LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის და ვის უტანდნენ ქართული გუნდები 5 და მეტ გოლს

56

ქუთაისის “ტორპედომ”, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ალბანურ “კუკეშს” 5 გოლი გაუტანა.

საბოლოოდ, ქუთაისელებმა 5:2 მოიგეს და აღსანიშნავია, რომ ევროთასებზე “ტორპედოს” ანგარიშით 5:2 ადრეც მოუგია და 5 გოლზე მეტიც გაუტანია.

Sportall.ge-მ იმ შეხვედრებს მოუყარა თავი, სადაც ქართულმა კლუბებმა ევროსარბიელის მატჩებში 5 და მეტი ბურთი გაიტანეს.

დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით. 1997/98 წლების სეზონში “დინამო თბილისმა” საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიის “კრუისეიდერსს” 5:1 მოუგო, გასვლით მატჩში კი 3:1 იმარჯვა.

2002/03 წლების სეზონში ქუთაისის “ტორპედომ” ფარერების “ტორსჰავენი” საკუთარ მოედანზე 5:2 დაამარცხა.

2004/05 წლების სეზონში მცხეთის “ვიტ ჯორჯიამ” ფარერების “ჰავნარს” საკუთარ მოედანზე 5:0 მოუგო.

2013/14 წლების სეზონში “დინამო თბილისმა” ფარერების “სტრეიმურს” საკუთარ მოედანზე 6:1 სძლია.

 

გადავიდეთ უეფას თასსა და ევროპის ლიგაზე.

1996 წელს ბათუმის “დინამომ” ფარერების “ჰავნარს” 6 უპასუხო გოლი გაუტანა.

2009/10 წლების სეზონში საშინაო მატჩში “ზესტაფონმა” ჩრდილოეთ ირლანდიის “ლისბურნ დისტილერი” 6:0 დაამარცხა.

ქართულმა კლუბმა მეტოქე არც გასვლაზე დაინდო და 5 უპასუხო ბურთი გაუტანა.

იმავე “ზესტაფონმა” 2010/11 წლების სეზონში სან-მარინოს “ფაეტანოს” 5:0 მოუგო.

2011/12 წლების სეზონში “დინამო თბილისმა” უელსის “ლანელს” 5:0 სძლია.

2012/13 წლებში რუსთავის “მეტალურგმა” ალბანეთის “ტეუტა” 6:1 გაანადგურა.

 

რაც შეეხება ინტერტოტოს თასს, რომელიც 2008 წლის შემდეგ აღარ ტარდება, აქ ქუთაისის “ტორპედომ” სომხეთის “ერებუნს” 1998 წელს 6:0 მოუგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები