LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აკაჟებს ნატალი პორტმანი ზამთარში ერთი წლის ქალიშვილს (ფოტო)

153

ნატალი პორტმანის ახალმა ფოტომ, რომელიც ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან გამოსვლისას არის გადაღებული, გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. მსახიობი მარკეტიდან ერთი წლის ქალიშვილთან, ამალიასთან ერთად გამოვიდა, რომელიც საზაფხულო სამოსში იყო გამოწყობილი. ზამთრის ცივ დღეებში პორტმანმა ამალიას მოკლემკლავიანი მაისური ჩააცვა და წინდებისა და ფეხსაცმლის გარეშე გამოიყვანა გარეთ. ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ნატალი ამით პატარას გაკაჟებას ცდილობს, რათა მას გაციება და ვირუსი ადვილად არ მოერიოს.

სამაგიეროდ ცივ ამინდში კომფორტულ და თბილ სამოსზე გააკეთა აქცენტი თავად პორტმანმა. ოსკაროსანი მსახიობი იასამნისფერ სვიტერსა და ჯინსის შარვალში იყო გამოწყობილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები