LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის იქნება მზად რომანოვების სასახლის განვითარების კონცეფცია

97

“საპარტნიორო ფონდი” რომანოვების სასახლის განვითარების კონცეფციას უახლოეს მომავალში წარადგენს. ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

”ეს არის ძალიან დიდი პატივი, დიდი ვალდებულება ჩვენი ფონდისთვის. ძალიან მალე დავდებთ იმ კონცეფციას, რომელიც ამ ისტორიული ძეგლის აღდგენას, რებილიტაციას და მის მომავალს დაუკავშირდება” – განაცხადა საგანელიძემ.

ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია, ე.წ. რომანოვების სასახლე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამართავად საპარტნიორო ფონდს გადასცა, რომელიც რეზიდენციას სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარებს და ოპერირებას განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები