LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავძლიოთ ტკბილეულის სიყვარული 10 დღეში

1024

ცნობილია, რომ ზედმეტი შაქრის მიღება საფრთხეს უქმნის ადამიანის ორგანიზმს. ცხადია, ზომიერად ტკბილეულის მიღება დასაშვებია, თუმცა მასზე დამოკიდებულება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ გთავაზობთ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, როგორ დავძლიოთ ტკბილისადმი განსაკუთრებული სიყვარული.

მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე

ცნობილია, რომ გაზირებული სასმელები, წვენები, კომპოტები და სხვა ტკბილი სასმელი დიდი ოდენობით შაქარს შეიცავს. ისინი საგრძნობლად მაღლა წევს შაქრის დონეს ორგანიზმში, რაც ცხადია სამომავლოდ ჯანმრთელობაზეც აისახება. ჩვეულებრივი სასმელი ან მინერალური წყალი ნებისმიერ კომპოტის ფანტასტიკური ალტერნატივაა, ის ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან და წყურვილის შეგრძნებასაც კლავს.

მიირთვით ცილოვანი საკვები და ბოსტნეული

უცხიმო თეთრი ხორცი, თევზი და კვერცხი დანაყრების კარგი საშუალებაა. ეს პროდუქტები არ წევს მაღლა შაქრის დონეს და ძალიან სასარგებლოა. რაც შეეხება ბოსტნეულს, ის შაქრის მუდმივი წყაროა ორგანიზმისთვის. ამდენად მათი მოხმარება აუცილებელია. სწორედ ბოსტნეულშია ნახშირწყლების ის ოდენობა, რომელსაც ორგანიზმი ენერგიის სახით ამუშავებს.

არ აკრძალოთ ცხიმების მიღება

საინტერესოა, რომ ცხიმის სრულად ამოღება რაციონიდან, სულაც არაა რეკომენდებული. ცხიმი ორგამიზმში რეგულარული შაქრის როლს ასრულებს, დანაყრების შეგრძნებას ახანგრძლივებს და სხვა სასარგებლო თვისებაც გააჩნია. აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სახის ცხიმების მიღება ჯობს. მაგალითად თევზში, თხილში, ზეითუნის ზეთში შემავალი ცხიმი მხოლოდ სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს.

გახსოვდეთ ფორსმაჟოროს შესახებ

დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო შესაძლოა აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როცა საკვების მომზადებისთვის ვერ იცლით. ამდენად ყიდულობთ იმას, რაც მარტივად ხელმისაწვდომა, ესაა გამომცხვარი პროდუქტი, შოკოლადი და ა.შ. სჯობს ასეთ დროს თან იქონიოთ მინი კონტეინერი, სადაც მოათავსებთ ნაკლებად კალორიულ პროდუქტს, რომელიც არ იქნება მალფუჭებადი. მაგალითად ორცხობილა, თხილი და ა.შ

გაუმკლავდით სტრესს სუნთქვის ვარჯიშების დახმარებით

ის, რომ სტრესის დროს ადამიანი უფრო მეტს ჭამს, საიდუმლო არაა. ასეთ დროს სპეციალისტები გვირჩევენ აქცენტი სუნთქვით ვარჯიშზე გადავიტანოთ. ამისთვის კი საკმარისია საკვების მიღებამდე 5-7 ჯერ ღრმად ჩავისუნთქოთ, რაც შედეგზე მალე აისახება

გაზარდეთ ძილის დრო

არასაკმარისმა ძილმა შესაძლოა ორგანიზმში ენერგიის დეფიციტი გამოიწვიოს. თუ ადამიანს 8 საათზე ნაკლები ძინავს, ორგანიზმი ავტომატურად გადადის სტრესულ მდგომარეობაში და კარგავს ენერგიას. ენერგიის აღსადგენად კი საუკეთესო საშუალება ტკბილეულია. ამდენად ტკბილზე დამოკიდებულ ადამიანებს ვურჩევთ, რაც შეიძლება კარგად გამოიძინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები