LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავძლიოთ ქრონიკული სიღარიბე

478

რა თქმა უნდა, ბედნიერებას ფულით ვერასდროს იყიდი, თუმცა ფულის გარეშე ბედნიერებაც – საკმაოდ რთულია. ნებისმიერი ადამიანი ცდილობს გამდიდრებას, ოცნებობს დამოუკიდებელ და თავისუფალ ცხოვრებაზე, მაგრამ ბევრს არ გამოსდის, რადგან სიღარიბე მავნე ჩვევად აქცია.

საინტერესოა, რა მიანიშნებს ქრონიკულ სიღარიბეზე და როგორ უნდა განვთავისუფლდეთ მისგან?

საკუთარი თავის სიბრალული – ადამიანები ხშირად წუწუნებენ, რომ მუდმივად სიღარიბეში უწევთ ცხოვრება, ნებისმიერს ადანაშაულებენ საკუთარ მარცხში, თავის შეცოდების მიზეზი კი, არასდროს ელევათ. ასეთი ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ მსხვერპლის პოზიცია აქვთ არჩეული და ვერასდროს მიაღწევენ წარმატებას, სანამ თავისივე მოგონილი ტვირთისგან არ განთავისუფლდებიან.

სიძუნწე – როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ღარიბები უფრო ძუნწები არიან, ვიდრე მდიდრები. სიღარიბეზე დაპროგრამების შემდეგ, ადამიანი მუდმიმად ფასდაკლების ძიებაშია, შურს წარმატებული ნაცნობების და ახლობლებისთვისაც ყველაფერი ენანება. თუმცა, ტოტალური ეკონომია მიანიშნებს, რომ ხარჯი და შემოსავალი ერთმანეთს არ ემთხვევა, რადგან ადამიანმა არ იცის არსებული თანხის სწორედ განკარგვა და ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ვერასდროს გამდიდრდება.

არასასურველი სამსახური – ადამიანთა უმრავლესობა სწრფად ეჩვევა იმის კეთებას რაც არ მოსწონს, არასასიამოვნო სამუშაო კი, არასდროსაა შედეგიანი. მოეშვით იმის კეთებას, რაც “აუცილებელია”, აკეთეთ ის, რაც მართლა გსიამოვნებთ და ძალიან სწრაფად მიაღწევთ წარმატებას, მათ შორის მატერიალურსაც.

ფული, როგორც ყველაფრის საზომი – პათოლოგიური ღარიბები ბედნიერებას მხოლოდ ფულში ხედავენ, მეტიც ზუსტად იციან “რა ღირს” მათი ბედნიერება. თუმცა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ასეთ ადამიანებს ვერანაირი კეთილდღეობა ვერ აბედნიერებს, რადგან სინამდვილეში, ბედნიერება არა სავსე ჯიბე, არამედ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრებაა.

მეტი ხარჯი, ნაკლები შემოსავალი – მუდმივი ვალები და კრედიტები – ქრონიკული ღარიბის ყველაზე მავნე ჩვევაა, რომლისგანაც სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდეთ, რადგან თუ მუდმივად ფულს სესხულობთ, შემოსავალი ვალების გასტუმრებაში გეხარჯებათ და არა საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

წამიერი სარგებელი – ღარიბებს ყველაფრის უცებ, სწრაფად მიღება სურთ და ხშირად მარცხდებიან, რადგან მხოლოდ აწმყოთი ცხოვრობენ და არასდროს ფიქრობენ მომავალზე.

წუწუნი – ამინდით, მაღალი ფასებით, არასასიამოვნო ადამიანებით მუდმივი უკმაყოფილებით თავად ქმნით ნეგატიურ გარემოს და სიღარიბესაც თავად იზიდავთ. ეძებეთ ყველაფერში პოზიტივი და აუცილებლად შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.

თვითგანადგურება – თუ ბავშვობიდან მიჩვეული ხართ საკუთარი თავის სხვებთან შედარებას და ამგვარი შედარება არასდროსაა თქვენს სასარგებლოდ, მაშინ მავნე ჩვევა ზრდასრულ ასაკშიც გამოგყვებათ და კომპლექსებთან ერთად, შურის მიზეზიც გახდება.

დაფიქრდით, რამდენად გიღირთ მუდმივად სხევბთან გაჯიბრება, იქნებ უკეთესია საკუთარი გზით იაროთ და საკუთარ წარმატებას მიაღწიოთ?!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები