LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაამარცხა 27 წლის ბლოგერმა სამუდამოდ აკნე – ემი სონდერსის რჩევები

1645

27 წლის ბლოგერი, ემი სონდერსი საინტერესო აღმოჩენის შესახებ წერს, რომლამდეც აკნესთან 15 წლიანი ბრძოლის შედეგად მივიდა. ახალგაზრდა ბლოგერი იხსენებს, რომ 15 წლის წინ ექიმებმა მას ჰორმონალური დისბალანსის დიაგნოზი დაუსვეს, რაც ხანგრძლივ მედიკამენტოზურ მკურნალობას მოითხოვდა. ემი იხსენებს, რომ სახეზე გამონაყარი 11 წლის ასაკიდან დაეწყო, როცა ოჯახთან ერთად კარიბის ზღვის სანაპიროზე ისვენებდა. თავდაპირველად აკნეს მიზეზად რუჯის საწინააღმდეგო საცხები დასახელდა, თუმცა პრობლემა არც მერე დასრულდა. ამის შემდეგ ემიმ ექიმებთან კონსულტაცია არაერთხელ გაიარა, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. ერთადერთი, რასაც დერმატოლოგები მას ურჩევდნენ, ჰორმონალური პრეპარატების მოხმარება იყო, რაც ახალგაზრდა ქალის ორგანიზმს სხვა საფრთხეებს უქმნიდა. საბოლოოდ ემი სონდერსმა საკუთარი ბლოგი შექმნა და აკნეს თემაზე ინფორმაციის შეგროვება დაიწყო, შედეგმაც არ დააყოვნა. დღეს ემის აქვს სქემა, როგორ შეიძლება სამუდამოდ  გავთავისუფლდეთ გამონაყარისგან მედიკამენტების გარეშე. ამას ემი საკუთარ ბლოგში Skyn Therapy ყვება.

ემი გვირჩევს, პირველი რიგში სამუდამოდ უარი ვთქვათ შაქარზე. ეს უკანასკნელი სისხლში ინსულინის მომატებას იწვევს, რაც ხელს უწყობს ანდროგენების გამომუშავებას, რაც თავის მხრივ აკნეს პირველი წყაროა. ანდროგენების შემცირებას ხელს აქტიური ფიზიკური დატვირთვაც უწყობს, ამიტომ ემი ვარჯიშსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას გვირჩევს. ემი სონდერსი სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ პიტნის ჩაი ტესტოსტერონის ჰორმონს თრგუნავს, რაც ხშირად გამონაყარის მთავარი მიზეზი ხდება. რეკომენდაციის სახით ბლოგერი გვირჩევს პერიოდულად ომეგა 3 ვიტამინის, ეგრეთ წოდებული თევზის ქონის მიღებასაც, რაც ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლაში ეხმარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები