LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის და როგორ გეგმავდა რუსეთი აფხაზეთის წართმევას

730

რუსეთს საქართველოს დაყოფა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში უნდოდა. ინტერნეტში დევს ცკ-ს მდივნის სუსლოვის „რეცეპტი“, თუ როგორ ფიქრობდნენ და რა გზებით გეგმავდნენ საქართველოს წელში გადატეხვას. ეს ყველაფერი ქართველების „თავისუფლებისადმი სწრაფვით“ და „უნდობლობით“ იხსნებოდა. მართალია საბჭოთა კავშირის პირობებში საქართველოს დაქუცმაცება ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ დამოუკიდებლობის განზრახვამ რუსეთს ჯერ კიდევ ათეული წლების წინ ჩაფიქრებული გეგმის განხორციელებისკენ უბიძგა. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მტერმა საწადელს შეიძლება არა სრულად, მაგრამ მაინც მიაღწია: აფხაზეთი…

 

 

სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის მდივნის მიხაილ სუსლოვის მოხსენებიდან – 1961 წელი

 

დღეს თუ არა ხვალ, ქართველები დაიწყებენ ბრძოლას კომუნიზმის წინააღმდეგ, დამოუკიდებლობისთვის. ქართველებთან ბრძოლა უნდა დაიწყო აფხაზეთიდან. სამეგრელოს და სვანეთს ავტონომია უნდა მიანიჭო. მათში სათითაოდ უნდა აღძრა ნაციონალისტური გრძნობები. ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ ქართველები აფხაზეთში ჩასახლებულები არიან. დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთს უნდა დავუპირისპიროთ. ამის შემდეგ შევასრულოთ შუამავლის როლი.

 

 

სუსლოვი, მიხაილ ანდრეის ძე – 1902-1982

სსრკ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები