LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის აინთება თბილისში დამონტაჟებული ახალი ილუმინაციები

197

თბილისში საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟება გუშინ დაიწყო.

სადღესასწაულო ელფერს დედაქალაქს “თბილსერვის” ჯგუფი აძლევს.

როგორც კომპანიაში “ფორტუნას” განუცხადეს, თბილისის მასშტაბით ილუმინაციების დამონტაჟება დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა “თბილსერვის ჯგუფში” აღნიშნეს, რომ საახალწლო განათებები, ნაძვისხესთან ერთად, 12-დან 15 დეკემბრამდე, მთელ ქალაქში ერთდროულად, აინთება.

ნახეთ ამავე თემაზე: როგორი საახალწლო განათებები მონტაჟდება რუსთაველზე (ფოტოები)

პოპულალურები