LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ჩაშალეს სელმა ჰაიეკის ძაღლებმა ქორწილი (ვიდეო)

146

მსახიობი სელმა ჰაიეკი ელენე დეჯენერისის შოუს ესტუმრა. ვარსკვლავმა ცხოვრებისეული კურიოზი გაიხსენა და მოყვა, რომ ადრე, თავისი საყვარელი ძაღლები, ლუპი და ენჯი, მუდმივად თან დაჰყავდა, რის გამოც ერთხელ საკმაოდ ცუდ სიტუაციაში ჩავარდა:

ბაჰამის კუნძულზე ყოფნის დროს, როდესაც საკუთარ ნომერში ძაღლები ვერ აღმოაჩინა, სასოწარკვეთილმა მათ ძებნა დაუწყო. როგორც აღმოჩნდა, მსახიობის ოთხფეხა მეგობრები არც ისე შორს წავიდნენ. სელმამ ისინი მეზობლად გამართულ ქორწილში იპოვა, როდესაც  საქორწინო ტორტს შეექცეოდნენ.

„ერთი პერიოდი გავიგე ყვირილი და ხმამაღალი ლაპარაკი. ლუპის ნამცხვარი ყველაზე მეტად უყვარდა და მივხვდი, რომ საქმე სწორედ იმაში იყო, რისიც ძალიან მეშინოდა. ხალხი ყვიროდა, პატარძალი ტიროდა. მე დავუსტვინე და ძაღლებიც მაშინვე ჩემკენ გამოიქცნენ“, – გაიხსენა ჰაიეკმა.

ლუპი და ენჯი ორი ძაღლია ჰაიეკის ხუთი ძაღლიდან. მსახიობმა განაცხადა, რომ ისინი ქუჩიდან აიყვანა და გაზარდა. ელენმა კი, რომელიც ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია, სელმას ამ განცხადებას აპლოდისმენტები მოაყოლა და ამ კეთილი საქმისთვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები