LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ახალი წლის ღამეს

54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში – თოვლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ იანვარს დღის საათებში ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 5-7 გრადუსით დაიკლებს. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

პირველ იანვარს დედაქალაქში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევრიდან კი დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები