LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დახვდნენ რონალდოს ტურინში (ფოტო, ვიდეო)

61

კრიშტიანო რონალდო ახალ ცხოვრებას იწყებს. თანამედროვეობის უდიადესი ფეხბურთელი ტურინშია და აწი „იუვენტუსს“ მოახმარს ძალას და ოსტატობას. მას მთელი ქალაქი დიდი ოვაციით და იმედით შეხვდა.

რონალდოს მაისური უკვე „იუვენტუსის“ გასახდელშია.
კრიშტის გვერდით ბენტანკური და დიბალაა.

რონალდოს მიესალმნენ „იუვენტუსის“ აკადემიის მოთამაშეები.
მოსწავლეებმა გაზონზე CR7 დიდი წარწერა გააკეთეს.

ეს კი კომენტარის გარეშე.
აი როგორია რონალდოს ეფექტი.

რონალდოს პირველი შეხვედრა თანაკლუბელებთან.
კრიში „იუვენტუსში“ მიიღეს.

რონალდო „იუვენტუსში“ მადრიდის „რეალიდან“ 112 მილიონიანი ტრანსფერის შედეგად გადავიდა. კრიშტიანომ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ჯამაგირი წლიურად 30 მილიონი ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები