LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავძლიოთ სტრესი სამსახურში

287

დღეს, ოფისის ნებისმიერი თანამშრომლის სამუშაო დღე პირველ რიგში ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინებების გაცნობით იწყება, რაც მთელი დღე გრძელდება და გარკვეულ მომენტში საკმაოდ რთული ხდება მოზღვავებული ინფორმაციისგან თავის დაცვა.

სამუშაოსგან თუნდაც რამდენიმე წუთით დასვენება ყველასთვის აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში, დღის მანძილზე დაგროვილი გაღიზიანება, ბევრად მძიმე ფორმას ღებულობს და სერიოზული პრობლემების  მიზეზიც ხდება.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, სტრესის დასაძლევდ და სიმშვიდის დასაბრუნებლად.

ინფორმაციული დეტოქსიკაცია – სოციალურ ქსელსა და ტელეფონში დატოვეთ მხოლოდ მესენჯერი, რაც დაგეხმარებათ ზედმეტი შეტყობისებების გაფილტვრასა და უსარგებლო ინფორმაციისგან თავის დაცვაში. მაქსიმალურად შეზღუდეთ სოციალური ქსელის პირადი მიზნებით გამოყენება, სამუშაო საათებში მეგობრებთან ურთიერთობა და უცნობი ადამიანების ფოტოების თვალიერება.

ფიზიკური დატვირთვა – მოიფიქრეთ ყოველდღიური რიტუალი. მაგალითად, ყოველდღე გაისეირნეთ უახლოეს კაფემდე ან მაღაზიამდე, რადგან მინიმალური ფიზიკური დატვირთვაც ხელს უწყობს ენდორფინის – ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას. გარდა ამისა, ფეხით სიარული ამცირებს კუნთების დაძაბულობას რაც თავის მხრივ დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და სწრაფად ხსნის სტრესს.

მუსიკა – მეცნიერები დიდი ხანია ირწმუნებიან, რომ მუსიკა პოზიტიურად მოქმედებს ადამიანის ემოციონალურ მდგომარეობაზე. გააკეთეთ საკუთარი Playlist-ი და დატკბით მუსიკით როცა იგრძნობთ, რომ ნერვული დაძაბულობა ზღვარს აღწევს.

ოცნება – აქციეთ ოცნება მიზნად და შეპირდით საკუთარ თავს, რომ მის მისაღწევად ნებისმიერ სირთულეს დაძლევთ.

მეგობრები – შეისვენეთ რამდენიმე წუთით, მოიკითხეთ მეგობრები და „წაეჭორავეთ“ არა სამსახურის, არამედ პირად საკითხებზე, რადგან ხუთწუთიანი საუბარიც საკმარისია რათა ყურადღება განყენებულ თემებზე გადაიტანოთ, მერე კი, ისევ სამსახურის პრობლემებს დაუბრუნდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები