LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დადის დალხენილი ქვეყნის პრეზიდენტი სამსახურში (ფოტო)

556

ფოტოზე მონიშნულია ჭაღარა მამაკაცი, რომელიც ზურგჩანთამოკიდებული სამსახურში მიდის. ხელში უჭირავს საკვები და ალბათ კუთვნილ შესვენების საათებში წაიხემსებს. მერე რა? რა და არც არაფერი, უბრალოდ ეს მამაკაცი ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი გახლავთ.

ის არ მიდის კორტეჟთან, დადის დაცვის გარეშე, არავინ კეტავს გზებს, არავინ კრავს ხელს გამვლელებს მის გასატარებლად. ის ჩუმად და მშვიდად მიემართება საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად, მიდის ხალხის მასაში, და ეს ქვეყანაში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 47 188 აშშ დოლარია, ხოლო მშპ 403 768 მილიარდ დოლარს შეადგენს.

73 წლის პენსიაზე მყოფი ეკონომისტი ვან დერ ბელენი ავსტრიის მე-9 პრეზიდენტად 2016 წლის 4 დეკემბერს აირჩიეს (მწვანეთა პარტიიდან), ხოლო მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 26 იანვრიდან შეუდგა.

ხოლო თუ როგორ დადიან ჩვენი თუნდაც საშუალო დონის ჩინოვნიკები, ალბათ მშვენივრად მოგეხსენებათ და ისღა დაგვრჩენია ვინატროთ, რომ ოდესმე ჩვენი საზოგადოებაც მივა იმ შეგნებამდე, რომ „კაი ტიპობა“ შავი ჯიპი და კუნთმაგარი დაცვა კი არა, უბრალოება და პროფესიონალიზმია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები