LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან და რა მარშუტებზე გამოჩნდება MAN-ის 98 ახალი ავტობუსი?

81

MAN-ის ყველა ავტობუსი თბილისში, ზაფხულიდან გამოჩნდება, მას შემდეგ რაც ახალი ავტობაზა სრულად მოეწყობა.

როგორც “ფორტუნას” ტრანსპორტის სამსახურში განუცხადეს, დანარჩენი ავტობუსები, სწორედ ბაზის არარსებობის გამოა ამ დრომდე გაჩერებული.

MAN-ის დარჩენილი 98 ავტობუსი ზაფხულში შემდეგ ნომერ მარშრუტებზე დაემატება: 14, 21, 24, 33, 88, 140, 150.

ტრანსპორტის სამსახურის ცნობით, გამოთავისუფლებული დიდი და საშუალო ზომის ყვითელი ავტობუსები, იმ მარშრუტებზე დაემატება, სადაც ამის საჭიროება იქნება. ზოგიერთი მათგანი კი შესაძლოა, საერთოდ ჩამოსაწერი გახდეს.

თბილისის მერიამ MAN-ის ავტობუსები EBRD-ის 27 მლნ-იანი და G5B-ის 7 მილიონიანი გრანტით შეიძინა. ავტობუსების თბილისში შემოყვანა სრულად, მარტში დასრულდა.

პირველი ლურჯი ავტობუსი 61 ნომერ მარშრუტზე ოქტომბერში გავიდა, შემდეგ 51 ნომერზე. ამ დროისთვის MAN-ის ავტობუსები 5 მარშრუტზე მოძრაობს. ესენია: 61, 51, 37, 87 და 9.

დღეისთვის თბილისში 45 ახალი ავტობუსი მოძრაობს, მთლიანობაში კი დაახლოებით 525 ავტობუსი ემსახურება ქალაქს. მას შემდეგ, რაც MAN-ის ყველა ავტობუსი გავა მარშრუტებზე, დედაქალაქში მგზავრთა გადაყვანაზე 620-ზე მეტი ავტობუსი იზრუნებს.

როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ამბობენ, ეს თბილისის მგზავრთნაკადისთვის საკმარისი რაოდენობა არ არის, თუმცა მოქალაქეების გადაადგილება გარკვეულწილად, გაუმჯობესდება.

უახლოესი წლების განმავლობაში, მერია მუნიციპალური ავტოპარკის სრულად განახლებას გეგმავს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები