvaxaria.mp3"][/audio]   [post_title] => სიმსუქნე, დიაბეტი!! ოპერაცია გასაოცარი შედეგებით  [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => simsuqne-diabeti-operacia-gasaocari-shedegebit [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-08-02 18:04:13 [post_modified_gmt] => 2018-08-02 14:04:13 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=272105 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 270008 [post_author] => 23 [post_date] => 2018-07-26 16:41:11 [post_date_gmt] => 2018-07-26 12:41:11 [post_content] => რატომ ჩნდება ტყვია სისხლში და მართლა საგანგაშოა თუ არა ქვეყანაში არსებული სურათი, არსებობს თუ არა პრევენციის გზები, რომელი საკვებია საფრთხის შემცველი და რომელი ასაკი მიეკუთვნება რისკ–ჯგუფს. ყველა ბავშვს სჭირდება თუ არა ტყვიის ანალიზი და რა გამოსავალი არსებობს იმ ბავშვებისთვის, რომელთა სისხლშიც ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ ისაუბრა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ბატონო თემურ, ამირან გამყრალიძენ განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ კუთხით საგანგაშო ვითარება არ არის, თუმცა, გასაანალიზებელია არსებული სურათი, რას გულისხმოს ეს განცხადება და რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან, რა სურათზეა საუბარი? ტყვიის შესახებ საუბარი გლობალური პრობლემაა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა. დაახლოებით სექტემბერში ვგეგმავთ რომ 2000 ბავშვს შერჩევითად ჩავუტაროთ ტყვიის განსაზღვრის ანალიზი სისხლში, პრაქტიკულად საქართველოს ყველა რეგიონი იქნება მოცული. ამის შემდეგ დარგის სპეციალისტები, ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლების ცალკეულ რგოლებს, რომელთაც უშუალოდ  ეხებათ მათზე კონტროლი, შესთავაზებენ იმ სტრატეგიულ ღონისძიებებს, თუ რა უნდა გააკეთონ მათ, რომ ტყვიის შემცველი სხვადასხვა ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის პრევენცია უზრუნველყონ, ეს იქნება საკვები საშუალებები, სათამოშოები, სამშენებლო მტვერი, საღებავები თუ ა.შ. რა პრინციპით შეირჩევიან ბავშვები, რომელთაც კვლევა ჩაუტარდებათ? მხოლოდ შემთხვევითი პრინციპით, მაგალითად ორი წლის წინ „იაშვილის კლინიკაში“  იუნისეფმა  ჩაატარა იგივე კვლევა დაახლოებით 300 პაციენტთან, აღმოჩნდა რომ  33 % -ს, დაახლოებით 100 პაციენტს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აღენიშნებოდა, ოღონდ ეს არ იყო ისეთი მაჩვენებელი, რომელიც ორგანიზმის მოწამვლას გამოიწვევდა, ეს ბავშვები იყვნენ პრაქტიკულად ჯანმრთელები, ისინი სხვა პრობლემით აღმოჩნდნენ სტაციონარში  და ასეთი შედეგი მივიღეთ. მათ არანაირი გამოვლინება ტყვიით მოწამვლის არ ქონდათ, აქედან გამომდინარე დაიგეგმა, რომ ჩატარებულიყო უფრო ღრმა კვლევა და დაგეგმილიყო ის სტრატეგიული ღონისძიებები, რაც ბავშვებზე ტყვიის მავნე ზეგავლენას თავიდან აგვაცილებს. მშობლების ის ნაწილი ვისი სტატუსებიც ძალიან პოპულარული გახდა ტყვიასთან დაკავშირებით, ძალიან ხშირად წერენ, რომ მაქსიმალურად ცდილობენ თავი აარიდონ ყველა  მაპროვოცირებელ  ფაქტორს, მაგრამ ამის მიუხედავად  მათი შვილების სისხლში ტყვიის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მთელი რიგი მაპროვოცირებელი ფაქტორებისა, რომელზეც თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ, არსებობს  ის მთავარი გარემო ფაქტორი რასაც ვერსად გავექცევით? გარემო არის ზოგადად დაბინძურებული, თუმცა, ბოლო პერიოდში აღმოჩნდა, რომ თბილისი არც ისე დაბინძურებული ქალაქი ყოფილა. კვლევა სწორედ იმას ემსახურება, რომ მშობლებს შევთავაზოთ იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რასაც მაქსიმალურად უნდა მოარიდონ ბავშვები. სუნელები ახსენეთ, აღმოჩნდა რომ ქართულ სუნელებში  შერეული იყო აზიიდან შემოტანილი სუნელები, რომელიც  შეიცავდა სპეციალურ საღებავებს,  არ იყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და შესაბამისად კვლევამ აჩვენა, რომ სუნელში ტყვიის მაღალი შემცველობა იყო, უნდა აღინიშნოს რომ ეს არ იყო ქართული სუნელი. ჩვენი და ქვეყნის მთავარი მიზანია, ტყვიის შემცველი პროდუქციის შემოტანა მაქსიმალურად აიკრძალოს. 70-იან წლებში ასეთივე კვლევა ჩატარდა აშშ-ში და აღმოჩნდა, რომ გამოკვლეული ბავშვები 88 % აღმოაჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში.   შემდეგ უკვე 2000 წელს იგივე კონტიგენტს ჩაუტარეს კვლევა და აღმოჩნდა, რომ  მხოლოდ 0,88 % -ში დაფიქსირდა ტყვიის მაღალი შემცველობა.  ანუ, ქვეყანამ გაატარა სტრატეგიული ღონისძიებები, აკრძალა საღებავებში, ბენზინის და ნავთობ პროდუქტებში  ტყვიის შეცველობა, აკრძალა უხარისხო სათამაშოები, თავიდან გადაღებეს 70-იან წლებამდე აშენებული სახლები და აქედან გამომდინარე ქვეყანაში მაქსიმალურად შემცირდა ტყვიის მავნე ზეგავლენა ბავშვებზე. რა გამოსავალი არსებობს იმ ბავშვებისთვის, რომელთა სისხლშიც ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა? მათ არანაირი კლინიკური გამოვლინება შეიძლება არ ქონდეთ,  ეს არ ნიშნავს რომ მათ განუვითარდეთ ტყვიით მოწამლვა, ტყვიის მოწამლვა ეს არის ხანგრძლივად ქრონიკული ზემოქმედება ტყვიის ბავშვის ორგანიზმზე.  თუ მწვავე მოწამვლასთან გვაქვს საქმე, ვიყენებთ ე.წ. ხელატურ მკურნალობას, მაგრამ თუ ბავშვის ორგანიზმი გაჯერებულია ცილებით,  რკინით, კალციუმით, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებით, ცხიმს არ იღებს დიდი რაოდენობით, რადგან  ცხიმი ხელს უწყობს ტყვიის შეწოვას ორგანიზმში, ასეთ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ტყვია შეიძლება იყოს მაღალი, არ უერთდება გემოგლობინს და არ იწვევს მოწამლვას.
თუ თქვენი შვილები იკვებებიან სწორად, სწორად მომზადებული პროდუქტით, რაც გულისხმობს, მაგალითად არასოდეს უნდა გამოვიყენოთ ცხელი წყალი პროდუქტის გასარეცხად, აუცილებლად მხოლოდ ონკანის ცივი წყალი უნდა გამოყენოთ.  საკვები პროდუქტები ეს იქნება ხილი, ბოსტნეული თუ სხვა, უნდა შევიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებზე და არა მაგისტრალებთან ახლოს. ევროპის ქვეყნებში მაგისტრალებთან ახლოს მოყვანილი პროდუქცია მიუღებელია, უფრო მეტიც, შინაური ცხოველები და ფრინველები მაქსიმალურად მოცილებული არიან მაგისტრალებს.
თუ ეს ღონისძიებები გატარდება ტყვიის მავნე ზემოქმედებას ვერ მივიღებთ. ტყვია საჭირო მეტალია, ყოველთვის იყო და იქნება ჩვენს ნიადაგში, საქართველოს მაღალ მთიანეთში მოიპოვებოდა. რომაულ წყარობეში არის ასეთი ცნობები, რომ ის ადამიანები, წარჩინებულები, ვინც ტყვიის შემცველ ნაკეთობებს იყენებდნენ, აღმოჩნდა, რომ აღენიშნებოდათ გონებრივი ჩამორჩენა, ადვილად იღლებოდნენ, მალე ბერდებოდნენ, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც ტყვიის შემცველ ნივთებთან შეხება არ ჰქონდა. ვერასოდეს ვერ განვითარდებოდა რადიაციული და სხივური თერაპია, იგივე რენდგენოლოგიური კვლევები, თუ ტყვიისშემცველ რეზინას არ გამოიყენებდა ადამიანი. როგორც მოგეხსენებათ, ტყვია არ ატარებს რადიაციულ სხივებს და სამედიცინო დაწესებულებებში ვიყენებთ სპეციალურ რეზინაშემცველ ტყვიას და ტყვიისშემცველ მინას, ტყვიისშემცველ სათვალეებს, რომლითაც სამედიცინო პერსონალი არის მაქსიმალურად დაცული, ოღონდ ისინი სწორად მოიხმარენ. ტყვია გამოიყენება აკუმულატორების წარმოებაში, ბოლო პერიოდში ჰიბრიდული ავტომობილები შემოდის, მათი აკუმულატორები სწორედ ტყვიით არის დამზადებული, ოღონდ ამ მანქანების ჩამოწერის შემდეგ ეს ტყვიისშემცველი აკუმულატორები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცულ ტერიტორიაზე,  რათა არ გამოიწვიოს მავნე ზემოქმედება იგივე ნიადაგზე, ნიადაგიდან შეიძლება გადავიდეს ხილზე, ბოსტნეულზე და ა.შ. თუ ეს ყველა პირობა დაცული იქნება, ტყვიას ასეთი მავნე ზეგავლენა არ ექნება ჩვენს ორგანიზმზე. მე, მაგალითად სკოლის დროიდან მახსოვს, რომ მომწამვლელად ხასიათდება ორგანული ტყვია და არა არაორგანული ტყვია. თუ ტყვიის შემცველი სათამაშო გვაქვს და მას ბავშვი მოიხმარს, პირში იდებს ხშირად, ან ძველი სახლია რომელიც ტყვიის შემცველი საღებავით არის შეღებილი და ამ ჩამოფცქვნილ ნაწილაკებს ბავშვი ისუნთქავს, ან შემხები ზედაპირები, მაგალითად მერხის ზედაპირი შეღებილია მსგავსი საღებავით და ხშირი შეხება აქვს მასთან ბავშვს,  ამ შემთხვევაში შეიძლება ხანგრძლივი მოწამლვა განვითარდეს.  კლინიკური გამოვლინებები რომ იმ წამსვე დაიწყოს, როგორც წესი, ტყვიის მოწამვლის დროს ეს არ ვითარდება. ტყვიით მოწამვა არის ქრონიკული პროცესი, რომელსაც  თავისი მიმდინარეობა აქვს, ეს არის მსუბუქი მოწამლვა, საშუალო მოწამლვა, მძიმე მოწამლვა,  მწვავე მოწამლვა და ა.შ. მთავარი სიმპტომები, რის გამოც მშობლებმა გადაწყვიტეს კვლევის ჩატარება არის თმის ბუდობრივი ცვენა და განვითარების ეტაპების შეფერხება ბავშვებში, არის თუ არა ეს ის მთავარი სიმპტომები, რაც ტყვიის ტოქსიკურ მაჩვენებელს ახასიათებს? განვითარების ეტაპების და ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება, დაბალი ინტექტუალური დონის განვითარება, დასწავლის უნარების შეფერხება - ეს შეიძლება იყოს ტყვიასთან დაკავშირებული. რაც შეეხება თმის ბუდობრივ ცვენას,  მისი ეტიმოლოგია საკმაოდ რთული დასადგენია, ეს არანაირ კავშირში არ შეიძლება იყოს ტყვიით მოწამლვასთან. ხშირ შემთხვევაში ის ავტოიმუნური გენეზის ან სოკოვანი ეტიმოლოგიის ბრალი შეიძლება იყოს, მაგრამ, როგორც წესი, თმის ბუდობრივი ცვენა უკვალოდ გაივლის ხოლმე ააკის მატებასთან ერთად.
ადვილად დაღლილობა, ფსიქომოტორული განვითარების დარღვევა, ჰიპერაქტიული სინდრომი, ყურადღების დეფიციტი – კი ბატონო შეიძლება დაკავშირებული იყოს ტყვიით მოწამლვასთან. ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოწამლვა დგინდება და მაჩვენებელი 50 მიკროგრამ/დეცილიტრზე მაღალია, შესაძლოა ხელაციური მკურნალობა გამოვიყენოთ, ანუ გამოვიყენოთ ის პრეპარატები, რომელიც ადამიანის ორგანიზმიდან ტყვიას გამოაძევებს.
თუ ტყვიით არის განპირობებული ზემოთ აღნიშნული პრობლემები, დროულად დავადგინეთ და მკურნალობა ჩატარდა, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გამოსწორდეს, მაგრამ  თუ ცენტრალური ნერვული სისტემა უკვე დაზიანდა ან ჩალაგდა ძვალში, სხვადასხვა ქსოვილებში ღვიძლში, ელენთაში, მაშინ მისი გამოდევნა ძალიან ძნელია. როგორ განვსაზღვროთ ხარისხიანი თუ არა სათამაშო? საქართველოს შემთხვევაში ალბათ იმით, თუ სად იყიდება, ელემენტარულად დაბალი ხარისხის სათამაშოების მაღაზიაში არის სპეციფიური სუნი. ეს სუნი არა მხოლოდ ტყვიის შემცველობაზე მიანიშნებს, არამედ სხვა მომწამლავი ნივთიერებების არსებობაზეც. ყველა მშობელს ვურჩევ, ჯობია ერთი ხარისხიანი სათამაშო უყიდონ, ვიდრე ორმოცდაათი უხარისხო. კატეგორიულად დაუშვებელია ბავშვის საძინებელში მიმოფენილი უამრავი სათამაშო, ინტერესს კარგავს ბავშვი, როდესაც ბევრს ერთდროულად ვაწვდით. წავიკითხოთ ანოტაცია, თუ სად არის დამზადებული, როგორ, რა შემცველობის არის. რომელია ყველაზე მოწყვლადი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც ყველაზე მეტად ემუქრება ეს საფრთხე და არიან თუ არა ცენტრალურ უბნებში მცხოვრები ბავშვები განსაკუთრებული რისკის ქვეშ? რისკის ქვეშ არიან ცენტრალურ უბნებში მცხოვრები ბავშვები, რადგან იმყობენიან სამშენებლო მტვერის და ნავთობპროდუქტების  ზემოქმედების ქვეშ. თუმცა, ბოლო პერიოდში საუბარია იმაზე, რომ  საქართველოში ტყვიის შემცველი ბენზინი აღარ შემოდის, სახელმწიფო ამას მეტ-ნაკლებად არეგულირებს და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არის 2-დან 6-წლამდე ბავშვები, რადგან ადრეულ ასაკში ბავშვები იქნებიან ძუძუთი კვებაზე თუ ხელოვნურ კვებაზე  მეტ-ნაკლებად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს იღებენ, ხოლო 2 წლიდან როდესაც გადადიან  შერეულ კვებაზე ან მთლიანად ჩვეულებრივ კვებაზე,  არასწორად თერმულად დამუშავებული პროდუქტებით,  ან არაჯანსაღი პროდუქტებით, შეიძლება პროვოცირება მოვახდინოთ მათზე, ასევე 2 წლიდან ბავშვი დამოუკიდებლად იწყებს მოძრაობას, აუცილებელია დღეში ორჯერ სველი წესით გაიწმინდოს ბავშვის სათამაშოები, ხშირად განიავდეს ოთახი. შეიძლება ყველას არ შეეძლოს ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანა, მაგრამ ქალაქში არის რეკრეაციული ზონები და კვირაში ორჯერ მაინც უნდა გაიყვანონ ბავშვები. ვიმედოვნებთ ამდენი უხარისხო და უსახური მშენებლობა აიკრძალება ამ ქალაქში და შევძლებთ მივიღოთ უფრო მეტად გამწვანებული თბილისი. ვინ უნდა გადაწყვიტოს რეალურად გვჭირდება თუ არა ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება და მეორეს მხრივ, ვის სჭირდება ამ კვლევის ჩატარება? ბოლო ერთი თვის განმავლობაში საერთო მაჩვენებელთან შედარებით გაკეთდა 3-ჯერ მეტი კვლევა, აღმოჩნდა, რომ არა ექიმის მიმართვით ხდება ეს კვლევა, არამედ მშობლები საკუთარი ინიციატივით უკეთებენ ბავშვებს. მე არასოდეს არ დამინიშნია ტყვიის შემცველობის განსაზღვრის ანალიზი, იმიტომ რომ არაფერს არ გაძლევს, თუ ბავშვი დადის და შენამდე მოჰყავთ პაციენტი, არასოდეს არ ექნება მას ისეთი მაღალი შემცველობა. ტყვიის მაღალი შემცველობის დროს ბავშვი უნდა იყოს მივარდნილი, ადინამიური, შეიძლება იყოს ღრმა ნევროლოგიური დარღვევები, როგორიც არის ეპილეფსიური გულყრები, მაღალი ტემპერატურა, ფაღარათი, დიარეა და ა.შ. თუ ასეთი კლინიკური გამოვლინებაა, პაციენტი ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში ხვდება და ისინი იკვლევენ ტყვიის შემცველობას.
მე მირჩევნია პრევენციული ღონისძიებები შევთავაზო მშობელს, მიიღოს ც ვიტამინით  და რკინით მდიდარი საკვები ბავშვმა, მიიღოს ბუნებრივი ანტიდოტი, სიმინდის შემცველი პროდუქცია, იქნება ეს ღომის თუ მჭადის სახით, მიიღოს  სულგუნის ყველი კალციუმით მდიდარია, ადრეულ ასაკში სხვა ყველი არც უნდა მივცეთ ბავშვს, რადგან ის შეიძლება სხვადახვა ბაქტერიის წყარო აღმოჩნდეს.
ე.წ. ხელაციურმა მკურნალობამ, ქიმიური პრეპარატებით, შეიძლება ბევრად უფრო ტოქსიური ზემოქმედება გამოიწვიოს ორგანიზმზე, ვიდრე ტყვიის მაღალმა შემცველობამ. ექიმს უნდა შეეძლოს მშობლის დამშვიდება, რომ მშობელმა არ გამოიყენოს ის მავნე პრეპარატები, რომელმაც შესაძლოა უფრო დააზიანოს ბავშვის ორგანიზმი. როდესაც მაღალია ტყვიის შემცველობა ის ლაგდება ძვალში ან ღვიძლში, ულტრასონოგრაფიულად ლურჯ-შავი ხაზის არსებობა ქვია და ამ შემთხვევაში კი, საჭიროა ხელაციური თერაპია. მაგრამ ეს არის თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები, მე პრაქტიკულად არ შემხვედრია ე.წ. ლურჯ-შავი ხაზი ღვიძლში და არ შემხვედრია ძვალში რენდგენოლოგიური სურათი ტყვიის ჩალაგების. ეს ვითარდება ისეთ რისკ–ჯგუფის ქვეყნებში, სადაც არის ტყვიის მომპოვებელი საბადოები ან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და სამშენებლო მტვერით არიან დაბინძურებულები, ან შახტაში მომუშავე ადამიანები, რომლებიც მიდიან სახლში, არ იცვლიან სამოსს და ბავშვები სუნთქავენ ტყვიის შემცველ მტვერს, ასეთი რისკ–ჯგუფის ქვეშ მყოფი ბავშვები ცალკე უნდა გამოიყოს და მათ უნდა ჩაუტარდეთ ტყვიის შემცველობაზე კვლევა. ყველაზე ინფორმაციული მეთოდი სისხლში ტყვიის განსაზღვრის არის კაპილარული მეთოდი, შემდეგ შეიძლება გადამოწმდეს ვენურ სისხლში. დასაშვები ნორმა არის 5 მიკროგრამი/დეცილიტრზე და მასზე ნაკლები,  ზოგ შემთხვევაში შეიძლება 10-მდეც იყოს და ესეც არანაირი პრობლემა არ არის. უფრო კონკრეტულად რომ დაგვისახელოთ, 2-დან 6 წლამდე მოწყვლადი ჯგუფის ბავშვების მენიუში რომელი საკვები არუნდა იყოს და რომელი უნდა იყოს აუცილებლად? არ უნდა იყოს ნაჯერი ანუ ტრანსცხიმები, თერმულად სწორად უნდა დამუშავდეს საკვები და მოვათავსოთ სპეციალურ ტემპერატურაზე, არ უნდა მოვათავსოთ საკვები თიხის ჭურჭელში, შეიძლება ის იყოს ტყვიის შემცველი.
საკვები ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით სწორად გაჯერებული უნდა იყოს, არ უნდა შეიცავდეს შაქარს და მავნე ვითარებებს, რკინით და კალციუმით უნდა იყოს მდიდარი. ვიტამინებით გამდიდრებული საკვები უნდა მივაწოდოთ, უმჯობესია ნებისმიერი ვიტამინი არა ხელოვნურად, არამედ საკვებიდან მიიღოს ბავშვმა.არის მეორე მხარეც, ეკოლოგიურად არა სუფთა პროდუქტები გვაქვს, ამიტომ მაქსიმალურად თავიდან რომ ავიცილოთ ნიტრატების, გერბიციდების და პესტიციდების ზეგავლენა,  პროდუქტი 30-40 წუთის განმავლობაში მოვათავსოთ გამდინარე წყლის ქვეშ.განსაკუთრებით კურორტზე, როდესაც მიდიან ბავშვები ან თბილისის შემოგარენშიც არის ავზის წყლები, რეზერვუარის წყლები, რომელიც შეიძლება იყოს დაბინძურებული, ამიტომ ბავშვისთვის მოსამზადებელი საკვები აუცილებლად მოვათავსოთ გამდინარე წყალში.თუ ყველა პირობა იქნება დაცული, ბავშვი საკვების მიღებამდე და მას შემდეგ დაიბანს ხელს, სველი წესით დამუშავდება  ბავშვის ყველა ინვენტარი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ თავიდან ავიცილებთ ტყვიის მავნე ზემოქმედებას.
თამბაქოს ინტენსიური მოწევა უნდა აიკრძალოს, კოსმეტიკური საშუალებები მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, ბავშვის იქნება ეს თუ მოზრდის, განსაკუთრებით გაურკვეველი წარმომავლობის. უნდა აიკრძალოს კუსტარულად დამზადებული სპირტი და არაყი, საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ეს მეთოდი, ასევე გაურკვეველი წარმომავლობის სათამაშოები, აზიის ქვეყნებიდან შემოტანილი სუნელები, რადგან დიდი შანსია, რომ ტყვიის შემცველი იყოს და მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/07/2018-07-25-18-00-00-Avto-Radio.mp3"][/audio]   [post_title] => ტყვია სისხლში!!! გამოსავალი არსებობს - თემურ მიქელაძის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => tyvia-siskhlshi-gamosavali-arsebobs-temur-miqeladzis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-07-26 16:46:20 [post_modified_gmt] => 2018-07-26 12:46:20 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=270008 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 286424 [post_author] => 6 [post_date] => 2018-09-19 16:01:37 [post_date_gmt] => 2018-09-19 12:01:37 [post_content] => გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ახალ სეზონს იწყებს. პირველი გადაცემა კი ისეთ აქტუალურ თემას ეხება, როგორიცაა სკოლისთვის მზაობა. უნდა იცოდეს თუ არა წერა, კითხვა  და თვლა პირველკლასელმა, როგორ უნდა გაჩერდეს ის გაკვეთილზე ხანგრძლივი დროით და ვისი ბრალია, როცა შეგუების პროცესი ასე რთულდება – ამ თემებზე გადაცემაში ბავშვთა და მოზარდთა კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესრომა  ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა.   ქალბატონმა ნატა, რატომ უჭირს ბავშვს პირველი დღეები ბაღსა და სკოლაში და ყოველთვის მიუთითებს თუ არა ეს ქცევით პრობლემაზე? ნამდილად საინტერესო თემაა, რადგან ხშირად ბავშვის სადმე დატოვებას მშობლები განიხილავენ მაშინ, როდესაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა დგება. მაგალითად, ბავშვი ბაღში უნდა მიიყვანოს, რადგან თვითონ აუცილებლად სამსახურში უნდა იყოს. ზოგადად განვითარება არის ერთი წრფივი პროცესი, რომელიც დაბადებიდან გარდაცვალებამდე ახასიათებს ადამიანს. რომელ ეტაპზე რა კრიზისულ მომენტს ვხდებით, ეს უკავშირდება იმას, განვითარების ეტაპების განმავლობაში როგორ გარემოში ვიყავით, როგორ გვექცეოდნენ და აღზრდის რა მეთოდებს იყენებდნენ ჩვენს მიმართ. ასე შორიდან იმიტომ დავიწყე, რომ თუ ბაღში დარჩენა არის პრობლემა, ალბათობა იმისა, რომ ყოველ ჯერზე არის სერიოზული ქცევითი პრობლემა, ძალიან მაღალი არ არის. აქაა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. ერთი, როდესაც ბავშვი შეჩვეულია ოჯახში, ან ძიძასთან ყოფნას და მისთვის ძალინ კომფორტულია იმ სოციალურ გარემოში ყოფნა, სადაც ნაცნობი ადამიანები არიან. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც მივდივართ ბაღში და გვხვდებიან პედაგოგები ან უკვე ადაპტირებული ბავშვები,  რომლებიც მაინც უცხოები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ბაღისთვის მომზადება დაიწყოს არა სამი წლის ასაკიდან, არამედ მაშინ, როდესაც ბავშვს უკვე შეუძლია თავისი ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად არსებობა კონკრეტული დროის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ დედამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რა დაკვეთა უნდა მისცეს ძიძას, რათა ბავშვმა ეტაპობრივად იკონტაქტოს ეზოში თანატოლებთან, დარჩეს ერთ ბებოსთან, მეორე ბებოსთან გარკვეული ხნით. ასეთ დროს დამშვიდობება, იმის გაჟღერება, რომ მე წავალ და დაახლოებით ამ დროს მოვალ ანუ მსგავსი ფრაზებით ფორმულირებული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.  როდესაც ბავშვმა იცის, როდის მოვა დედა, ეს იწვევს უსაფთხოების განცდას, ხოლო ეს განცდა მომავალში გადადის სხვა სიტუაციებზეც.
ბაღისთვის მომზადება უნდა დავიწყოთ ადრე და ეს რიგ ღონისძიებებს მოიცავს. მაგალითად წინასწარ უნდა გავაჟღეროთ, რომ  ბავშვს  ბაღში სიარული მოუწევს, უნდა მივიყვანოთ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბაღია და ვითამაშოთ იქ ცოტა ხნით. იდეალურ შემთხვევაში უნდა გავაცნოთ პედაგოგები, ვიყოთ მასთან ერთად დასაწყისში, ოღონდ ნორმირებულად. თუ ამის საშუალება ბაღში არ არის , მაშინ მნიშვნელოავანია პედაგოგების დახელოვნება იყოს ისეთი, რომ მათ შეძლონ ბავშვების ყურადღების გადართვა, რაც ცხადია, 45 ბავშვის პირობებში პრობლემაა. ბაღთან ადაპტაციის პერიოდი ერთიდან  ოთხ კვირამდე გრძელდება. შეიძლება ბავშვმა ისწავლოს, რომ თუ ის იტირებს, დედა მოქანდება, ხელში აიყვანს და წაიყვანს. რომ მასწავლებელი დარეკავს და დედა აუცილებლად მოვა. ეს იმის წინაპირობაა, რომ ის მანიპულაციას იწყებს და მერე უკვე ჩნდება ქცევითი პრობლემა, რომელიც მართულია ბავშვის მიერ.
  სკოლაზე მინდა გკითხოთ, როგორ შეიძლება 6 წლის ბავშვი 40 წუთი გაუნძრევლად გაჩერდეს გაკვეთილზე? ძალიან სერიოზული კითხვაა, რომელიც სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. ეს შეკითხვა ძახილის ნიშნით ხშირად უნდა გაიმეორონ მშობლებმა და სპეციალისტებმაც. ბავშვი დაწყებით კლასებში არ უნდა გაჩერდეს გაუნძრევლად 40 წუთის განმავლობაში! იმიტომ, რომ მისი განვითარების ნორმა მოითხოვს მოძრაობას და გადაადგილებას. სამწუხაროდ სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ გაკვეთილები 40 წუთამდე შემცირდაო, რეალობა მაინც სხვაა. ამის მიზეზი კი ბავშვის შესვენებაზე მართვის პრობლემაა. ანუ რიგი მიზეზების გამო, პედაგოგი ვერ ახერხებს ბავშვის მენეჯმენტს.  დერეფნები და ეზოები ადეკვატურად აღჭურვილი არა არის, საკლასო ოთახში სივრცე არაა და ბავშვს აიძულებენ ოთხკუთხა ოთახში დაფისკენ მიმართული იყოს და კონცენტრაციის აქტივობა განახორციელოს, მას კი ეს არ უნდა! იმიტომ რომ არ შეუძლია და არც სჭირდება ! არ მინდა, არ შემიძლია, არ მჭირდება არის სიტყვები, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და რომლებიც ყველამ უნდა მოისმინოს. არსებობს სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანი. როდესაც რამეს მაიძულებენ, ან საბოლოოდ გავტყდები, დავემორჩილები და მოვიწყენ, რაც არ ვარგა. ან არ დავემორჩილები და ისეთ ქცევებს გამოვავლენ, რაც ნამდვილად იქნება ასოციალური ან ისეთ თვისებებს გამოვავლენ, როგორიცაა ყვირილი, ტირილი, სირბილი , იატაკზე დაწოლა და ასე შემდეგ...  მე ამაში ბავშვებს ვერ დავადანაშაულებ, იმიტომ რომ ის ამ ასაკში უნდა იყოს კონცენტრირებული მაქსიმუმ 9-10 წუთი აქტივობაზე, რომელიც მიმდინარეობს თამაშით და მიწოდებულია საინტერესოდ. ამის შემდეგ მას უნდა ჰქონდეს საშუალება ფიზიკური აქტივობის. ამ დროს პედაგოგი უნდა იყოს მრავალმხრივი განვითარების და იცოდეს, რა სჭირდება ბავშვს.  მას  ა, ბ, გ, დ-ს ფანტასტიურად შემოხაზვა  არ სჭირდება, მას სჭირდება: მშვიდი ემოციური გარემო, სოციალური კონტაქტების დამყარება თანაკლასელებთან, მასწავლებლის გაცნობა საგაკვეთილო და სასწავლო პროცესის პოზიტიურ კონტექსტში აღქმა, მოძრაობა, თამაში და ბოლოს წერა-კითხვა. წერა-კითხვას ყველა ვარიანტში ვსწავლობთ და არ გვევალება 2 და 3 თვეში ვიცოდეთ. ორი წლის მერე თუ კარგად ვკითხულობთ ან ვწერთ, მშვენიერია. რომელი სკოლის დერეფანში გინახავთ ისეთი რამეები, რომელიც სპორტულ აქტივობას გულისხმობს? როგორ გეკადრებათ, ჩვენთან დერეფანში გამოსვლა არ შეიძლება. ვაიმე ყვირის, ამბობენ 6 წლის ბავშვზე, უნდა იყვიროს! უნდა გამოუშვას ეს ენერგია, ამიტომ ხტუნვა ხმაური, ხელების აწევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
დაბალ კლასებში უნდა ხმაურობდნენ, თამაშობდნენ,  უნდა იყოს გამოყოფილი სივრცე, სადაც ბავშვი წევს, ზის, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. მოძრაობსო, მოდის ამ სახის პრეტენზია და ეს წარმოუდგენელია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მშობელსა და პედაგოგს ინფორმაცია არ აქვს. საგნისა და აკადემიური ცოდნის მიცემა არ არის მხოლოდ სკოლის ფუნქცია. ხშირად ამ განცხადების  გამო კრიტიკის ქარცეცხლში აღმოვჩენილვარ, მაგრამ ეს ასეა.
რა კრიტერიუმით ფასდება სკოლისთვის მზაობა? სკოლისთვის მზაობის სამი კომპონენტი არსებობს.
  • პირველი გახლავთ ფიზიკური კომპონენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ძვალკუნთოვანი სისტემა მზად არის ჯდომისა და კონცენტრირებისთვის. მას უნდა შეეძლოს სხეულის ისე ყრდნობა ან დაჭერა, რომ წეროს და ამ დატვირთვას მან უნდა გაუძლოს. კონცენტრაცია და  ყურადღება 6 წლის ასაკში უნდა განისაზღროს კონკრეტული დროის ფარგლებში.
  • მეორე კომპონენტი,  ესაა ემოციური მზაობა. ეს ნიშნავს, რომ მე შიმიძლია გარკვეული დროით, იდეალური დრო გახლავთ 3-4 საათი, დავრჩე აკადემიურ სივრცეში დედის, ოჯახის წევრის გარეშე. ისე, რომ მე არ ვღელავდე, არ ვშფოთავდე, უკან გამოქცევა არ მინდოდეს და სცენებს არ ვაწყობდე. ასევე აღსანიშნავია სოციალური და ემოციური მზაობაც, რომლის დროსაც მე შემიძლია კომუნიკაცია თანატოლებთან, სიამოვნებას ვიღებ ამით, ვეცნობი მათ და ვსწავლობ კომუნიკაციის დამატებით უნარ-ჩვევებს.
  • მესამე კომპონენტი, რომელზეც ჩვენი მშობლები და სამწუხაროდ პედაგოგების უმეტესობა აქცენტს აკეთებს, გახლავთ კოგნიტური ანუ აზროვნებითი.
სამივე კომპონენტი განსაზღვრავს, რამდენად მზად არის ბავშვი სკოლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ სკოლისთვის მზა ბავშვმა უნდა იცოდეს წერა და კითხვა. ამ ასაკის ბავშვმა შეიძლება იცოდეს ასოების იდენთიფიკაცია, რაც ნიშნავს, რომ ბაღში მას აძერწინებდნენ ან გამოჭრილი იყო ასოები და აფერადებინებდნენ. საუბარია 5-დან 6 წლამდე და არა 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებზე. მათ ბაღში ათვლევინებდნენ მსხლებს, ბლებს, ქათმებს და აკეთებინებდნენ მარტივ არითმეტიკულ ამოცანებს, რაც საბოლოოდ მას ასწავლის ციფრის ან ასოების იდენტიფიკაციას და არა კითხვას და მიმატება-გამოკლებას ან გაყოფა-გამრავლებას. არიან ბავშვები, რომლებიც ამას ადრეულ ასაკში სწავლობენ. მაგრამ არიან მშობლები, რომელთა ბავშვებს არ უნდათ ეს, ხოლო მშობლები, იმიტომ რომ მეზობლის ბავშვმა იცის, აძალებენ რომ იმეცადინონ და ამას სამწუხაროდ აკეთებენ ბაღებშიც. ამ ფაქტს იყენებენ ერთგვარ კომერციურ ხრიკად და ამბობენ, რომ მათ აქვთ გაკვეთილები. ზოგიერთი მშობელი კმაყოფილია, რომ ბაღში არის  მაგალითად ინგლისურის და გერმანულის გაკვეთილი. არ ვარგა ეს ამბავი მეგობრებო! ბავშმა უნდა იცოდეს ის, რაც დღეს არ იციან ბაღებში: დამოუკიდებლად ჭამა, ტუალეტის დამოუკიდებლად მოხმარება, თასმის შეკვრა, წვრილი მძივებისგან რაიმე კონსტრუქციის აწყობა, ფანქრის ისე დაჭერა, რომ კონტურებს არ გადავიდეს გაფერადებისას, აპლიკაციის გაკეთება, დაჭრა, დაწყობა, გაფორმება, ქვიშაში თამაში, პლასტელინით ძერწვა, მეგობრებთან კომუნიკაცია, სიბრაზის ადეკვატურად გამოხატვა. ამას უნდა ვასწავლიდეთ საბავშო ბაღებში და არა ვითომ ინგლისურს. ყველაფერი ეს განსაზღვრავს იმას, რამდენად წარმატებული მოსწავლე ვიქნები მე. ეს გახლავთ წინა სასკოლო მზაობა. ინფორმაციის არქონა და ცოდნისა თუ ერთი სისტემის არქონა, იწვევს პრობლემას. ეს მანიპულაციის საშუალებას აძლევს კერძო ბაღებს, რაც ჩემთვის ძალიან მწვავე საკითხია. ბაღების სააგენტო მოგმართავთ!! არ კონტროლდება არც ერთი კერძო ბაღი. ეს არ შეიძლება. ძალიან კარგი სამუშაოები მიდის საჯარო ბაღში, კერძოში რა ხდება, ვერ გაიგებ. როგორ  მოქმედებს დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მოტივაციაზე შეფასება ქულებით და საშინაო დავალებები? შეფასების სისტემა პირობითია, ქულით ბავშვი არ უნდა ფასდებოდეს. ბავშვის შეფასება ადრეული ასაკიდან ხდება, როდესაც მას ვეუბნებით, რა კარგად გამოგივიდა, რა ყოჩაღი ხარ, ძალიან მომწონს შენი თამაში, ეს შეფასებაა. ამას ქულის დაწერა არ სჭირდება, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ რაღაცეები შეფასდება, კონკრეტულად მისი ქმედებები და არა თვითონ. მან უნდა იცოდეს, რომ თვითონ ის ყოველთვის კარგია, რაღაც შეიძლება ისე ვერ გააკეთოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. ვთვლი, რომ დაწყებით საგანმანათლებლო სისტემას ქულები არ სჭირდება. ქულები სჭირდებათ მოზრდილებს, პედაგოგებსაც და მშობლებსაც. შეიძლება მე პერიოდულად ვიკითხო ჩემი შვილის აკადემიური პროგრესის შესახებ, მაგრამ მნიშვნელოვანია  შეკითხვა, როგორც გრძნობს ჩემი შვილი თავს თქვენს სივრცეში. აი მერე უნდა მოდიოდეს უკვე შეკითხვა, გამოსდის კითხვა? საშინაო დავალებას რაც ეხება, ისიც უდნა იყოს ძალიან მარტივი და სწრაფად შესრულებადი. დასწავლა უნდა ხდებოდეს საკლასო ოთახში და არაა საჭირო საშინაო დავალებების ტარება ჩანთებით.
ადამიანის განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბედნიერების განცდა. აღმზრდელმა უნდა იმუშაოს იმაზე, რასაც მოაქვს ეს განცდა. ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი და ის აუცილებლად იპოვის თავის თავს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, რომელსაც განვითარების ინდივიდუალური ხაზი აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი ბავშვი ზუსტად 2 დღის წინ გახდა 6 წლის და ზოგი 7 თვის წინ და ეს განსხვავებები გასათვალისწინებელია. 6 წლის და 7 თვის ბავშვი გაცილებით წინაა განვითარებით, ვიდრე 6 წლის და 1 დღის.
აუცილებელია თუ არა ბავშვის დატვირთვა სხვადასხვა წრეებით სკოლის პარალულურად? ფიზიკური დატვირთვა კარგია ზომიერად. სასურველია, რომ დაწყებითი სკოლის მოსწავლე დადიოდეს სკოლაში და ერთი, რომელიმე სახეობის სპორტზე. თუ სკოლაში სპორტის ამბავი კარგად არის დაგეგმილი, ჯობს დავუტოვოთ ჩვენს შვილებს თავისუფალი დრო „არაფრის კეთებისთვის“. არ შეიძლება, რომ მისი დრო იყოს ამოვსებული მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მცალია. მნიშვნელოვანია, ნელ–ნელა მივაწოდოთ ბავშვს მისთვის საინტერესო აქტივობები. მართალი გითხრათ, ძალიამ მინდა, რომ ჩემმა შვილმა იაროს ერთ-ერთი სკოლის გუნდზე, მაგრამ მას უნდა სიარული თექაზე, მე თანახმა ვარ. რომ ვკითხე, გუნდი გინდა თქო? მითხრა მოვიფიქრებ, როდის მინდაო. ბავშვმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი და მე მას ამაში უნდა დავეხმარო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ჩაერიონ თუ არა მშობლები შვილების კონფლიქტში, როცა საუბარია ფიზიკურ დაპირისპირებსა და ბულინგზე ფიზიკური დაპირისპირება და ბულინგი კონფლიქტის ძალიან სერიოზული ნაწილია. არსებობს ტექნიკა, როგორ ვდგებით შუაში ფიზიკური დაპირისპირების დროს, როგორ ვაშორებთ ერთმანეთს და შემდეგ, რა დრო გვაქვს, იმისთვის, რომ სიტუაცია დაწყანარდეს  და რამდენი ხნის მერე უნდა დაველაპარაკოთ ბავშვებს. ამაზე ფსიქოლოგების უამრავი რეკომენდაცია არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ქცევა იყოს მშვიდი, წყნარი, იზოლირებული. გადის ორივე ცალცალკე, ვაძლევთ ამოსუნთქვის საშულებას. წყალს ვაწვდით და ვეუბნებით რომ ვიცი, გაბრაზდი, გასაგებია და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი გაივლის, ვსაუბრობთ, როგორ გამოვხატოთ სიბრაზე. თუ რომელიმე ბავშვი სიბრაზეს ისე გამოხატავს, რომ ვერბალური და ფიზიკური აგრესიის მაჩვენებელი მაღალია, სასწავლო დაწესებულების თანამშრომელმა ის უნდა გააგზავნოს სპეცილისტთან.
აი ბულინგი აბსოლუტურად სხვა თემაა. ამაზე ეგრევე ყურებდაცქვეტილი და თვალებგაფართოებული უნდა იყოს სკოლის წარმომადგენელიც და მშობელიც. ეს იმხელა პრობლემაა, ამან შეიძლება ადამიანი მიიყვანოს თვითშეფასების დაქვეითებამდე, აპათიურ გუნება-განწყობილებამდე, აგრესიამდე და თავად გახდეს ბულერი. ბულინგი არის თემა, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ ძალიან სეროზულად.
    [post_title] => 3 რამ, რაც მიგითითებთ, რომ თქვენი შვილი სკოლისთვის მზადაა – ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => 3-ram-rac-migititebt-rom-tqveni-shvili-skolistvis-mzadaa-fsiqolog-nata-mefarishvilis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-19 20:12:47 [post_modified_gmt] => 2018-09-19 16:12:47 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=286424 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 101 [max_num_pages] => 34 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 42a4f8c0f9b84dcf018d83529355f971 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები