LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც სააკაშვილი გაქებთ, ესე იგი, რაღაცას სწორად არ აკეთებთ, მეგობრებო – თალაკვაძე არასამთავრობოებს

68

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გაქებთ ესე იგი, რაღაცას სწორად არ აკეთებთ, მეგობრებო, – ასე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე არასამთავრობო სექტორის მხრიდან რეაქცია არ ყოფილა.

„წარმოუდგენელია და შეუთავსებელია თავისუფლებასთან და დემოკრატიასთან, როცა ტელევიზიის დირექტორი საზოგადოებას ადამიანის შევიწროებისკენ, დევნისკენ მოუწოდებს. არჩევნების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდის, როცა ტელევიზია საარჩევნო სუბიექტს ღიად ემუქრება. ამაზე სამოქალაქო საზოგადოების რეაქცია აუცილებელი იყო. სხვა მაგალითებიც დაგროვდა ბოლო პერიოდში, რაზეც რეაქცია არ არის, ან მიკერძოებულია და ეს ძალიან შემაშფოთებელია. შერჩევითი მიდგომა აზიანებს სამოქალაქო საზოგადოების იდეას“, – აცხადებს თალაკვაძე.