თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, როგორ მოვიქცეთ “სასწრაფო პედიატრის” მოსვლამდე – პედიატრ ეკა ყიფიანის რეკომენდაციები

პოპულარული

თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, როგორ მოვიქცეთ “სასწრაფო პედიატრის” მოსვლამდე – პედიატრ ეკა ყიფიანის რეკომენდაციები

გრიპის დაავადების შემთხვევების გაზრდის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ კომპლექსურ ღონისძიებები დაიწყო. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც მიმდინარე წლის დასაწყისში 3 კვირის განმავლობაში მუშაობდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ეპიდემია, ეპიდემიას თავისი მახასიათებელი აქვს. იმის გამო, რომ გაზრდილია მნიშვნელოვნად მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გააქტიუროს  პროტოკოლი, კერძოდ,  შეიქმნა ახალი სადისპეჩერო, სადაც გადამისამართდება სხვადსახვა ჩივილების მქონე გამოძახებები და ზარები და უკვე ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები. დამატებით გაიხსნება საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში იმუშავებენ. ყველაზე მეტი მიმართვიანობა ამჯერად გრიპის ვირუსის გამოა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სპეციალიზირებული ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ”სასწრაფო პედიატრი”, რომელიც 24 საათის მანძილზე მუშაობს და პატარა პაციენტებს ემსახურება. რადგან პატარების თემა კიდევ უფრო სენსიტიურია მშობლებისთვის, გადავწყვიტეთ ახალი წლის დადგომამდე 2 დღით ადრე გავარკვიოთ, როგორ იმუშავებს ახალი წლის დღეებში სასწრაფი პედიატრი, ხომ არ იქნება რაიმე სახის შეფერხება და რაც მთვარია, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო. გადაცემის “სტუმრად ექიმთან” კითხვებს „სასწრაფო პედიატრი“–ს ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, პედიატრი ეკა ყიფიანი პასუხობს.

ქალაბტონო ეკა, პირველ რიგში გრიპის სიმპტომებზე მინდა გკითხოთ, იკლო თუ პირიქით, იმატა გამოძახებებმა?

გამოძახებების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია, სექტემბერ-ოქტომბერთან შედარებით გაორმაგდა. როგორც წესი, გამოძახებების რაოდენობა პიკს აღწევს ხოლმე თებერვალში, თუმცა ალბათ ამინდის გამო ადრიანად დაიწყო ვირუსული ინფექციების ზრდა თავისი შესაბამისი გართულებებით. ჩვენი სამსახური აბსოლუტური მობილიზებით, კვალიფიციური კადრებითა და ბრიგადების რაოდენობის გაზრდით შეხვდა ამ ყველაფერს და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენდამი გაზრდილი მოთხოვნა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ.

რა არის ვირუსის მთავარი წყარო, მოავადე ადამიანი, თუ ამინდის ცვლილება?

არცერთი ერთმანეთს არ გამორიცხავს. დაბალი ტემპერატურა აქვეითებს იმუნიტეტს და ვირუსის მიმღეობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ტემპერატურის პირობებში. ის რაც ავრცელებს ვირუსს, არის ჰიგიენის წესების ცოტათი არასწორად გაგება და თავშეყრის ადგილები, ვგულისხმობ ბაღსა და სკოლას. პედიატრებისგან მინდა რეკომენდაციის სახით ვთქვა, რომ მაქსიმალურად ხშირად ანიავონ საკლასო ოთახები, ყოველ ათ წუთში ერთხელ განიავებული ოთახი მინიმუმადე დაიყვანს ვირუსის გავრცელების რისკს. იქ, სადაც არ ხდება ოთახის განიავება, ჩართულია გათბობა და არ ხდება ბოლომდე გამოჯანმრთელებული ბავშვის მიყვანა, არის იდეალური გარემო იმისათვის, რომ ვირუსული ინფექცია გავრცელდეს.

რა დროში უნდა იყოს სასწრაფო გამოძახებიდან მისამართზე?

არის შემთხვევები, როდესაც დედას ტელეფონი გათიშული არ აქვს და სასწრაფო უკვე მასთან არის და არის შემთხვევები, როდესაც ვიგვიანებთ, თუმცა ვცდილობთ ეს არ იყოს 30-40 წუთზე მეტი. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ბავშვთა სასწრაფო პედიატრი არის 15 წლიანი ორგანიზაცია, რომელიც დგას ბავშვების სადარაჯოზე, ვამატებთ ახალ სერვისებს, ინოვაციებს… როდესაც ხდება ზარის შემოსვლა დაუყონებლივ გადის თავისუფალი ბრიგადა გამოძახებაზე. მაგრამ თუ მშობელი ჯერ რეკავს სადაზღვევო კომპანიაში და შემდეგ უკვე სადაზღვევო კომპანია გვიკავშირდება ჩვენ, ეს რა თქმა დროს მოითხოვს. ძალიან გვირთულებს მდგომარეობას საცობები, მოგეხსენებათ, არის უბნები, სადაც დროულად გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ ვახდენთ მუდმივ კომუნიკაციას მშობელთან, რადგან ის დაბნეულია, ღელავს და ეს გადადის ბავშვზეც. როდესაც პედიატრი მშობელთან ხაზზეა, ის უფრო მშვიდად არის.

რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, სანამ მასთან მივა სასწრაფო. რა არის პირველადი დახმარება მაღალი ტემპერატურის დროს, ან ძლიერი ხველის დროს?

16 112 არის ჩვენი უნივერსალური ნომერი, რომელიც შევქმენით იმისთვის, რომ ნებისმიერი მსგავსი ტიპის პრობლემა იყოს მოგვარებული. გარდა იმისა, რომ ბინაზე იღებთ ამბულატორიულ და გადაუდებელ დახმარებას და ეს განასხვავებს სწორედ ჩვენს სამსახურს ჩვეულებრივი სასწრაფო დახმარებისგან. გადაუდებელ მდგომარეობას ბავშვებში ბევრი რამ ქმნის. რთულია, მზა რეკომენდაცია მოგცეთ, რომელიც ყველა მდგომარეობას მოერგება. დარეკეთ და გაესაუბრეთ პედიატრს, 24 საათის განმავლობაში მზად ვართ პირველადი რეკომენდაცია პედიატრისგან მოისმინოთ. მაღალი ტემპერატურისას მშობელმა პირველ რიგში ბავშვს უნდა მისცეს დამწევი, თუ არ იცით დოზირება, დარეკეთ 16 112-ზე. თუკი ბავშვს აქვს ხველება, ეცადეთ, იყოს ჟანგბადით გაჯერებულ ოთახში, სანამ სასწრაფო დახმარების ექიმი მოვა.

რა შედის სასწრაფო დახმარების ექიმის კომპეტენციაში და რა სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს?

ის რაც ჩვენ 112-სგან განგვასხვავებს, გახლავთ ის, რომ არ ვემსახურებით მხოლოდ გადაუდებელ დახმარებას, ჩვენს მიერ ხდება წინასწარი დიაგნოზის განსაზღვრა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა მუდმივი პატრონაჟით მის გამოჯანმრთელებამდე. სასწრაფო პედიატრს შეუძლია ბინაზე ჩაატაროს სატურომეტრია, შაქრის განსაზღვრა სისხლში, სასიცოცხლო პარამეტრების შეფასება, აუსკულტაცია, ჭრილობის პირველადი დამუშავება და ა.შ.

თქვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად შეამციროთ პაციენტების ჰისპიტალიზაცია, რა არის ის ჩივილი, რა დროსაც აუცილებელია ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა?

ჩვენი სტატისტიკით ძალიან ვამაყობთ, 100%-დან მხოლოდ 3%-ში გვაქვს გადაყვანა. რაც შეეხება ჩვენებას, რომელიც ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ არის განსაზღვრული, ეს არის მაღალი ტემპერატურა სამ თვემდე ასაკის ბავშებში, სამი თვის ზემოთ კი სითხისა და საკვების არ მიღება და მესამე, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა, როდესაც არ არის კონტაქტური, არის მოდუნებული და ა.შ. თუ რა ჭირს პატარას, ამის განსაზღვრა უკვე კლინიკაში უნდა მოხდეს.

არსებობს თუ არა ვირუსების წინააღმდეგ პრევენციის საშუალებები და იკლო თუ იმატა იმ პაციენტებში ვირუსების რაოდენობამ, რომლებსაც აქვთ გაკეთებული გრიპის ვაქცინა?

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა სულ რამდენიმე წლის წინ აშშ-ში შეიქმნა, შესაბამისი ტექნიკური დამუშავებით, არის აბსოლუტურად უსაფრთხო ვაქცინა. ერთადერთი მისი გამოყენება არ შეიძლება კვერცხის გულზე მძიმე ალერგიის დროს. იმდენად კარგი შედეგები დაიდო, რომ აშშ-ში გეგმიურ კალენდარში შეიტანეს. ჩვენთან იმუნიზაციაზე კითხვის ნიშნები მაინც არის. ყველა მშობელს სურს ჯანმრთელი შვილი ჰყავდეს, თუმცა მათგან 25% არაიმუნიზებულია და ეს ბავშვები 12 უმძიმესი დაავადებისთვის არის განწირული. რა საკვირველია აცრილი ბავშვი გაცივდება, შეხვდება ვირუსი, მაგრამ გართულების პრევენციას რომ ნამდვილად ახდენს, ეს უკვე დადასტურებულია. ბავშვთა სასწრაფო პედიატრი იზიარებს რეკომენდაციას, რომ უნდა გაიკეთოთ გრიპის აცრა. იდეალური პერიოდია არაუმეტეს ნოემბრის ბოლო შაბათ კვირას, ამის შემდეგ ის უკვე კარგავს თავის ღირებულებებს. ჩვენი შიდა კვლევის მიხედვით, რა საკვირველია აცრილი პაციენტები ავადობენ, მაგრამ მათ არ სჭირდებათ ანტიბიოტიკებით თერაპია, ან ჰოსპიტალიზაცია.

რას იტყვით თვითნებურ მკურნალობაზე?

ეს საკმაოდ აქტუალური საკითხია. ხდება გამოცდილებების გაზიარება, წამალი არ არის უსაფრთხო და არავინ არის დაზღვეული მისი გვერდითი მოვლენებისგან. ძალიან კარგია ის, რომ ანტიბიოტიკის შეძენა აღარ შეიძლება რეცეპტის გარეშე. ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკის მიღება იგივეა, რომ წყალი დალიო და გარდა შედეგის არ ქონისა, ანტიბიოტიკი ამ დროს ასუსტებს იმუნიტეტს. როდესაც გართულებასთან გვაქვს საქმე, აღარ რჩება ექიმს არჩევანი რა დაუნიშნოს. ყველას ვურჩევ, არ მიიღოთ წამალი ექიმის გარეშე. რვა ავადობა წელიწადში, რომელიც არ რთულდება ბაქტერიული ინფექციით, ნორმაა და არ ნიშნავს იმას, რომ სუსტი იმუნიტეტი აქვს. ამ დროს ხდება ვირუსებისა და ორგანიზმის ნაცნობობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია, რადგან სტერილური გარემო დამღუპველია. ვიტამინები იმუნიტეტს არ ამაღლებს, უმრავლესობა ვიტამინებისა, რაც შემოდის, საერთოდ არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ. ერთადერთი, ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად, ბალანსირებულად და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

რას გვეტყვით ტერმინ „გაციებაზე“?

მთელს მსოფლიოში გამოიყენება ეს ტერმინი და ნიშნავს მსუბუქ ვირუსულ ინფექციას, რომელიც მიმდინარეობს ტემპერატურის გარეშე, ცხვირიდან გამონადენით, ყელის ტკივილით და ა.შ. მას არავითარი კონკრეტული მკურნალობა არ სჭირდება, სასურველია ბევრი სითხე და თუ არის მაგალითად თავის ტკივილი, მივცეთ ბავშვს ტკივილის საწინააღმდეგო წამალი. ფრაზა არ გადაგედება, ვირუსი არ მაქვს, რა თქმა უნდა აზრს მოკლებულია. საჭიროა ჰიგიენის წესების სწორად დაცვა, არ არის სასურველი ამ დროს ესტუმროთ ჩვილ ბავშვს.

როგორ იმუშავებს სასწრაფო პედიატრი ახალი წლის დღეებში და კონკრეტულად ახალის წლის ღამეს, 31 დეკემბერს?

ბავშვთა სასწრაფო პედიატრი სრული დატვირთვით იმუშავებს საახალწლო პერიოდში, ისევე როგორც დანარჩენ დღეებში. გვყავს 17 ბრიგადა მთელი ქალაქის მასშტაბით და ვფარავთ ქალაქის შემოგარენსაც. გვაქვს რამდენიმე ფილიალი, რომ ნაკლები იყოს დაგვიანების ალბათობა. ალერგიული რეაქციებისას, მაგალითად გამონაყარის, ან სუნთქვის გაძნელებისას დაუყონებლივ უნდა გამოიძახონ მშობლებმა სასწრაფო პედიატრი, თუმცა ეცადეთ, ზომიერება დაიცვათ ტკბილეულთან მიმართებაში. ალერგიული რეაქცია სწრაფად პროგრესირებს და ამიტომ დაუყონებლივ უნდა მოხდეს ჩარევა. სამ დღეზე მეტ ხანს თუ გრძელდება ტემპერატურა, ასევე საჭიროა პედიატრის გამოძახება. მე გისურვებთ ისეთ დღეებს, როდესაც არ დაგჭირდებათ ექიმის გამოძახება.

ხშირია პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დამწვრობა…

ყველა მათგანს აქვს მინიშნება/რეკომენდაცია, რომ ბავშვებისგან შორს უნდა იყოს. ყველა მშობელს ვურჩევ დაიცვან პიროტექნიკის გამოყენებისას ინსტრუქცია.

გადაცემის ჩანაწერი

რჩევები /

|

29 დეკემბერი, 2016

|

საკვანძო სიტყვები

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => eka-yifiani
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 99211
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => eka-yifiani
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 99211
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => eka-yifiani
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => eka-yifiani
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (99211) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (11873,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 149767
                    [post_author] => 4
                    [post_date] => 2017-07-28 12:26:11
                    [post_date_gmt] => 2017-07-28 08:26:11
                    [post_content] => 26 ივლისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ გოგონების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას მიეძღვნა. ჰიგიენური პროცედურების სწორად დაცვა, გინეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც განვითარების შეფერხებას იწვევს, დარღვეული მენსტრუალური ციკლი და რთული გარდატეხის ასაკი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ჟორდანიას კლინიკის ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა მაკა ჯორბენაძემ ისაუბრა.

რა სიმპტომების გამოვლენისას უნდა მიმართონ მშობლებმა ბავშვთა გინეკოლოგს?

უნდა გამოვყოთ ასაკობრივი ჯგუფები, გოგონები სქესობრივ მომწიფებამდე და სქესობრივი მომწიფების პერიოდში. სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე, ანუ რვა წლის ასაკამდე, ბავშვებს შეიძლება მრავალი პრობლემა ჰქონდეთ და დასჭირდეთ გინეკოლოგთან ვიზიტი. შეიძლება იყოს სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან, ქავილი, წვა, ტკივილი და ა.შ. შეიძლება იყოს ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, რაც გამოიხატება სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვებაში, მეორადი სასქესო ნიშნების წარმოქმნასა და ა.შ. ამ დროს აუცილებელია მშობელმა ბავშვთან ერთად მიმართოს ბავშვთა გინეკოლოგს და მოხდეს შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. თუკი ბავშვს 3-4 წლის ასაკში დაეწყო მკერდის ზრდა, დროულად უნდა მიმართოს მშობელმა სპეციალისტს. შეიძლება იყოს გენეტიკური ანომალიები, რაც ახალშობილობის შემდეგ ვლინდება, გინეკოლოგმა უნდა შეაფასოს, როგორია გარეთა სასქესო ორგანოები, ხომ არ არის რაიმე განვითარების მანკი და ა.შ. რაც შეეხება სქესობრივი მომწიფების პერიოდს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით რვა წლის ასაკიდან იწყება, სხვადასხვა ნიშნებით გამოიხატება. პირველი ნიშანი ეს არის მკერდის გაჯირჯვება, შემდეგ კი იღლიის ფოსოსა და ბოქვენზე თმიანობის გაჩენა. ამ პერიოდში შეიძლება სხვადასხვა გართულება მოხდეს. მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენიდან დაახლოებით ორ წელიწადში იწყება პირველი მენსტრუაცია. თუ დაიწყო მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა რვა წლის ასაკში, 10-11 წლის ასაკში შეიძლება იყოს პირველი მენსტრუაცია, რომელსაც ჩვენ სამედიცინო ენაზე მენარხეს ვეძახით. შეიძლება იყოს მეორადი სასქესო ნიშნები, მაგრამ არ იყოს მენსტრუალური ციკლი, რაც სხვადასხვა პათოლოგიებთან არის კავშირში. მენსტრუალური ციკლის დადგომის შემდეგ, მოზარდობის პერიოდში, უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორია მათი ციკლი. პირველი მენსტრუაციიდან 2-3 წლის განმავლობაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის დარღვევა. ხშირად, ბავშვები სისხლდენას მალავენ, ეს გრძელდება ერთი თვეც კი და სანამ ძალიან არ დასუსტდებიან, დედა ვერ ამჩნევს. დარღვევის კიდევ ერთი ვარიანტია გაიშვიათება და მენსტრუალური ციკლი შეიძლება იყოს 3-6-9 თვეში ერთხელ.

შესაძლოა თუ არა, გინეკოლოგიურმა პრობლემებმა გამოიწვიოს განვითარების ეტაპების შეფერხება და როგორ უნდა მოხდეს ამის შეფასება?

რა თქმა უნდა, ხდება როგორც ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, ისე შეიძლება შეფერხდეს ეს პროცესი და ამისი მიზეზიც სხვადასხვა პათოლოგიები, ან ჰორმონალური დისბალანსი იყოს. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ასაკობრივ ნორმებს. ჩვენ ვამბობთ, რომ მომწიფება იწყება რვა წლიდან, მაგრამ ეს არის წიგნის მიხედვით. შეიძლება ბავშვი იყოს რვა წლის, არ ჰქონდეს განვითარებული არანაირი მეორადი სქესობრივი ნიშნები და ეს იყოს ნორმა, მაგრამ ამადროულად, რვა წლის ბავშვი შეიძლება იყოს განვითარებული ფიზიკურად, წონით, ზომით, სიმაღლით და შესაბამისად მას შეიძლება ჰქონდეს მეორადი სასქესო ნიშნები. შესაძლოა 11 წლის ასაკში არ ჰქონდეს გოგონას მეორადი სქესობრივი ნიშნები განვითარებული და ესეც არ არის საგანგაშო, თუკი ამ ფაქტს ბავშვის ფიზიკურ განვითარებასთან მიმართებაში ვაფასებთ. შეიძლება ბავშვს 5-6 წლის ასაკში ჰქონდეს მკერდი, მაგრამ ეს იყოს ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე, ანუ ბავშვი წონაში მეტია და ამასაც სჭირდება გამოკვლევა, რომ რაიმე სახის პათოლოგია გამოირიცხოს. როდესაც არ არის მეორადი სასქესო ნიშნები და არის მენსტრუალური გამონადენი, ესეც უნდა იქნას დიფერენცირებული, რომ არ გამოგვრჩეს რაიმე გართულება. მოგეხსენებათ, ეს ასაკი ძალიან რთულია, ამ დროს ბავშვები შორდებიან მშობლებს, საზოგადოებაში ამას „გარდატეხის ასაკს“ ეძახიან და ამ დროს შეიძლება რაიმე სიმპტომი, რომელიც მას აწუხებს, არ უთხრას მშობელს. ამიტომ, დედა უნდა იყოს ძალიან ყურადღებით.



როდესაც საქმე ეხება მენსტრუალური ციკლის დარღვევას, რა ჰორმონალურ ცვლილებებთან გვაქვს საქმე?

ასაკი, რომელიც არის უნივერსალური პირველი მენსტრუაციისთვის არის 11-13 წელი. რაც შეეხება დარღვევებს - მშობელი უნდა დააკვირდეს, ხომ არ არის თმიანობა, საუბარია გოგონებში მამაკაცური ტიპის გათმიანებაზე იქ, სადაც თმა არ უნდა იყოს და ამას სჭირდება მკურნალობა. შეიძლება ასეთი ტიპის თმა იყოს, ტუჩის ზედა მხარეს, ბაკებზე, მუცლის თეთრ ხაზზე, მკერდის ძვალზე - ეს ძალიან ხშირი პათოლოგიაა საქართველოში. დიაგნოსტირება საქართველოში რთული გახდა, რადგან მოდაშია ეპილაცია და ყველა მოზარდს გაკეთებული აქვს. ეს ცუდი არ არის, ესთეტიურად კარგია, მაგრამ ვეკითხებით პაციენტს, ხომ არ აქვს თმიანობა, რომ დავადგინოთ რასთან გვაქვს საქმე. ასევე, ხშირია სებორეა, ანუ გამონაყარი სახესა და ზურგზე და ამას კანის ცხიმიანობა იწვევს, ესეც სპეციალისტმა უნდა ნახოს და დაინიშნოს მკურნალობა. ყველაზე ხშირი სტატისტიკურად არის მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ამას თან სდევს თმიანობა, გამონაყარი და ამას უკვე პაციენტი გამოკითხვისას აღნიშნავს ხოლმე. მოზარდობის პერიოდში ხშირია მწვავე ინფექციები, რასაც წვა და ქავილი მოყვება და უნდა ინახოს სპეციალისტის მიერ, რათა მოხდეს დიაგნოსტირება. ხშირია მომართვიანობა მტკივნეული მესტრუაციის გამო, ეს შეიძლება იყოს გენეტიკური, ასაკობრივი, რაც უფრო ადრე იწყება, ამბობენ, რომ უფრო ხშირად არის ხოლმე მტკივნეული  და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აუცილებელია ექიმის ჩარევა.

რა მიიჩნევა მენსტრუალური ციკლის დარღვევად? 

ძალიან საინტერესოა ისიც, რა მიიჩნევა მენსტრუაციის დარღვევად. კლასიკურად მიიჩნევა, რომ მენსტრუაცია არის 28 დღეში ერთხელ, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა ქალბატონს ასე არ აქვს. მენსტრუაცია შეიძლება იყოს 21 დღეში ერთხელ და 35 დღეში ერთხელაც. ეს დიაპაზონია, რომელიც დარღვევად არ მიიჩნევა, თუკი 21 დღეზე ნაკლებია, დარღვევაა და 35 დღეზე მეტი გადაცდენაც დარღვევაა. რაც შეეხება დღეების რაოდენობას დაახლოებით შვიდ დღემდე ნორმალურია, შვიდი დღის შემდეგ მენსტრუალური გამონადენი პრობლემაა. რაოდენობრივად კი დღეში უნდა იყოს 80 მილილიტრი, ამაზე მეტი ჭარბად მიიჩნევა და საჭიროა ექიმის ჩარევა. პირველი მენსტრუაცია ხშირად არის ხოლმე გახანგრძლივებული და ეს განსაკუთრებით საყუარდღებოა, რადგან 1-2 თვე გრძელდება და ბავშვები მაშინ მიმართავენ კლინიკებს, როდესაც მწვავე ანემია აქვთ და სისხლის გადასხმა სჭირდებათ. შეიძლება მენარხე საერთოდ არ იყოს, გოგონას ჰქონდეს მეორადი სასქესო ნიშნები განვითარებული და ესეც სხვადასხვა პათოლოგიების მიზეზი იყოს. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საქალწულე აპკი დახურულია და სისხლი გარეთ არ გამოდის. შეიძლება ასე გაგრძელდეს 4-6 მენსტრუალური ციკლი, ამ დროს მცირე მენჯის არეში აქვთ ხოლმე ტკივილი  და სანამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე არ მივლენ, ექიმთან არ მიდიან. ასეთ დროს მცირე ქირურგიული ჩარევა ხდება. 16 წლის ასაკში თუ არ არის მენსტრუალური ციკლი, ეს უკვე დაგვიანებულია.



ადრეული სექსუალური კავშირი და ადრეული ორსულობა-მშობიარობა, რა ითვლება ადრეულ ასაკად და რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მხრივ?

ძალიან საინტერესო თემაა, გართულებები ბევრია მოზარდობის პერიოდში ორსულობისა და მშობიარობისას. ნაადრევი არის 19 წლის ასაკამდე ორსულობა და მშობიარობა, რაც ბევრ გართულებას იძლევა. ორსულები, რომლებიც მალავენ ორსულობას და არ არიან ქორწინებაში, ეს კიდევ უფრო ართულებს დედისა და ნაყოფის მდგომარეობას. მოზარდის შემთხვევაში, რომელიც თავადაც ყალიბდება და ატარებს ნაყოფს, ხშირია ანემია, ინფექცია, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მკვდრადშობადობა, ნაყოფის დაბალი წონა და მშობიარობის გართულება, რადგან არ არის კარგად განვითარებული მენჯის ძვალი. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც სწორედ მოზარდობასთან არის დაკავშირებული. მშობიარობის შემდეგ შეიძლება იყოს სისხლდენით გართულება. ყველა გართულება, რაც ჩამოვთავლე, ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ზრდასრულის ასაკის ქალბატონებში. შეიძლება 15 წლის ასაკში გოგონა იყოს ზრდასრული, ბავშვი გააჩინოს სრულფასოვნად, თუმცა პრობლემები ამის შემდეგ მაინც იწყება. ისინი არ არიან მზად ბავშვის გაზრდისთვის, არ კვებავენ ძუძუთი, არ უვლიან შესაბამისად, რადგანაც თავადაც ბავშვები არიან და ეს მძიმე პრობლემაა.
ნაადრევი სქესობრივი კავშირები იწვევს ნაადრევ ორსულობასა და მშობიარობას. ადრეული მენარხე შეიძლება ერთ-ერთი რისკი იყოს ნაადრევი ორსულობა-მშობიარობისა. ბავშვი ინფორმირებული იყოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ, რომ ნაადრევი ორსულობით საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას. არ არის აუცილებელი 14-16 წლის ასაკში ორსულობა - ეს უნდა გაითავისოს საქართველოს მოსახლეობამ.
. როგორი უნდა იყოს გოგონების ჰიგიენა, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა? ეს არის ანატომიური და ფიზიოლოგიოური ფაქტორები, ანატომიური გულისხმობს იმას, რომ არ არის ჩამოყალიბებული გარეთა სასქესო ორგანოები, არ არის ცხიმოვანი ქსოვილი განვითარებული დიდ სასირცხვო ბაგეში და ა.შ. ამ დროს ხელსაყრელი პირობებია იმისათვის, რომ განვითარდეს ინფექციები. ამ პერიოდში არის ხოლმე ესტროგენების დეფიციტიც და ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა. მშობლებს ხშირად გონიათ, რომ თუ ბავშვებს ხშირად დაბანენ და ბევრ საპონს გამოიყენებენ, ეს კარგია. ბავშვები, რომლებიც პამპერსს გამოიყენებენ, მათ უფრო ხშირად ბანენ, მაგრამ არ არის აუცილებელი საპნით მოხდეს ყოველი დაბანა, რადგან საპონი აშრობს გარეთა სასირცხვო ბაგეებს, რაც იწვევს ხოლმე მცირე სასირცხვო ბაგეების შეხორცებას. ეს საკმაოდ რთული და ხშირი პათოლოგიაა ბავშვებში, რადგან ამ დროს არ არის ესტროგენების საკმარისი რაოდენობა. თუ მთლიანად შეხორცდა მცირე სასირცხვო ბაგეები, ხდება შარდის შეკავება, რაც აღმავალ ინფექციას იწვევს. ხშირად მოდიან პაციენტები, რომ ქირურგის რეკომენდაციით პატარას სჭირდება ოპერაცია, თუმცა ჩვენ მედიკამენტოზურად და დედის მიერ, შესაბამისი ჰიგიენის დაცვით შეგვიძლია ბაგეების გახსნა და ნორმაში მოყვანა. შემდეგში არის სპეციალური დამატენიანებელი საშუალებები, რომელიც მოიხმარება ბავშვებში, რომ ასეთი ტიპის გართულება არ მოხდეს. დაბანა უნდა ხდებოდეს წინიდან უკან, რომ არ დაისვაროს სხვადასხვა ბაქტერიით გარეთა სასქესო ორგანოები. თუკი პატარს მკურნალობენ ანტიბიოტკიებით, შეიძლება თავი იჩინოს სოკოვანმა ინფექციამ, ამასაც მიხედვა სჭირდება. სასურველია პამპერსი ნაკლები დროის განმავლობაში ჰქონდეთ პატარებს. რადგან ჰაერთან კონტაქტი მნიშვნელოვანია. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება სველი ხელსახოცის გამოყენება, თუმცა, რა თქმა უნდა უმჯობესია დაბანა. მოზარდ გოგონებში ეს პრობლემა ნაკლებად არის, წინათ ამბობდნენ, რომ მენსტრუაციისას დაბანა არ შეიძლებოდა, პირიქით, ციკლის დროს უფრო ხშირად არის ჰიგიენის დაცვა საჭირო. ჟორდანიას კლინიკის დიღმის ფილიალი ცოტა ხნის წინ განახლდა... ჟორდანიას ინსტიტუტს დიდი ისტორია აქვს, ახლა მას ჟორდანიას კლინიკა ქვია. სხვადასხვა მიმართულებას ვთავაზობთ პაციენტებს, გვაქვს ინ ვინტრო განაყოფიერება, რეპროდუქციული განყოფილება, გენეტიკური, ჰორმონალური მიმართულება, საოფისე გინეკოლოგია, ენდოსკოპია, ბავშვთა განყოფილება და ა.შ. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/07/26-ivlisi-maka-jorbenadze.mp3"][/audio] [post_title] => გინეკოლოგიური დარღვევები და სიმპტომები, რომლებიც ბავშვის განვითარების შეფერხებას იწვევს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ginekologiuri-darghvevebi-da-simptomebi-romlebic-bavshvis-ganvitarebis-sheferkhebas-iwvevs [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-07-28 13:03:24 [post_modified_gmt] => 2017-07-28 09:03:24 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=149767 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 147931 [post_author] => 4 [post_date] => 2017-07-20 18:03:48 [post_date_gmt] => 2017-07-20 14:03:48 [post_content] => ოთხშაბათს 19 ივლისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ფიტოთერაპიას მიეძღვნა. მცენარეებით მკურნალობა, როგორც მას მეორენაირად უწოდებენ, ძალიან პოპულარულია საზოგადოებაში. როგორც წესი, ფიტოთერაპიას პაციენტები მაშინ მიმართავენ, როცა ტრადიციული მედიცია მკურნალობისას შედეგს არ იძლევა. რა დაავადებების დროს არის ეფექტური მცენარეებით მკურნალობა, რა შედეგები აქვთ პაციენტებს უმძიმესი დაავადებებთან ბრძოლის პროცესში და რაში მდგომარეობს ფიტოთერაპიის უნიკალური ეფექტის საიდუმლო – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში ექიმმა-ფიტოთერაპევტმა, დავით ვაშაძემ ისაუბრა. ბატონო დავით, რა არის ფიტოთერაპია და საიდან იღებს ის სათავეს? ფიტოთერაპია ერთ-ერთი უძველესი დარგია, თერაპია ნიშნავს ყველაფერს შინაგანს, ფიტო კი მცენარეს. საუკუნეების განმავლობაში დაიხვეწა ეს დარგი, შეგროვდა ბევრი საინტერესო რეცეპტი. საქართველოში მხოლოდ ხუთი წიგნი შემოგვრჩა და  თითოეული მათგანი უნიკალურია. ჩინური და ქართული მედიცინა ნამდვილად არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. წინა საუკუნეებში მარტივი იყო ინფორმაციის, რეცეპტების გაცვლა. რაც შეეხება ქიმიური და მცენარეული წამლების დაპირისპირებას, კვალიფიციურ ექიმს შეუძლია დანიშნოს ან ქიმიური მედიკამენტი, ან სხვადასხვა მცენარით ააწყოს წამალი. სასურველია პაციენტისთვის კეთდებოდეს ინდივიდუალური წამალი. დღეს საქართველოში ყველაფერს ერთი წამლით მკურნალობენ. წამალი ყველა კარგია, თუ ის ხარისხიანია, შეირჩევა დროულად და სწორად. სეფსისს რომ ბალახებით უმკურნალო, ეს სრული იდიოტობა იქნება, ადამიანი დაიღუპება... რატომ არის ფიტოთერაპია ეფექტური მაშინ, როდესაც  ქიმიურ მედიკამენტებს შედეგი არ მოაქვს? ხდება პაციენტთან გასაუბრება, ირკვევა, ხომ არ იყო დაშვებული შეცდომა კვლევაში, შესაბამისად არასწორად ინიშნება წამალიც. ზოგ შემთხვევაში მედიკამენტი უხარისხოა და ა.შ. წინათ ყველა ახალი წამლის გამოცდა მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა. დღეს უამრავი ახალი მედიკამენტი შემოდის, ძალიან კარგი ანოტაცია აქვს და არის სრულიად უშედეგო. ძვირი წამალი - იმედია ეს ფრაზა აღარ იარსებებს და ადამიანს ექნება საშუალება მოთხოვნისა და საჭიროების მიხედვით შეიძინოს წამალი. რა დაავადებების დროს მოდიან ადამიანები თქვენთან? კარგი შედეგგი რომ მიიღო, აუცილებელია კვლევა იყოს ჩატარებული ზუსტად. მარტივად ექვემდებარება მკურნალობას ალერგია, ყაბზობა, დიარეა, დერმატიტები, შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, ეს უკვე დიაგნოზია  და მას შესაბამისი პროგრამული მკურნალობა სჭირდება, თუმცა შეგვიძლია მივეხმაროთ, რომ არ დაზიანდეს სხვადასხვა ორგანო. თუ თირკმელკენჭოვანი დაავადებაა, გააჩნია რა ეტაპზე მოხვდება პაციენტი ჩვენთან. ასევე, ეფექტურია ფიტოთერაპია ძილის პრობლემებისას, წნევის დარეგულირებისას, თუმცა, თუ არ არის ჰიპერტონია. მინდა ასევე ვთქვა, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის, მთავარია დროული მკურნალობა. იმ დროს, როდესაც პაციენტი იკეთებს ქიმიოთერაპიას და აქვს ტოქსიკური გამოვლინება, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ, თუკი წარმოიქმნება კუჭის მოქმედების პრობლემა, ფიტოთერაპია ეფექტურია, მაგრამ ის, რომ გააქრო სიმსივნური წარმონაქმნი, ასე არ ხდება. თუ ქიმიოთერაპიისას ვარდება თრომბოციტები, ან ირღვევა ღვიძლის ფუნქცია, სრულიად შესაძლებელია უმოკლეს ვადაში მდგომარეობის გაუმჯობესება. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პრობლემები აქვს, რომ  ექიმთან სიარული არ დასჭირდეს? რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მომრავლდა ბავშვების მიერ წონის დაკლებისთვის დიეტების დაცვა. ადამიანის ორგანიზმი ყალიბდება 23-25 წლამდე და თუკი ის მკაცრ დიეტაზეა და არასრულფასოვნად იკვებება, ჩამოუყალიბდება არაჯანსაღი ორგანო, არ იქნება ჯანსაღი კანის, თმის, კბილის ტრუქტურა. ორგანიზმს შეუძლია მოინელოს ყველაფერი, გარდა ქიმიური დანამატებისა და საღებავებისა. კონსერვანტდამატებული პროდუქტი ასევე რთული მოსანელებელია. დილით გაღვიძების შემდეგ აუცილებელია წყლის დალევა და მცირე საუზმის მიღება, ასევე, აუცილებელია სადილის მიღება. იმდენი პრობლემა მოიხსნება ამ დროს, რომ ექიმთან დიდ ხანს აღარ წახვალთ. რას იტყვით ბავშვებზე, რომლებსაც გამუდმებით აწუხებთ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები? ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ეს შეიძლება იყოს ალერგიულ ასთმური ბრონქიტი, ჭეშმარიტი ასთმა ბავშვებში ძალიან იშვიათია. ეს გამოწვეულია მედიკამენტით, ან გარემოთი და ა.შ. რთულია განიკურნოს სეზონური ალერგია. რაც შეეხება მზის, კვებით, მედიკამენტოზურ, მტვრის ალერგიას, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. უშვილობის პრობლემა... ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, მთავარია დადგინდეს სწორი სტრატეგია. ხდება გასაუბრება და დგინდება პრობლემა. შეიძლება იყოს ატიპიური საშვილოსნო, ფოლიკულის არ მომწიფება, ფარისებრის პრობლემა და ა.შ. მე ვიცი ვინ უნდა მივიღო და ვისთან მაქვს შედეგი. კარგი შედეგები გვაქვს ლაქტაციის პერიოდში რძის მოყვანისას, რძის შეწყვეტა არ შემიძლია, სამწუხაროდ. თქვენ აღნიშნეთ, რომ გაქვთ ძალიან კარგი შედეგი მოკლე დროში - ვადებზე ვისაუბროთ.... ყველა ექიმს მკურნალობის თავისი სტრატეგია აქვს. მაგალითად ერთი კვირა მკურნალობს, შემდეგ რამდენიმე დღე ისვენებს, რომ სიტუაცია სწორად შევაფასოთ. მაგალითად თირკმელ–კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში, გააჩნია, როგორია კენჭის შემცველობა, ზოგ შემთხვევაში ერთ კვირაში იშლება, ზოგჯერ კი თვეზე მეტია საჭირო. თუკი პაციენტს კუჭის წყლული აქვს, მხოლოდ ბარიუმით ჩატარებული კვლევა ბოლომდე ინფორმაციული არ არის, უმჯობესია ენდოსკოპიური კვლევა იყოს. ინფორმაციის შეგროვების შედეგად ვადგენთ მცენარეული თუ ქიმიური მედიკამენტი სჯობს და ა.შ. საშარდე გზების ინფექციებსა და ფილტვების პრობლემას თუ მკურნალობთ? გააჩნია მდგომარეობას. ორი ერთნაირი წამალი არ გამიკეთებია, ყველას სჭირდება განსხვავებული წამალი. ბალახი არაფერს გავნებს, ეს სწორი არ არის, შეიძლება პაციენტი ქიმიურ მედიკამენტს იღებდეს და მცენარეულმა წამალმა ის ორგანიზმიდან სწრაფად გამოდევნოს. რაც შეეხება ფილტვების პრობლემას, ანთებას, ბრონხიტებს - კარგი შედეგი გვაქვს. ტუბერკულიოზის შემთხვევაში, ფიტოთერაპიას კარგი შედეგი აქვს კომპლექსურად, ქიმიურ წამლებთან ერთად. თუ არის შემთხვევები, როდესაც საბოლოოდ აღმოფხვერით ის დაავადება, რომელსაც ადამიანი წლების განმავლობაში ებრძვის? რა თქმა უნდა. ბევრ შემთხვევაში ასეა, მაგალითად ქრონიკული დიარეა, ყაბზობა, თორკმელ-კენჭოვანი დაავადებები, ტუბერკულიოზი, პარაზიტულ ჭიები, ალერგიები... ზოგ შემთხვევაში ძალიან ბევრი გართულების არიდება შეიძლება. რა თქმა უნდა, მყავს ონკოლოგიური პაციენტები, თუმცა გააჩნია რა პრობლემაზე ვმკურნალობთ. მივმართავ ყველა ონკოლოგიურ პაციენტს, დროული ჩარევა ძალიან კარგ შედეგებს მოგიტანთ, ონკოლოგია ისე დაიხვეწა, რომ ყოველწლიურად ძალიან კარგი შედეგებია, მე კი ადამიანებს მდგომარეობის შემსუბუქებაში ვეხმარები. სიმპტომი, რომელიც ყოველ მეორე ადამიანს აქვს - ნევროზი.. თქვენ ამ მიმართულებით ბევრი პაციენტი გყავთ... უნდა შეფასდეს პაციენტის კატეგორია და ნევროზის გამომწვევი ფაქტორი. შეიძლება ზოგჯერ ვურჩიო პაციენტს, რომ ფსიქიატრს მიმართოს. გააჩნია ასაკს, გარემოს... თუკი ადამიანს რაიმე პრობლემა მოეხსნება, თავისთავად მას ნევროზიც აღარ აქვს. საჭიროა ინდივიდუალურად ფაქტის განხილვა და მკურნალობის შერჩევა. რაც შეეხება შფოთვას ბავშვებში, ეს მარტივი მოსაგვარებელია, თუკი უძილობით არის გამოხატული. თუ ადამიანი დღის განმავლობაში მშვიდად იქნება, მას ძილიც კარგი ექნება. ჩვენ პრობლემას საძილე საშუალებებით კი არ უნდა ვუმკურნალოთ, არამედ ზოგადად ნერვული მდგომარეობის გაუმჯობესებით, რაც ძილზეც აისახება. შეიძლება ადამიანი დღის განმავლობაში იყოს მშვიდად, კარგად და მხოლოდ ძილი უჭირდეს, ამ დროს შეგვიძლია მივცეთ საძილე საშუალება. ჰორმონალური პრობლემები - ფრაზა, რომელიც ძალიან გახშირდა ბოლო პერიოდში... გააჩნია რა ეტაპზე მოვა პაციენტი, თუ ეს არის ფოლიკულის არ მომწიფება, მაღალი პროლაქტინი და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გააჩნია პაციენტის მდგომარეობას. მე აუცილებლად მივცემ მას სწორ მიმართულებას. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/07/ekimebi-19-ivlisi.mp3"][/audio] [post_title] => როგორ ვიმკურნალოთ, როცა მედიკამენტებს შედეგი არ მოაქვს – ცნობილი ფიტოთერაპევტის, დავით ვაშაძის რჩევები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => rogor-vimkurnalot-roca-medikamentebs-shedegi-ar-moaqvs-cnobili-fitoterapevtis-davit-vashadzis-rchevebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-07-20 18:06:25 [post_modified_gmt] => 2017-07-20 14:06:25 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=147931 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 145944 [post_author] => 6 [post_date] => 2017-07-13 16:49:03 [post_date_gmt] => 2017-07-13 12:49:03 [post_content] => 12 ივლისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ თმის ცვენის პრობლემას დაეთმო. როდის და რატომ უნდა მივმართოთ თმის ცვენისას სპეციალისტს, როგორც გავმიჯნოთ რა სახის თმის ცვენასთან გვაქვს საქმე, რას გულისხმობს ტერმინი თმის გადანერგვა, როგორ მიმდინარეობს პროცედურა და რა შედეგებია ამ მხრივ საქართველოში – ამ და სხვა საინტრესო თემებზე დღეს ნატა ხარაშვილის გადაცემაში კლინიკა „თალიზის“ პლასტიკურმა ქირურგმა ეკა ყანდიაშვილმა ისაუბრა.  ქალბატონო ეკა, დავიწყოთ გადაცემა კლინიკის ისტორიით, რამდენი ხანია რაც „თალიზი“ არსებობს ქართულ ბაზარზე და ამ დროის მანძილზე როგორია მიღწეული შედეგები?  კლინიკა „თალიზი“ დაარსდა 1998 წელს. მას შემდეგ კლინიკაში 10 000-ზე მეტი ოპერაციაა ჩატარებული. პირველი ოპერაცია 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს კი უფრო რთული ოპერაცია შეგვიძლია 3-4 საათში გავაკეთოთ. კლინიკა „თალიზი“ პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში. კლინიკიდან გასული პაციენტი აუცილებლად თავდაჯერებულია. ზოგადად, თმის გადანერგვის ოპერაცია მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, მაგალითად აშშ-ში წელიწადში 300 000-ზე მეტი ასეთი ოპერაცია ტარდება.  რა არის თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რა როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორი და  ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები?  თმის ცვენის რამდენიმე ტიპი არსებობს და ყველა მათგანს თავისი მიზეზი აქვს. ყველაზე ხშირი არის ანდროგენული ტიპის თმის ცვენა. ანდროგენული ტიპის თმის ცვენას იწვევს მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის დამთრგუნველი მოქმედება შუბლისა და თხემის არეებში არსებულ თმის ფოლეკულებზე. ჰორმონების მოქმედებით, ეს ფოლეკულები თანდათან გაიწოვებიან და იღუპებიან. ჰორმონალური ფონი ახასიათებს ყველა მამაკაცს, თუმცა იღუპებიან ის ფოლეკულები, რომლებიც გენეტიკურად არიან მიდრეკილნი თმის ცვენისკენ. ვისაუბროთ იმ ძირითად მეთოდებზე, რასაც კლინიკა „თალიზი“ პაციენტებს სთავაზობს არსებობს ორი სახის მკურნალობა, ოპერაციული და არაოპერაციული. როდესაც აგრესიულად მიმდირებს თმის ცვენა, მკურნალობა ოპერაციულია და ხდება კეფაზე ჯანსაღი თმის ძირების მოძიება და გამელოტებულ ადგილებზე ჩანერგვა. როდესაც პაციენტს დიფუზური ცვენა აწუხებს და არ აქვს თმის ცვენის კონტურები შემოსაზღვრული, მას მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება. რჩევა და გადაწყვეტილება ჩვენ უნდა შევთავაზოთ პაციენტს, ის თავად ვერ განსაზღვრავს, რა სახის მკურნალობა სჭირდება მას. რა ეტაპის გავლა უწევს პაციენტს ოპერაციამდე და როგორ მიმდინარეობს ის? ოპერაცია ძალიან ადვილად გადასატანია, კეთდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და მოიცავს სამ ეტაპს: პირველი ეს არის მიკროხვრელების ფორმირება, მეორე გახლავთ ჯანსაღი ფოლეკულების მოძიება კეფის არეში და მესამე ეტაპი გახლავთ მოძიებული ფოლეკულების ჩანერგვა შემელოტებულ ადგილებში. პროცედურას სულ სამი-ოთხი საათი სჭირდება. შედეგი შვიდი–რვა თვის შემდეგ დგება, რადგან ფოლეკულების ამოსვლა იწყება ორი თვის შემდეგ. ოპერაციის შემდეგ პაციენტი სახლში მიდის. რაც შეეხება დიფუზურ ცვენას, საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობა. კეთდება პლაზმოლიფტინგი, რომელიც თვეში ერთხელ. იფილტრება ვენიდან აღებული სისხლი, ის შეიცავს უხვი რაოდენობით ვიტამინებსა და ამინომჟავებს, სულ 3-4 კურსია საჭირო. არაჩვეულებრივია მეზოთერაპია, კეთდება ინექციის სახით კვირაში ორჯერ 2-3 კვირის განმავლობაში. პაციენტებს ძალიან კარგი შედეგები აქვთ. დამოკიდებულია თუ არა შედეგი ადამიანის  თმის სტრუქტურაზე? დიახ, რა თქმა უნდა ყველაფერი ინდივიდუალურია. აქვს თუ არა შედეგისთვის მნიშვნელობა, რამდენად დროულად მოვა პაციენტი თქვენთან? არსებობს სიმელოტის შვიდი ხარისხი. პირველიდან მეხუთე ხარისხის ჩათვლით არაჩვეულებრივ შედეგებს ვიღებთ, კეფის არეში მარაგიც ბევრია და შედეგიც შთამბეჭდავია. როდესაც საუბარია მეექვსე-მეშვიდე ხარისხის სიმელოტეზე, გადასანერგი ფართობი დიდია, რესურსი კეფის არეში კი ცოტაა, ამიტომ პაციენტებს ვაფრთხილებთ, რომ შეიძლება დასჭირდეთ განმეორებითი ოპერაცია, რაც გულისხმობს ფოლეკულების მოპოვებას სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან, სადაც არის მდგრადი ჯანსაღი თმის ფოლეკულები. თუმცა, ყველაზე კარგი მაინც კეფის არეში არსებული ფოლეკულებია. იმატა თუ არა მომართვიანობამ? დიახ, რა თქმა უნდა. ადრე ქართველ მამაკაცებს ესირცხვილებოდათ კიდეც კლინიკაში მოსვლა. ახლა ისეთივე აქტუალურია თმის გადანერგვა, როგორც სტომატოლოგთან იმპლანტის გაკეთება. ახლა ამ წუთებში, როდესაც ჩვენი ეთერი მიმდინარეობს, „თალიზში“ ტარდება ოპერაცია, რომელსაც ავსტრალიელი და ამერიკელი ექიმები ესწრებიან. ისინი ჩვენს კლინიკაში ტრენინგის კურსს გადიან და ვფიქრობ, ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. როგორ გრძელდება ცხოვრება გადანერგვის შემდეგ და სჭირდება თუ არა თმას განსაკუთრებული მოვლა? ადამიანის ცხოვრება ისევე გრძელდება გადანერგვის შემდეგაც, როგორც მანამდე. არანაირი განსაკუთრებული მოვლა არ არის საჭირო. „თალიზი“ არის პირველი კლინიკა, რომელიც გრძელი თმის გადანერგვას სთავაზობს პაციენტებს... თმის გადანერგვის დროს ხდება თმის ღერების შემოკლება 1 მილიმეტრამდე, რომლებიც შემელოტებულ ადგილებში უნდა გადმოვიტანოთ, შესაბამისად, გადანერგვის არეში თმა არც კი ჩანს. გრძელი თმის გადანერგვა ნიშნავს იმას, რომ არ ხდება ღერების შემოკლება და პაციენტი უკვე ხედავს შედეგს. ქალბატონებს ძალიან უყვართ საკუთარ თავზე ზრუნვა.  ვიცი, რომ რამდენიმე სახის შეთავაზება აქვს „თალიზს“ ქალბატონებისთვის? მამაკაცებზე მეტი შეთავაზება ქალბატრონებისთვის გვაქვს. ქალბატონებშიც აქტუალურია ანდროგენული ტიპის თმის ცვენა და ვითარდება შუბლისა და თხემის არეების გამელოტება. ამ დროს ქალბატონებს სჭირდებათ გადანერგვა. გვაქვს კიდევ ერთი სახის მკურნალობა, ტრაქციული ალოპეცია, რომელიც გავრცელებულია მოცეკვავეებში, რადგან თმის აქაჩვა უწევთ. საფეთქლის არეებში თმა აღარ ამოდის. ამ დროსაც ხდება თმის გადანერგვა და საკმაოდ წარმატებულად და შედეგიანად ტარდება. ხშირად მოგვმართავენ ქალბატონები წარბების კორექციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ადრე წვრილი წარბი იყო მოდაში, ახლა კი პირიქით, მისი გასქელება სურთ, ან აქვთ სქელი წარბი, მაგრამ სურთ ფორმის შეცვლა. ერთმა პაციენტმა ისიც კი მითხრა, რომ გაფრენილი წარბის ფორმა ყოფილა მოდაში... აქაც პროცედურა ანალოგიურად მიმდინარეობს, ხდება ფოლეკულის გადანერგვა კეფის მიდამოდან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თმა წარბის მიდამოში გრძელი იზრდება და მას დროდადრო შესწორება სჭირდება. რას იტყვით თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებებზე, რომლებიც აფთიაქებში მრავლად იყიდება? მართალია მათ პირველადი მოქმედება არ ახასიათებთ, მაგრამ მეორადი ეფექტი არაჩვეულებრივია. თუკი ეს საშუალებები ბუნებრივია, შეიცავენ ვიტამინებს, აუმჯობესებენ თმის ხარისხს, ნამდვილად კარგია. თქვენ გყავთ ბევრი პაციენტი სხვადასხვა ქვეყნიდან... ხშირად გვეკითხებიან, რომ ალბათ დაბალი ფასების გამო ჩამოდიან უცხოელები საქართველოში, თუმცა, ეს ასე არა რის. აქ ჩვენი საერთაშორისო იმიჯის, მაღალი ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის მომსახურების გამო ჩამოდიან. მასშტაბური ოპერაციები უკვე ნაკლებ დროში ტარდება. იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი ჩამოდიან, შედეგის მისაღებად რამდენიმე ოპერაციას აკეთებენ, ჩვენთან კი ერთ ოპერაციაში ვიღებთ საუკეთესო შედეგს. ფოლეკულების ამოღება მიმდინარეობს სათითაოდ და ძალიან მოკლე დროში ვიღებთ რეკორდულ რაოდენობას. გვაქვს უნაწიბურო მეთოდი და ესეც ძალიან იზიდავთ უცხოელ პაციენტებს. როდესაც პაციენტი ახალგაზრდაა და ვხედავთ, რომ მაღალი ხარისხის სიმელოტე ეწყება, არ არის აუცილებელი ფოლეკულური გაერთიანებების სათითაოდ ამოღების მეთოდით ოპერაციის გაკეთება. დიდი რაოდენობით თმის გადანერგვა ამ საშუალებით ვერ მოხერხდება, ამ დროს საჭიროა ზონრის მეთოდით ოპერაციის გაკეთება. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? ჩემი და ჩემი კოლეგების სურვილია კლინიკა „თალიზი“ იქცეს მრავალპროფილიან, ფართომასშტაბიან საერთაშორისო დონის კლინიკად. რა რეკომენდაციებს მოგვცემდით თმის მოვლისას? ჩვენთან კონსულტაცია უფასოა და ყველა პაციენტს სწორ მიმართულებას შევთავაზებთ. ჩვეულებრივი, ბუნებრივი დიფუზური ცვენა ყველა ადამიანს აქვს, თუმცა, როდესაც შემელოტებული ადგილების საზღვრები იკვეთება და თმის ცვენა აგრესიული ხდება, ადამიანი უნდა მოვიდეს კონსულტაციაზე და შესაბამის მკურნალობას შევთავაზებთ. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/07/EKIMEBI-TALIZI-12-IVLISI.mp3"][/audio]   [post_title] => როგორია თმის გადანერგვის საუკეთესო მეთოდები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => rogoria-tmis-gadanergvis-sauketeso-metodebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-07-13 16:52:05 [post_modified_gmt] => 2017-07-13 12:52:05 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=145944 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 149767 [post_author] => 4 [post_date] => 2017-07-28 12:26:11 [post_date_gmt] => 2017-07-28 08:26:11 [post_content] => 26 ივლისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ გოგონების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას მიეძღვნა. ჰიგიენური პროცედურების სწორად დაცვა, გინეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც განვითარების შეფერხებას იწვევს, დარღვეული მენსტრუალური ციკლი და რთული გარდატეხის ასაკი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ჟორდანიას კლინიკის ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა მაკა ჯორბენაძემ ისაუბრა. რა სიმპტომების გამოვლენისას უნდა მიმართონ მშობლებმა ბავშვთა გინეკოლოგს? უნდა გამოვყოთ ასაკობრივი ჯგუფები, გოგონები სქესობრივ მომწიფებამდე და სქესობრივი მომწიფების პერიოდში. სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე, ანუ რვა წლის ასაკამდე, ბავშვებს შეიძლება მრავალი პრობლემა ჰქონდეთ და დასჭირდეთ გინეკოლოგთან ვიზიტი. შეიძლება იყოს სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან, ქავილი, წვა, ტკივილი და ა.შ. შეიძლება იყოს ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, რაც გამოიხატება სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვებაში, მეორადი სასქესო ნიშნების წარმოქმნასა და ა.შ. ამ დროს აუცილებელია მშობელმა ბავშვთან ერთად მიმართოს ბავშვთა გინეკოლოგს და მოხდეს შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. თუკი ბავშვს 3-4 წლის ასაკში დაეწყო მკერდის ზრდა, დროულად უნდა მიმართოს მშობელმა სპეციალისტს. შეიძლება იყოს გენეტიკური ანომალიები, რაც ახალშობილობის შემდეგ ვლინდება, გინეკოლოგმა უნდა შეაფასოს, როგორია გარეთა სასქესო ორგანოები, ხომ არ არის რაიმე განვითარების მანკი და ა.შ. რაც შეეხება სქესობრივი მომწიფების პერიოდს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით რვა წლის ასაკიდან იწყება, სხვადასხვა ნიშნებით გამოიხატება. პირველი ნიშანი ეს არის მკერდის გაჯირჯვება, შემდეგ კი იღლიის ფოსოსა და ბოქვენზე თმიანობის გაჩენა. ამ პერიოდში შეიძლება სხვადასხვა გართულება მოხდეს. მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენიდან დაახლოებით ორ წელიწადში იწყება პირველი მენსტრუაცია. თუ დაიწყო მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა რვა წლის ასაკში, 10-11 წლის ასაკში შეიძლება იყოს პირველი მენსტრუაცია, რომელსაც ჩვენ სამედიცინო ენაზე მენარხეს ვეძახით. შეიძლება იყოს მეორადი სასქესო ნიშნები, მაგრამ არ იყოს მენსტრუალური ციკლი, რაც სხვადასხვა პათოლოგიებთან არის კავშირში. მენსტრუალური ციკლის დადგომის შემდეგ, მოზარდობის პერიოდში, უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორია მათი ციკლი. პირველი მენსტრუაციიდან 2-3 წლის განმავლობაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის დარღვევა. ხშირად, ბავშვები სისხლდენას მალავენ, ეს გრძელდება ერთი თვეც კი და სანამ ძალიან არ დასუსტდებიან, დედა ვერ ამჩნევს. დარღვევის კიდევ ერთი ვარიანტია გაიშვიათება და მენსტრუალური ციკლი შეიძლება იყოს 3-6-9 თვეში ერთხელ. შესაძლოა თუ არა, გინეკოლოგიურმა პრობლემებმა გამოიწვიოს განვითარების ეტაპების შეფერხება და როგორ უნდა მოხდეს ამის შეფასება? რა თქმა უნდა, ხდება როგორც ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, ისე შეიძლება შეფერხდეს ეს პროცესი და ამისი მიზეზიც სხვადასხვა პათოლოგიები, ან ჰორმონალური დისბალანსი იყოს. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ასაკობრივ ნორმებს. ჩვენ ვამბობთ, რომ მომწიფება იწყება რვა წლიდან, მაგრამ ეს არის წიგნის მიხედვით. შეიძლება ბავშვი იყოს რვა წლის, არ ჰქონდეს განვითარებული არანაირი მეორადი სქესობრივი ნიშნები და ეს იყოს ნორმა, მაგრამ ამადროულად, რვა წლის ბავშვი შეიძლება იყოს განვითარებული ფიზიკურად, წონით, ზომით, სიმაღლით და შესაბამისად მას შეიძლება ჰქონდეს მეორადი სასქესო ნიშნები. შესაძლოა 11 წლის ასაკში არ ჰქონდეს გოგონას მეორადი სქესობრივი ნიშნები განვითარებული და ესეც არ არის საგანგაშო, თუკი ამ ფაქტს ბავშვის ფიზიკურ განვითარებასთან მიმართებაში ვაფასებთ. შეიძლება ბავშვს 5-6 წლის ასაკში ჰქონდეს მკერდი, მაგრამ ეს იყოს ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე, ანუ ბავშვი წონაში მეტია და ამასაც სჭირდება გამოკვლევა, რომ რაიმე სახის პათოლოგია გამოირიცხოს. როდესაც არ არის მეორადი სასქესო ნიშნები და არის მენსტრუალური გამონადენი, ესეც უნდა იქნას დიფერენცირებული, რომ არ გამოგვრჩეს რაიმე გართულება. მოგეხსენებათ, ეს ასაკი ძალიან რთულია, ამ დროს ბავშვები შორდებიან მშობლებს, საზოგადოებაში ამას „გარდატეხის ასაკს“ ეძახიან და ამ დროს შეიძლება რაიმე სიმპტომი, რომელიც მას აწუხებს, არ უთხრას მშობელს. ამიტომ, დედა უნდა იყოს ძალიან ყურადღებით. როდესაც საქმე ეხება მენსტრუალური ციკლის დარღვევას, რა ჰორმონალურ ცვლილებებთან გვაქვს საქმე? ასაკი, რომელიც არის უნივერსალური პირველი მენსტრუაციისთვის არის 11-13 წელი. რაც შეეხება დარღვევებს - მშობელი უნდა დააკვირდეს, ხომ არ არის თმიანობა, საუბარია გოგონებში მამაკაცური ტიპის გათმიანებაზე იქ, სადაც თმა არ უნდა იყოს და ამას სჭირდება მკურნალობა. შეიძლება ასეთი ტიპის თმა იყოს, ტუჩის ზედა მხარეს, ბაკებზე, მუცლის თეთრ ხაზზე, მკერდის ძვალზე - ეს ძალიან ხშირი პათოლოგიაა საქართველოში. დიაგნოსტირება საქართველოში რთული გახდა, რადგან მოდაშია ეპილაცია და ყველა მოზარდს გაკეთებული აქვს. ეს ცუდი არ არის, ესთეტიურად კარგია, მაგრამ ვეკითხებით პაციენტს, ხომ არ აქვს თმიანობა, რომ დავადგინოთ რასთან გვაქვს საქმე. ასევე, ხშირია სებორეა, ანუ გამონაყარი სახესა და ზურგზე და ამას კანის ცხიმიანობა იწვევს, ესეც სპეციალისტმა უნდა ნახოს და დაინიშნოს მკურნალობა. ყველაზე ხშირი სტატისტიკურად არის მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ამას თან სდევს თმიანობა, გამონაყარი და ამას უკვე პაციენტი გამოკითხვისას აღნიშნავს ხოლმე. მოზარდობის პერიოდში ხშირია მწვავე ინფექციები, რასაც წვა და ქავილი მოყვება და უნდა ინახოს სპეციალისტის მიერ, რათა მოხდეს დიაგნოსტირება. ხშირია მომართვიანობა მტკივნეული მესტრუაციის გამო, ეს შეიძლება იყოს გენეტიკური, ასაკობრივი, რაც უფრო ადრე იწყება, ამბობენ, რომ უფრო ხშირად არის ხოლმე მტკივნეული  და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აუცილებელია ექიმის ჩარევა. რა მიიჩნევა მენსტრუალური ციკლის დარღვევად? ძალიან საინტერესოა ისიც, რა მიიჩნევა მენსტრუაციის დარღვევად. კლასიკურად მიიჩნევა, რომ მენსტრუაცია არის 28 დღეში ერთხელ, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა ქალბატონს ასე არ აქვს. მენსტრუაცია შეიძლება იყოს 21 დღეში ერთხელ და 35 დღეში ერთხელაც. ეს დიაპაზონია, რომელიც დარღვევად არ მიიჩნევა, თუკი 21 დღეზე ნაკლებია, დარღვევაა და 35 დღეზე მეტი გადაცდენაც დარღვევაა. რაც შეეხება დღეების რაოდენობას დაახლოებით შვიდ დღემდე ნორმალურია, შვიდი დღის შემდეგ მენსტრუალური გამონადენი პრობლემაა. რაოდენობრივად კი დღეში უნდა იყოს 80 მილილიტრი, ამაზე მეტი ჭარბად მიიჩნევა და საჭიროა ექიმის ჩარევა. პირველი მენსტრუაცია ხშირად არის ხოლმე გახანგრძლივებული და ეს განსაკუთრებით საყუარდღებოა, რადგან 1-2 თვე გრძელდება და ბავშვები მაშინ მიმართავენ კლინიკებს, როდესაც მწვავე ანემია აქვთ და სისხლის გადასხმა სჭირდებათ. შეიძლება მენარხე საერთოდ არ იყოს, გოგონას ჰქონდეს მეორადი სასქესო ნიშნები განვითარებული და ესეც სხვადასხვა პათოლოგიების მიზეზი იყოს. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საქალწულე აპკი დახურულია და სისხლი გარეთ არ გამოდის. შეიძლება ასე გაგრძელდეს 4-6 მენსტრუალური ციკლი, ამ დროს მცირე მენჯის არეში აქვთ ხოლმე ტკივილი  და სანამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე არ მივლენ, ექიმთან არ მიდიან. ასეთ დროს მცირე ქირურგიული ჩარევა ხდება. 16 წლის ასაკში თუ არ არის მენსტრუალური ციკლი, ეს უკვე დაგვიანებულია. ადრეული სექსუალური კავშირი და ადრეული ორსულობა-მშობიარობა, რა ითვლება ადრეულ ასაკად და რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მხრივ? ძალიან საინტერესო თემაა, გართულებები ბევრია მოზარდობის პერიოდში ორსულობისა და მშობიარობისას. ნაადრევი არის 19 წლის ასაკამდე ორსულობა და მშობიარობა, რაც ბევრ გართულებას იძლევა. ორსულები, რომლებიც მალავენ ორსულობას და არ არიან ქორწინებაში, ეს კიდევ უფრო ართულებს დედისა და ნაყოფის მდგომარეობას. მოზარდის შემთხვევაში, რომელიც თავადაც ყალიბდება და ატარებს ნაყოფს, ხშირია ანემია, ინფექცია, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მკვდრადშობადობა, ნაყოფის დაბალი წონა და მშობიარობის გართულება, რადგან არ არის კარგად განვითარებული მენჯის ძვალი. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც სწორედ მოზარდობასთან არის დაკავშირებული. მშობიარობის შემდეგ შეიძლება იყოს სისხლდენით გართულება. ყველა გართულება, რაც ჩამოვთავლე, ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ზრდასრულის ასაკის ქალბატონებში. შეიძლება 15 წლის ასაკში გოგონა იყოს ზრდასრული, ბავშვი გააჩინოს სრულფასოვნად, თუმცა პრობლემები ამის შემდეგ მაინც იწყება. ისინი არ არიან მზად ბავშვის გაზრდისთვის, არ კვებავენ ძუძუთი, არ უვლიან შესაბამისად, რადგანაც თავადაც ბავშვები არიან და ეს მძიმე პრობლემაა.
ნაადრევი სქესობრივი კავშირები იწვევს ნაადრევ ორსულობასა და მშობიარობას. ადრეული მენარხე შეიძლება ერთ-ერთი რისკი იყოს ნაადრევი ორსულობა-მშობიარობისა. ბავშვი ინფორმირებული იყოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ, რომ ნაადრევი ორსულობით საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას. არ არის აუცილებელი 14-16 წლის ასაკში ორსულობა - ეს უნდა გაითავისოს საქართველოს მოსახლეობამ.
. როგორი უნდა იყოს გოგონების ჰიგიენა, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა? ეს არის ანატომიური და ფიზიოლოგიოური ფაქტორები, ანატომიური გულისხმობს იმას, რომ არ არის ჩამოყალიბებული გარეთა სასქესო ორგანოები, არ არის ცხიმოვანი ქსოვილი განვითარებული დიდ სასირცხვო ბაგეში და ა.შ. ამ დროს ხელსაყრელი პირობებია იმისათვის, რომ განვითარდეს ინფექციები. ამ პერიოდში არის ხოლმე ესტროგენების დეფიციტიც და ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა. მშობლებს ხშირად გონიათ, რომ თუ ბავშვებს ხშირად დაბანენ და ბევრ საპონს გამოიყენებენ, ეს კარგია. ბავშვები, რომლებიც პამპერსს გამოიყენებენ, მათ უფრო ხშირად ბანენ, მაგრამ არ არის აუცილებელი საპნით მოხდეს ყოველი დაბანა, რადგან საპონი აშრობს გარეთა სასირცხვო ბაგეებს, რაც იწვევს ხოლმე მცირე სასირცხვო ბაგეების შეხორცებას. ეს საკმაოდ რთული და ხშირი პათოლოგიაა ბავშვებში, რადგან ამ დროს არ არის ესტროგენების საკმარისი რაოდენობა. თუ მთლიანად შეხორცდა მცირე სასირცხვო ბაგეები, ხდება შარდის შეკავება, რაც აღმავალ ინფექციას იწვევს. ხშირად მოდიან პაციენტები, რომ ქირურგის რეკომენდაციით პატარას სჭირდება ოპერაცია, თუმცა ჩვენ მედიკამენტოზურად და დედის მიერ, შესაბამისი ჰიგიენის დაცვით შეგვიძლია ბაგეების გახსნა და ნორმაში მოყვანა. შემდეგში არის სპეციალური დამატენიანებელი საშუალებები, რომელიც მოიხმარება ბავშვებში, რომ ასეთი ტიპის გართულება არ მოხდეს. დაბანა უნდა ხდებოდეს წინიდან უკან, რომ არ დაისვაროს სხვადასხვა ბაქტერიით გარეთა სასქესო ორგანოები. თუკი პატარს მკურნალობენ ანტიბიოტკიებით, შეიძლება თავი იჩინოს სოკოვანმა ინფექციამ, ამასაც მიხედვა სჭირდება. სასურველია პამპერსი ნაკლები დროის განმავლობაში ჰქონდეთ პატარებს. რადგან ჰაერთან კონტაქტი მნიშვნელოვანია. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება სველი ხელსახოცის გამოყენება, თუმცა, რა თქმა უნდა უმჯობესია დაბანა. მოზარდ გოგონებში ეს პრობლემა ნაკლებად არის, წინათ ამბობდნენ, რომ მენსტრუაციისას დაბანა არ შეიძლებოდა, პირიქით, ციკლის დროს უფრო ხშირად არის ჰიგიენის დაცვა საჭირო. ჟორდანიას კლინიკის დიღმის ფილიალი ცოტა ხნის წინ განახლდა... ჟორდანიას ინსტიტუტს დიდი ისტორია აქვს, ახლა მას ჟორდანიას კლინიკა ქვია. სხვადასხვა მიმართულებას ვთავაზობთ პაციენტებს, გვაქვს ინ ვინტრო განაყოფიერება, რეპროდუქციული განყოფილება, გენეტიკური, ჰორმონალური მიმართულება, საოფისე გინეკოლოგია, ენდოსკოპია, ბავშვთა განყოფილება და ა.შ. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/07/26-ivlisi-maka-jorbenadze.mp3"][/audio] [post_title] => გინეკოლოგიური დარღვევები და სიმპტომები, რომლებიც ბავშვის განვითარების შეფერხებას იწვევს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ginekologiuri-darghvevebi-da-simptomebi-romlebic-bavshvis-ganvitarebis-sheferkhebas-iwvevs [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-07-28 13:03:24 [post_modified_gmt] => 2017-07-28 09:03:24 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=149767 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 33 [max_num_pages] => 11 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => e9d3d44032d19821e007f4caf7e2cfb8 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები