LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ფული ტრადიციაზე მაღლა დგას: რეალი ჯვარს მოიშორებს

97

მადრიდის ”რეალი” საკუთარი ემბლემიდან ჯვარს წაშლის იმ სპორტულ ატრიბუტებზე, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი.

El Confidencial-ის ინფორმაციით სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას სურს უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და უფრო მეტი საკლუბო ატრიბუტიკა გაყიდოს, ამიტომაც მადრიდში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.

სამეფო კლუბის ბოსების აზრს სრულად იზიარებს კომპანია Marka-ს ვიცე-პრეზიდენტი ჰალედ ალ მჰეირი.

”ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ სპარსეთის ყურის რეგიონებთან, სადაც ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ჯვრის გამოსახულებიანი პროდუქციის გასაყიდად გატანისას”, – განაცხადა ალ მჰეირიმ, რომლის კომპანიაც სწორედ აღნიშნულ რეგიონში გახლავთ ”რეალის” ოფიციალური წარმომადგენელი და შესაბამისად,კლუბის ლოგოტიპის გამოსახულებით დამშვენებულ ატრიბუტებს ყიდის.

აღნიშნული ცვლილება შეეხება მხოლოდ საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ყატარის, ქუვეითის, ბაჰრეინისა და ომენისათვის განკუთვნილ პროდუქციას, ყველა დანარჩენ ქვეყანაში კი კლუბის ემბლემა პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები