LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოეს დღეებში

25

12 – 13 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი, 13 იანვარს დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 12 იანვარს +7, +12, ხოლო 13 იანვარს +4, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა 0, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები