LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის შეწყდება წვიმა საქართველოში?

142

წვიმიანი ამინდები საქართველოში 24 მაისამდე შენარჩუნდება. დღეს წვიმა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში შეწყდება, დანარჩენ საქართველოში კვლავ მთელი დღე ნალექია მოსალოდნელი.

როგორც “ფორტუნას” გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ჯერჯერობით, შედარებით გრილი და წვიმიანი ამინდი, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება.

მისი თქმით, ნალექის ინტენსივობამ იკლო და ახლა უფრო მეტად აღმოსავლეთში წვიმს.

“დღეს ღამით დასავლეთში გამოიდარებს და ხვალ დილიდან უნალექო ამინდი იქნება, მაგრამ დღის მეორე ნახევრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით წვიმაა მოსალოდნელი. ასევე, ზოგან სეტყვასაც ელოდებიან”, – აღნიშნეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ასეთი ამინდები ნარჩუნდება 23-24 მაისსაც.

მომავალი დღეების პროგნოზს  გარემოს ეროვნული სააგენტოში აზუსტებენ, თუმცა სრულ გამოდარებას, მიმდინარე კვირაში არ ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები