LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გადავა ნუცა ბუზალაძე თურქეთში საცხოვრებლად და რა ხდება მომღერლის პირად ცხოვრებაში?!

166

რამდენიმე კვირის წინ ნუცა ბუზალაძის “თურქულ ვოისში“ გამოჩენას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალმა პროექტის პირველი ეტაპი, ბრმა კასტინგი, წარმატებით გაიარა და 2016 წლის იანვარში თურქეთში მიემგზავრება, რათა ფინალისკენ გაიკვალოს გზა. თუმცა სანამ ნუცა საქართველოს დატოვებს კონკურსის შესახებ გამოვკითხეთ.

ნუცა როდის მიდიხარ თურქეთში?

– 30-ში მივდივარ სტამბოლში. მაგრამ იქ ვიქნები ერთი დღე, რადგან რაღაც პატარა გადაღება არის და იმისთვის ჩავდივარ. 31-ში საქართველოში ვბრუნდები. ჯერჯერობით არ ვიცი როდის წავალ თურქეთში, ალბათ 10 რიცხვამდე, იმიტომ რომ უკვე რეპეტიციები იწყება რინგისთვის.

ნუცა ერთ-ერთ ინტერვიუში იყო საუბარი იმაზე, რომ თურქეთში აპირებ საცხოვრებლად გადასვლას, რატომ გადაწყვიტე?

– იცით როგორ არის? ეგრე გამოვიდა, იმიტომ რომ მე აქამდეც ვცხოვრობდი თურქეთში. მარტო სკოლის გამოვდიოდი ხოლმე თბილისში. დანარჩენი დრო, მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული თურქეთში. მას შემდეგ რაც საქართველოში გავხდი ცნობილი, უკვე ვეღარ ვახერხებდი ხშირად ჩასვლას. მგონი ორი წელია, “თურქეთის ვოისამდე“, რაც არ ვყოფილვარ სტამბოლში და ძალიან მენატრებოდა. სკოლა რომ დავამთავრე ამიტომ გადავწყვიტე ამ პროექტში გამოსვლა, რადგან მე ვფიქრობ რომ უკვე დროა რომ დიდ ბაზარზე გავიდე. მე ვფიქრობ რომ თურქეთი ჩემთან ძალიან ახლოს არის, ზოგადად საქართველოსთანაც ახლოს არის. თურქულიც ვიცი, მაგრამ ჯერ დაზუსტებით ვერ ვიტყვი გადავალ თუ არა თურქეთში საცხოვრებლად, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში კარგი რაც ხდება, ყველაფერი სპონტანურად ხდება. შესაბამისად წინასწარ დანამდვილებით ვერ ვიტყვი გადავალ თუ არა თურქეთში საცხოვრებლად. იხილეთ სრულად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები