LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის მიიღებენ ბაგა-ბაღების აღსაზრდელები საახალწლო საჩუქრებს

51

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, კახა გვანცელაძის, განცხადებით, თბილისის მასშტაბით 171-ვე საბავშვო ბაგა–ბაღში აღსაზრდელები საახალწლო საჩუქრებსა და ტკბილეულს 20 დეკემბრამდე მიიღებენ.

როგორც კახა გვანცელაძემ ამბობს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ხვალ გამოვლინდება, რომელიც საჩუქრების მიტანას ბაღებში პარასკევიდან, 15 დეკებრიდან, დაიწყებს.

„ჩემი, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელის, რეკომენდაცია იყო, რომ  ბოლო კვირაში ჩაეტარებინათ ზეიმები, მას შემდეგ რაც საჩუქრები მივიდოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენც ისე დავგეგმეთ საჩუქრების ტენდერის ჩატარება, რომ ბავშვებს ბოლო კვირაში ჰქონოდათ საჩუქრები. თუ ვინმემ ჩემი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, დაასწრო და ზეიმი ჩაატარა, ეს მისი გადაწყვეტილებაა,“ –  აცხადებს კახა გვანცელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები