LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ასეთი რამ ხდება სირიაში, სად ხარ შენ, ნატო, რატომ არ იკავებ ჩვენს მხარეს?“ -რეჯეფ თაიფ ერდოღანი

92

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა,  ნატო იმის გამო გააკრიტიკა, რომ ალიანსი თურქეთს მხარს არ უჭერს სირიაში მიმდინარე ოპერაციაში. როგორც სააგენტო Anadolu წერს, ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის მოსაზღვრე თურქეთი როგორც ტერორისტული ჯგუფების, ისე სირიის რეჟიმის სამიზნე ხდება.

„ეი, ნატო, სად ხარ? ჩვენ ამდენს ვიბრძვით. ნატო-ვ, ნუთუ თურქეთი ნატო-ს წევრი არ არის? სად ხარ?“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ მერსინში სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის მიზანი არ არის სხვა ქვეყნის ტერიტორიების დაპყრობა, არამედ რეგიონში ტერორიზმის აღმოფხვრაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები