LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამოვიცნოთ მამაკაცის ხასიათი საყვარელი კერძის მიხედვით

172

თუ პაემანი გაქვთ ახლად გაცნობილ მამაკაცთან, აუცილებლად შეისეირნეთ რესტორანში და მიაქციეთ ყურადღება რას მიირთმევს თქვენი რჩეული, რადგან მამაკაცის ხასიათის დადგენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სწორედ მისი „გასტრონომიული გემოვნებაა“.

შოკოლადი

ტკბილის მოყვარულები ემოციურები და რეფლექიისკენ მიდრეკილები არიან. თუ მამაკაცის საყვარელი დესერტი შოკოლადია, მაშინ ის სიამოვნების ჰორმონის – სეროტინინის ნაკლებობას განიცდის. არანაკლებ მნიშვნელოვანია შოკოლადის სახეობაც – შავი შოკოლადის მოყვარულები ბუნებით ლიდერები არიან, რძიანის კი – ნაკლებად კომუნიკაბელური მარტოხელები.

ხორცი

თუ თქვენს რჩეულს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია სტეიკის გარეშე, მაშინ ის რეალისტია ძლიერი ხასიათით, რომელიც ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს. შესთავაზეთ საყვარელ მამაკაცს სახლში მომზადებული ხორცის კერძები და სწრაფად დაიმსახურებთ მის კეთილგანწყობას.

„ფასტფუდი“

ის, ვისაც ჰამბურგერი, კარტოფილი „ფრი“ და „ფასტფუდის“ სხვა კერძები ხიბლავს სწრაფი და ენერგიულია, მსუბუქი ხასიათი აქვს და მუდმივად მოძრაობაშია.

რძის პროდუქტი

თუ თქვენი რჩეული რძის პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას, მაშინ ძალიან გაგიმართლათ, რადგან არც სადილის მომზადება მოგიწევთ და ყურადღბითაც ყოველთვის განებივრებული იქნებით, რადგან „რძის მენიუს“ მოყვარულები, ბუნებით თბილები და ყოველთვის მზრუნველები არიან.

სანელებლები

ცხარე კერძების სიყვარული ტემპერამენტულ, ეჭვიან მამაკაცებს ახასიათებთ, რომელთაც მოგზაურობა იტაცებთ, თუმცა ძალიან ხშირად ეხვევიან უსიამოვნებებაში.

ბოსტნეული

ბოსტნეულს ენერგიული და შრომისმოყვარე მამაკაცები ირჩევენ, ხილს კი – შემოქმედებითი ნატურის მამაკაცები, რომლებიც ქალბატონებთან ურთიერთობისას ცოტას მორცხვობენ, ხშირად იბნევიან და ყოველთვის თავშეკავებული არიან.

თევზი

ის, ვინც თევზის კერძებს ანიჭებს უპირატესობას, მშვიდი ბუნების საიმედო ადამიანია, თუმცა ნაკლებად კომუნიკაბელურს არ უყვარს ბევრი ლაპარაკი.

ნაყინი

თუ თქვენი რჩეული ხილის სორბეტს ირჩევს, მაშინ ის საკმაოდ ხარბია, რომელსაც ყველაფრის და სწრაფად მიღება უნდა, კრემ-ბრულეს მოყვარული – გურმანია და არა მხოლოდ საკვებში, ტრადიციული პლომბირი კი, ოჯახური ფასეულობების, სიმშვიდისა და სტაბილურობის მოყვარულობს იზიდავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები