LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან შეძლებთ პეკინზე შეუფერხებლად გადაადგილებას?

82

პეკინის ქუჩაზე პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი დასრულებულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამა.

ნარმანიას თქმით, 4 გზაჯვარედინიდან მოწყობილია საფუძვლის ფენები და საფარის ქვედა ფენა სამზე, დარჩენილია მიცკევიჩის ქუჩის გზაჯვარედინი, რომელიც დასრულდება რამდენიმე დღეში.

„ყველას მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია და აქვე გეტყვით, რომ წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მიმდინარე კვირიდან, GWP სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს დაიწყებს. პროცესი მიმდინარეობს დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რათა 10 სექტემბრისთვის, სასწავლო წლის დაწყებამდე, ჩვენმა თანამოქალაეებმა პეკინზე შეუფერხებლად გადაადგილება შეძლონ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს კვლევა პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების თაობაზე”, – განაცხადა ნარმანიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები