LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დასრულდება წვიმიანი ამინდი საქართველოში

50

საქართველოში ხვალაც წვიმიანი ამინდი გველის. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ღამით შესაძლებელია დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდეს. მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი. არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგიერთ რაიონში კვლავ იწვიმებს. რაც შეეხება თბილისს, ხვალ იწვიმებს, ჰაერი კი 13 გრადუსამდე გათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების დეპარტამენტის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის თქმით,18 ოქტომბრიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს.

 “მომდევნო დღეებში თბილისში ჰაერის ტემპერატურა 19–20 გრადუსი იქნება.  18 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოში დღისით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ ღამის ტემპერატურა დაიკლებს. 18 ოქტომბერს დღისით ჰაერი 16–21– გრადუსამდე გათბება, ხოლო 19 ოქტომბერს 19–24 გრადუსამდე,” – განმარტავს სვეტლანა ნიორაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები