LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავბლოკოთ ბავშვებისთვის არასასურველი ვიდეოები youtube-ზე?

ბავშვები ინტერნეტსივრცეში “ძრომიალისას” ხშირად აწყდებიან არასასურველ კონტენტს. მათი თავიდან სრულად აცილება შეუძლებელია.

თუმცა, თუ თქვენი შვილი, youtube-ზე რომელიმე კონკრეტული არხის ხშირი მომხმარებელია და მასზე დამოკიდებულება გაშფოთებთ, ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება.

ქრომს, ან იმ ბრაუსერს რომელსაც იყენებთ, აქვს შესაძლებლობა, სპეციალური ფილტრის მეშვეობით, დაბლოკოს ის ვიდეოები, რომელსაც არ გინდათ რომ თქვენი შვილი უყურებდეს.

ამისთვის საჭიროა ბრაუსერისთვის მოძებნოთ ფილტრი video blocker და დააინსტალიროთ.

ამ ფილტრის დამატების შემდეგ, შედით youtube-ზე, იპოვეთ სასურველი არხი, მიიტანეთ მასთან კურსორი და დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს.

გამოჩნდება წარწერა Block videos from this chanel.

მასზე დაკლიკებით, დაბლოკავთ იმ არხის ვიდეოებს, რომელთანაც კურსორი გაქვთ მიტანილი.

დაბლოკილი არხების ნახვა და კონტროლი შეგიძლიათ ამ ღილაკზე დაჭერით.

სამწუხაროდ, აღნიშნული მეთოდი, ტაბებზე და ტელეფონებზე არ ჭრის. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გზა, იმისთვის რომ არასასურველი ვიდეოები, სხვა ტექნიკაზეც დაბლოკოთ.

  • შედით იუთუბის აპლიკაციაში ან გვერდზე.
  • ზედა მარჯვენა კუთხეში იპოვეთ სამი წერტილი
  • დააჭირეთ
  • მონიშნეთ block user

 

როგორ დავბლოკოთ youtube-ს არასასურველი ვიდეოები ტელეფონებზე?

დაადასტურეთ, რომ ნამდვილად გსურთ მომხმარებლის დაბლოკვა.

მომხმარებელი დაბლოკილია – თუ გადაიფიქრეთ დააჭირეთ undo-ს.

კიდევ უფრო მარტივია youtube-ს კონტროლი გუგლის მიერ შექმნილი youtube kids აპლიკაციით, თუმცა, ამ დროისთვის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ის ხელმისაწვდომი არ არის.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები