LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან შეგეძლებათ „აეროსმიტის“ ბილეთების შეძენა

79

ლეგენდარული როკ-ჯგუფი „აეროსმიტი“ საქართველოში მაისში ჩამოვა. მათი ოფიციალური დასამშვიდობებელი ტურნეს ფარგლებში, „აეროსმიტის“ კონცერტი შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზში „ბლექ სი არენა“ გაიმართება. ჯგუფი კონცერტს თავადაც აანონსებს ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე. უკვე იყიდება მაისურები, რომლებზეც საქართველო აწერია.

ჯგუფის თაყვანისმცემლებს აინტერესებთ, როდიდან გაიყიდება ბილეთები. „ბლექ სი არენა“ შემდეგ კვირას ღონისძიების შესახებ დაწვრილებით ისაუბრებს. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, როდიდან შევძლებთ ბილეთების შეძენას, არ არის. რადიო „ფორტუნასთვის“ სავარაუდო თარიღი გახდა ცნობილი – როგორც შევიტყვეთ, tkt.ge-ზე ბილეთები შესაძლოა, თებერვლის დასაწყისიდან გამოჩნდეს. ვინაიდან საკმაოდ დიდია მოთხოვნა, სავარაუდოა ისიც, რომ ბილეთები ელვის სისწრაფით გაიყიდება.

ჯერჯერობით ასევე უცნობია, რა ფასები ექნება ბილეთებს. ცნობილია, რომ „ბლექ სი არენა“ ფასებს მაქსიმალურად არეგულირებს, რომ მსურველებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. საბოლოო განფასებას ქართული მხარე „აეროსმიტის“ მენეჯმენტთან შეათანხმებს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები