LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაემშვიდობა აიაქსი იოჰან კრუიფს (ვიდეო)

103

ამსტერდამი ფეხბურთის პროფესორს ოვაციებით დაემშვიდობა.
ასე აცილებენ ნამდვილ ლეგენდებს.

ჰოლანდიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ”აიაქსისა” და ”ცვოლეს” შეხვედრისას, ”ამსტერდამ არენაზე” სამი გიგანტური ბანერი გაშალეს, რომელზეც კრუიფის ”აიაქსის”, ”ბარსელონას” და ჰოლანდიის ნაკრების მაისურები იყო გამოსახული.

”აიაქსის” გულშემატკივრებმა ”მფრინავ ჰოლანდიელს” პატივი ჯერ წუთიერი დუმილით მიაგეს, შემდეგ კი ფეხზე წამომდგრებმა ოვაციები მოუწყვეს.
კრუიფი 24 მარტს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნიდერლანდების დედაქალაქის ხელისუფლებამ სურვილი გამოთქვა ”ამსტერდამ არენას” ”იოჰან კრუიფ არენა” უწოდონ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები