LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ „ჩაძირეს“ ყვავილებში თბილისის ოპერის სცენაზე ბიორკი (ვიდეო)

86

ისლანდიელი შემსრულებელი ბიორკი თბილისში კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. მან ამ დროის განმავლობაში „სოუ ფესტივალის“ ფარგლებში ორი კონცერტი გამართა, 31 ოქტომბერს, ფილარმონიაში, ხოლო 3 ნოემბერს – ოპერისა და ბალეტის თეატრში, მოინახულე სხვადასხვა საინტერესო თბილისური ადგილი, ისადილა რამდენიმე ცნობილ რესტორანში და კმაყოფილმა დატოვა საქართველო.

ბიორკის კონცერტებზე მაყურებელს, მისივე თხოვნით, გადაღების უფლება არ მიეცა, თუმცა ოპერის თეატრში მყოფთაგან ერთ-ერთი მოხერხებული აღმოჩნდა და გადაიღო კონცერტის ამაღელვებელი მომენტი, როდესაც ბისზე გამოსულ მუსიკოსებს მთელი დარბაზიდან ყვავილები დააყარეს.

თავად ბიორკმა ეს მომენტი მისი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო ბისად მიიჩნია და აღნიშნა: „ჩავიძირე ყვავილებში საუკეთესო ბისის დროს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები